28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიმელონიმ რომის პაპის კრიტიკის გამო ტრამპი დაგმო

მელონიმ რომის პაპის კრიტიკის გამო ტრამპი დაგმო

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის პაპზე ლეო მე-XIV-ზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ჯორჯია მელონიმ განაცხადა, ტრამპის კრიტიკა პონტიფიკოსის მიმართ მიუღებელია.

„ჩემთვის პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები წმინდა მამის შესახებ მიუღებელია. პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაურია და მისთვის სწორია და ნორმალური, მოუწოდოს ყველას მშვიდობისკენ და ომის ნებისმიერი ფორმა დაგმოს“, – განაცხადა მელონიმ.

ცნობისთვის, ტრამპმა ლეო მე-XIV გუშინ გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული