29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიმნიშვნელოვანიპაატა ზაქარეიშვილი - თუ სამოქალაქო ომი დაიწყო, არ შემოიფარგლება მხოლოდ ირანით. შიიზმი...

პაატა ზაქარეიშვილი – თუ სამოქალაქო ომი დაიწყო, არ შემოიფარგლება მხოლოდ ირანით. შიიზმი ძალიან ძლიერი იდეოლოგიაა, ეს არ არის ხამენეის იდეოლოგია, პირველი საუკუნეებიდან მოდის

ჯერჯერობით რეჟიმი არ შერყეულა. ხამენეის ლიკვიდაცია, პრაქტიკულად, არაფერს ნიშნავს – ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც შეიძლება განვითარდეს, არის სამოქალაქო ომი და თუ ეს მოხდა, მხოლოდ ირანით არ შემოიფარგლება, შესაძლოა, მთელ არაბულ სამყაროზე გავრცელდეს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.


“ხამენეი მოკვდა თავის ოფისში, რეზიდენციაში. ის არ გაიქცა, არ დაიმალა. მან გადაწყვიტა რეზიდენციაში მომკვდარიყო. ეს არის შეტყობინება იმისა, რომ არ გაქცეულა და სიკვდილს შეხვდა „ღირსეულად“. რეჟიმის მომხრეებში ეს გამოიწვევს სერიოზულ პატივისცემას. რეჟიმი არ შერყეულა ჯერჯერობით. რაც შეუძლია ისრაელს და ამერიკას ისაა, რომ გაანადგუროს მთლიანად ინფრასტრუქტურა. ირანის დაჩოქება შეიძლება განიარაღებით, მაგრამ რეჟიმის შეცვლა, როგორც საბჭოთა კავშირში დასჭირდა 4-5 წელი რეჟიმის შეცვლას, ასე უნდა მოხდეს. ან შეიძლება დაიწყოს სამოქალაქო ომი – მტრისას. ეს იქნება უარესი, ვიდრე ერაყში რაც მოხდა. ამიტომ რეჟიმის არასწორი ჩამოშლის რისკები ძალიან ბევრია. ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც შეიძლება განვითარდეს, არის სამოქალაქო ომი. თუ სამოქალაქო ომი დაიწყო, არ შემოიფარგლება მხოლოდ ირანით. შიიზმი ძალიან ძლიერი იდეოლოგიაა, ეს არ არის ხამენეის იდეოლოგია, პირველი საუკუნეებიდან მოდის” – აღნიშნა მან.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული