23.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 26, 2026
spot_img
მთავარისაზოგადოებარადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიები უკვე მასიურ ხასიათს იღებს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება ბულინგი და შეურაცხყოფა ნაკრების მიმართ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ნეგატიური კამპანია ძირითადად მიმართულია მათკენ, რომლებიც არ იზიარებენ კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.

ამჯერად, მორიგი თავდასხმა საქართველოს ნაკრების გუშინდელ თამაშს მოჰყვა, სადაც ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა. მატჩის დასრულებისთანავე სოციალურ ქსელში გუნდის წინააღმდეგ არაერთი ნეგატიური კომენტარი დაიწერა.

ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე, გიორგი გველესიანიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში ნაკრების ფეხბურთელებზე განხორციელებულ პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა.

გთავაზობთ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათთან ასოცირებული აქტივისტების რამდენიმე განცხადებას:
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, „გვეყოლება ქოცები, გვექნება ჩამოშლილი ფეხბურთი“
ლაშა ფარულავას თქმით, „როცა ქვეყანას ქოცობა აზის თავზე, მერიტოკრატია და სისტემური რეფორმები სასაცილო ცნებებად იქცევა.“
თენგო გოგოტიშვილი საზოგადოებას მიმართავს, რომ ნუ ელოდებიან მეტს ნაკრებისგან, „რომლის ფედერაციასაც რუსული კანონის ხელმომწერი მოღალატე ხელმძღვანელობს“.
„ასე იცის გაქოცებამ“- აღნიშნავს რომან გოცირიძე და ნაკრების მწვრთნელს წასვლისკენ მოუწოდებს.

ამასთან, მათი აქტივისტების მხრიდან ვრცელდებოდა სარკასტული კომენატრებიც, თითქოს, გიორგი გველესიანის ბულინგისთვის დასაჯა ალაჰმა. ზოგიერთი ქვეყანაში არსებულ უიმედობაზე აპელირებდა, რომ „რა მდგომარეობაშიც ქვეყანაა, იმ მდგომარეობაშია ნაკრებიც.“

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ნაკრების წევრებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცდება და პირველ რიგში, აზიანებს ეროვნულ ინტერესებს.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული