ბაჰრეინში საჰაერო განგაში გამოცხადდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს უახლოეს უსაფრთხო ადგილზე გადასვლა ურჩია. ქუვეითში კი საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმა მოხდა, დაზიანდა რადარი.
ამასთან, ირანმა ახლო აღმოსავლეთში, ამერიკული ბანკების სამიზნეში ამოღების შესახებ განაცხადა და დუბაიში, სიტიბანკის რეგიონულ განყოფილებას დაარტყა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პორტების ევაკუაციისკენ მოუწოდა, რომელიც სამხედრო უწყების მტკიცებით, ამერიკელთა თავშესაფრის ფუნქციას ასრულებენ. ირანი ამტკიცებს, რომ ამერიკელებმა ირანის კუნძულ ხარკზე იერიში სწორედ საამიროების ტერიტორიიდან მიიტანა.


