28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკასაქართველოს 11-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით EU-ს და NATO-ს წევრი, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი...

საქართველოს 11-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით EU-ს და NATO-ს წევრი, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ეწვევა

საქართველოს 11-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული