23.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 26, 2026
spot_img
მთავარისაზოგადოებაინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას: თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, დახშული...

ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას: თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას, თამრიკო კორძაიას სოციალურ ქსელში მიმართავს.

ხელოვნებათმცოდნე მუსიკოსის დედის ვიდეო მიმართვას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ დედა-შვილი არიან, არამედ ერთად მუშაობენ და ფიქრობენ მუსიკაზე.

მისივე თქმით, გაუმართლებელია შეფასება, თითქოს „კორძის“ აუგად მოხსენიება სტალინურ რეპრესიებს უტოლდება.

„მოგმართავთ თქვენ, ოლე ოლას დედავ !
შეწუხდით? გეტკინათ? განიცადეთ?
თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, რას აკეთებდით? რას? დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? ალბათ, ეთანხმებოდით კიდეც — თქვენისთანა ოჯახისგან რა არის გასაკვირი?!
გამოვიდა ახლა ეს არარაობა და ჩვენ გვმოძღვრავს, თურმე „კორძის“ აუგად მოხსენიება სტალინური რეპრესიები ყოფილა… ქალოოო!
მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?
ამასაც დედა ჰქვია და ირინა ენუქიძესაც?
ტფუი!
არა, რა… აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა ამათი ბოგინისგან. თავზე თუ მოგვაჯდნენ, უკან არაფერზე დაიხევენ.“- წერს ინგა გუდაძე.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული