სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C
დღის ამბები
13:40 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი • 13:39 ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან • 13:38 ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს • 13:38 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია • 13:37 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია • 13:35 გურანდა ბილიხოძე: რატომ არ აზიარებდით გადამწვარი თბილისის ქუჩების ფოტოებსა და ვიდეოებს? თუ საფრანგეთში მსგავსი ქმედებები ძალადობა და ვანდალიზმია, საქართველოში რატომ გახდა იგივე ქმედებები „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“? ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს • 13:40 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი • 13:39 ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან • 13:38 ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს • 13:38 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია • 13:37 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია • 13:35 გურანდა ბილიხოძე: რატომ არ აზიარებდით გადამწვარი თბილისის ქუჩების ფოტოებსა და ვიდეოებს? თუ საფრანგეთში მსგავსი ქმედებები ძალადობა და ვანდალიზმია, საქართველოში რატომ გახდა იგივე ქმედებები „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“? ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს •
26 ივნისი, 2026 • 13:08 • 3 ნახვა

აშშ-ში FARA-ს კანონს ამკაცრებენ

აშშ-ში FARA-ს კანონს ამკაცრებენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და კუბის გავლენის შეზღუდვასა და მათი აგენტების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას ითვალისწინებს.

კანონპროექტი, სახელწოდებით PAID OFF Act, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა, სენატორ ჯონ კორნინთან და სხვა „რესპუბლიკელ“ და „დემოკრატ“ კოლეგებთან ერთად წარადგინა. დოკუმენტი მიზნად ისახავს უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ მოქმედ კანონში (FARA) არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც, ავტორების შეფასებით, უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს აშშ-ში რეგისტრაციის გარეშე ლობისტური საქმიანობის შესაძლებლობას აძლევს.

„წლების განმავლობაში შეერთებული შტატების მთავარმა მოწინააღმდეგეებმა ამერიკული ლობირების კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით ისარგებლეს, რათა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებზე გავლენა მოეხდინათ და საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნები გაეტარებინათ. ეს კანონპროექტი მნიშვნელოვან ხარვეზებს აღმოფხვრის და მავნე უცხოური ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.

სენატორ ჯონ კორნინის თქმით, ამერიკის პოლიტიკა არ უნდა ყალიბდებოდეს იმ ქვეყნების გავლენით, რომლებიც აშშ-ის ინტერესების შელახვას ცდილობენ.

„ჩინეთისა და რუსეთის მსგავსი სახელმწიფოების მცდელობების გამჟღავნებით, ეს კანონმდებლობა აშშ-ის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს უკეთ დაიცავს“, – აღნიშნა მან.

კანონპროექტის მხარდამჭერმა „დემოკრატმა“ სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა განაცხადა, რომ როდესაც უცხო ქვეყნები კონგრესზე გავლენის მოსახდენად სამართლებრივ ხარვეზებს იყენებენ, ეს ამერიკულ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

რესპუბლიკელი სენატორის, ტომ ტილისის განცხადებით, ჩინეთსა და რუსეთს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ფარულად მოახდინონ გავლენა ამერიკის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზე.

ჩაკ გრასლის თქმით, ამერიკულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ცდილობს თუ არა რომელიმე უცხო სახელმწიფო აშშ-ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას.

სენატორმა დებ ფიშერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის რეფორმირება, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ პირების გამოვლენა, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ ფარულად მოქმედებენ.

სენატორ პიტერ უელჩის შეფასებით, დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, უცხო ქვეყნები ამერიკული ლობირების კანონმდებლობის ხარვეზებს იყენებენ აშშ-ის პოლიტიკური პროცესების გავლენისთვის, რის გამოც კონგრესმა აღნიშნული კანონპროექტი უნდა მიიღოს.

სენატორმა ჯონ კენედიმ კი განაცხადა, რომ ჩინეთისა და ირანის მსგავსი ქვეყნების ინტერესების გამტარებელ აგენტებს ფარულად მოქმედების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ და ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს მათ საქმიანობას.

კანონპროექტის თანასპონსორია სენატორი ბილ ჰეგერთი, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში მის ანალოგიურ ვერსიას კონგრესმენი ავგუსტ პფლუგერი წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA) 1990-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა. კანონპროექტის ავტორების შეფასებით, არსებული რეგულაციები ვეღარ პასუხობს უცხო ქვეყნების გავლენის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც კომერციული საქმიანობისა და რეგისტრაციის გამონაკლისების გამოყენებით მოქმედებენ.

ინიციატივის მიხედვით, ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და კუბის მთავრობების ან მათთან დაკავშირებული კომერციული ორგანიზაციების სახელით მოქმედ ყველა პირს FARA-ს ფარგლებში სავალდებულო რეგისტრაცია დაეკისრება, რაც მათი საქმიანობის გამჭვირვალობას გაზრდის. კანონპროექტი მიღების შემთხვევაში ხუთი წლის ვადით იმოქმედებს. ასევე, სახელმწიფო მდივანს მიეცემა უფლება, კონგრესს შეშფოთების საგანი ქვეყნების სიის ცვლილება შესთავაზოს, რომელიც ძალაში მხოლოდ კონგრესის დამტკიცების შემდეგ შევა.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook-ზე გაზიარება

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
13:40

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
13:39

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება

ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი
13:39

ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი

ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან
13:39

ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან