23.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 25, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაგია აბაშიძე: რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი...

გია აბაშიძე: რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, არის საკუთარი სახელმწიფოს განადგურებისა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ღია დაკვეთა -​ მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს

რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა საქართველოს აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, ეროვნული ღალატია, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

​მისი განცხადებით, მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია.

​“ეს არის საკუთარი სახელმწიფოს განადგურებისა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ღია დაკვეთა და ამას ატირაჟირებს ბინძური ნაცმედია.
​მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია. სამშობლოს გამყიდველების ადგილი საჯარო სივრცესა და სოცქსელებში არ არის – მათი ადგილი გისოსებს მიღმაა!” – წერს აბაშიძე.

https://www.facebook.com/share/14UaicF7wwU/?mibextid=wwXIfr
სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული