მოსკოვსა და პარიზს შორის კონტაქტები იყო, რაც, სურვილის შემთხვევაში, მაღალი დონის დიალოგის შედარებით სწრაფად დამყარების საშუალებას იძლევა,- ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რუსეთსა და საფრანგეთს შორის მართლაც იყო კონტაქტები (ამის დადასტურება შეგვიძლია), ეს, სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, ხელს შეუწყობს უმაღლეს დონეზე დიალოგის სწრაფად დამყარებას. ჯერჯერობით არ მიგვიღია არანაირი მინიშნება იმისა, რომ ასეთი სურვილი არსებობს, თუმცა ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ბატონი მაკრონის განცხადებაზე რუსეთთან ურთიერთობების დამყარების აუცილებლობის შესახებ და ასეთ განცხადებებს დადებითად ვაფასებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.


