29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიპედრო სანჩესი: ჩვენ ვგმობთ შეერთებული შტატებისა და ისრაელის ცალმხრივ სამხედრო ქმედებას, რაც...

პედრო სანჩესი: ჩვენ ვგმობთ შეერთებული შტატებისა და ისრაელის ცალმხრივ სამხედრო ქმედებას, რაც წარმოადგენს ესკალაციას

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა შაბათს ღიად დაგმო აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები და გააფრთხილა, რომ მათ შეუძლიათ გაამწვავონ რეგიონალური დაძაბულობა და „ხელი შეუწყონ უფრო არასტაბილურ და მტრულ საერთაშორისო წესრიგს“.

მადრიდის რეაქცია უფრო მწვავე იყო, ვიდრე სხვა მრავალი საერთაშორისო ლიდერის, რომლებიც ზოგადად მოუწოდებდნენ თავშეკავებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ, შეერთებული შტატების ან ისრაელის პირდაპირი კრიტიკის გარეშე.

„ჩვენ ვგმობთ შეერთებული შტატებისა და ისრაელის ცალმხრივ სამხედრო ქმედებას, რაც წარმოადგენს ესკალაციას და ხელს უწყობს უფრო გაურკვეველ და მტრულ საერთაშორისო წესრიგს“, – წერს სანჩესი X-ზე.

მასლა მომზადდა euronews-ზე დაყრდნობით

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული