29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიზელენსკი ორბანზე: ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, წინააღმდეგ...

ზელენსკი ორბანზე: ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემთ – დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ

ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვაცნობებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინული მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.

„ვიმედოვნებთ, ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან 90 მილიარდის პირველ ტრანშს და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ და მათ დაურეკონ, მათ მშობლიურ ენაზე გაესაუბრონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული