სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი ნებისმიერი კონფლიქტის წინააღმდეგია.
სერბეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში და ევროპაში ხდება, ბევრი ქვეყანა კატასტროფისკენ მიჰყავს.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ XXI საუკუნეში სერბეთმა თავიდან აიცილოს ნებისმიერი კონფლიქტი, ნებისმიერი ომი და ჩვენ ვისწრაფვით მშვიდობისკენ და ჩვენი ყურადღება ასევე დიდ ეკონომიკურ წარმატებაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა ვუჩიჩმა.


