18.7 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკამარიამ გრიგოლიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული იდეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი...

მარიამ გრიგოლიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული იდეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლების სამომავლო საქმიანობაში გასათვალისწინებლად

საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ინტერესების გათვალისწინება პოლიტიკურ საქმიანობაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა.

როგორც გრიგოლიშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდების მიერ წამოჭრილი საკითხები და იდეები პირდაპირ აისახება ხელისუფლების სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაში.

„განვლილი შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, მათ შორის, გაჟღერდა ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორებიც იყო მაგალითად, ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა. შესაბამისად, იგივე მოლოდინი გვაქვს დღესაც აქ მცხოვრები ახალგაზრდებისგან, რომ მათ მიერ გაჟღერებული იდეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლების სამომავლო საქმიანობაში გასათვალისწინებლად“, – განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული