სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C
დღის ამბები
13:40 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი • 13:39 ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან • 13:38 ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს • 13:38 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია • 13:37 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია • 13:35 გურანდა ბილიხოძე: რატომ არ აზიარებდით გადამწვარი თბილისის ქუჩების ფოტოებსა და ვიდეოებს? თუ საფრანგეთში მსგავსი ქმედებები ძალადობა და ვანდალიზმია, საქართველოში რატომ გახდა იგივე ქმედებები „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“? ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს • 13:40 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი • 13:39 ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან • 13:38 ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს • 13:38 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია • 13:37 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია • 13:35 გურანდა ბილიხოძე: რატომ არ აზიარებდით გადამწვარი თბილისის ქუჩების ფოტოებსა და ვიდეოებს? თუ საფრანგეთში მსგავსი ქმედებები ძალადობა და ვანდალიზმია, საქართველოში რატომ გახდა იგივე ქმედებები „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“? ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს •
5 თებერვალი, 2026 • 13:24 • 1 ნახვა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე „სფერო ინვესტის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე „სფერო ინვესტის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, იურიდიული პირის (შპს „სფერო ჰოლდინგი“/„სფერო ინვესტი“) წარმომადგენლების მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირი წარმოადგენდა შპს „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს და 100%-იანი წილის მფლობელს.

„აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდნენ და გივი წულეისკირთან თანამშრომლობდნენ გიორგი მურუსიძე და სოფიკო პეტრიაშვილი. ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ, შპს „სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი – „სფერო ინვესტი“. ორგანიზაციაში დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ახორციელებდნენ ერთობლივად. ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმების შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული თაღლითური მიზნის მისაღწევად, ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებს, მათი დარწმუნებისა და ხელშეკრულებების გაფორმების გზით თანხების მოზიდვის პროცესს უძღვებოდა სოფიკო პეტრიაშვილიც.

გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა, მოქალაქეთა მოტყუებისა და მათი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, „სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს „უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტი“-ს ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. „კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს.

გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა ზემოაღნიშნული ხერხით, ოთხასორმოცდაათ მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, როგორც სარგებლის გადახდის, ასევე შეტანილი თანხის დაბრუნების ნაწილში და ოცდაცხრა მილიონზე მეტ (29 073 000) ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 4 თებერვალს დააკავეს სოფიკო პეტრიაშვილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გივი წულეისკირს და გიორგი მურუსიძეს ბრალდება 2025 წლის 10 ნოემბერს წარედგინათ და მათ პატიმრობა შეეფარდათ. გიორგი მურუსიძე საზღვარგარეთ დააკავეს, როგორც ძებნილი პირი და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულების მიერ მოტყუებული სხვა პირების დადგენის მიზნით. შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

გააზიარეთ სიახლე:
Facebook-ზე გაზიარება

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
13:40

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
13:39

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება

ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი
13:39

ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი

ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან
13:39

ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან