29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკალევან მახაშვილი: საგარეო საქმეთა მინისტრი სრულფასოვანი გამოსვლით საზოგადოებას წარუდგენს ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონების,...

ლევან მახაშვილი: საგარეო საქმეთა მინისტრი სრულფასოვანი გამოსვლით საზოგადოებას წარუდგენს ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონების, ზოგადად საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა მინისტრი სრულფასოვანი გამოსვლით საზოგადოებას წარუდგენს ინფორმაციას კითხვებთან დაკავშირებით. ეს არ იქნება მხოლოდ ევროინტეგრაციის თემატიკა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტში საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინტერპელაციის ფორმატით მოსმენა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა.

„საინტერესო დისკუსია იქნება. მათ, ვინც აქამდე ან არ იყვნენ ამ პროცესებში ჩართულნი, ან არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ სად რას აკეთებს საქართველო, რა ეტაპზეა, რა პროცესში ვართ, იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ეს ინფორმაციები გაიგონ. საგარეო საქმეთა მინისტრი სრულფასოვანი გამოსვლით საზოგადოებას წარუდგენს ინფორმაციას კითხვებთან დაკავშირებით. ეს არ იქნება მხოლოდ ევროინტეგრაციის თემატიკა. იქნება ოკუპირებული რეგიონები, ზოგადად საქართველოს საგარეო პოლიტიკა“, – აღნიშნა მახაშვილმა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული