28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიეკონომიკარამდენი ბინა შეიძინეს Eagle Hills-ის კრწანისის პროექტში უცხოელებმა? - ოპოზიციის პროგნოზი კიდევ...

რამდენი ბინა შეიძინეს Eagle Hills-ის კრწანისის პროექტში უცხოელებმა? – ოპოზიციის პროგნოზი კიდევ ერთხელ ჩავარდა

პრემიერის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 000-დოლარიანი ფასის მიუხედავად, რეალურად გარემონტებული ბინის საწყისი ფასი, კვადრატულ მეტრზე 1 650 დოლარს შეადგენს.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წინასწარი გაყიდვების ფარგლებში, უკვე 257 ბინა გაიყიდა, საიდანაც 147 ბინა- ქართველმა მოქალაქეებმა შეიძინეს, 110 – კი უცხოელებმა.

კობახიძის თქმით, 257 ბინიდან არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, მხოლოდ 8 ბინა იყიდეს.

“იგლ ჰილსის კრწანისის პროექტში წინასწარი გაყიდვები დაიწყო. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციას ჰქონდა დაანონსებული 15 000 დოლარიანი ფასი. თუმცა, ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ საწყისი ფასი გარემონტებული ბინის კვადრატულ მეტრზე 1 650 დოლარი იყო. დაახლოებით ათჯერ ასცდნენ რეალობას. ამის თქმა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ბინები საშუალო ქართველი მომხმარებლისთვისაც იყო ხელმისაწვდომი.

ჩვენ მოგვაწოდეს სტატისტიკური ინფორმაცია, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა. მე ვიტყოდი, რომ არა ის ისტერიული კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ ჩვენი ოპონენტები, დარწმუნებული ვარ, ქართველი მყიდველების წილი ბევრად უფრო მაღალიც იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს წილი გაიზრდება. დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება ე.წ. არაბიზაციას, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა 257-დან მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს, რაც ნიშნავს იმას, რომ არაბიზაციის დაანონსებული პროცესი იმთავითვე ჩაუვარდა ჩვენს ოპოზიციას.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკას გაამდიდრებს 11 მილიარდი ლარით და ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად შემატებს საშუალოდ 700 მილიონ ლარს. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ტურიზმის წახალისებისთვის, ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარება აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შგახსენებთ, რომ Eagle Hills Georgia-ს მიერ 3 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაყიდული იყო 300-ზე მეტი ბინა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული