29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიეკონომიკა„შავი ზღვის წყალქვეშა პროექტში", რომელიც საქართველოს გავლით ევროპის ენერგომომარაგებას გულისხმობს, შესაძლოა იტალია...

„შავი ზღვის წყალქვეშა პროექტში”, რომელიც საქართველოს გავლით ევროპის ენერგომომარაგებას გულისხმობს, შესაძლოა იტალია და სლოვენიაც ჩაერთოს

აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ იტალია და სლოვენია შეუერთდებიან „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტს („შავი ზღვის ენერგია“).

ამის შესახებ იტალიაში აზერბაიჯანის ელჩმა, რაშად ასლანოვმა, რომში გამართულ კონფერენციაზე „კავკასიიდან ხმელთაშუა ზღვამდე“ განაცხადა.

„დღეს აზერბაიჯანი თანამშრომლობისთვის სულ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება. თუ რუკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ევროპის კავშირი აზიასთან, ჩინეთთან და ცენტრალურ აზიასთან გარდაუვლად აზერბაიჯანზე გადის. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას. საუბარია არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე, არამედ ელექტროკაბელის პროექტზეც, რომელიც მომავალში ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, შავი ზღვის გავლით რუმინეთთან, უნგრეთთან და შემდეგ, ვიმედოვნებთ, სლოვენიასთან და იტალიასთან დააკავშირებს. ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის შეფასებაშიც იტალიური კომპანია CESI მონაწილეობდა“, – აღნიშნა ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ კასპიის ზღვის სანაპირო-შავი ზღვა-ევროპის მწვანე დერეფნის პროექტის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 2023 წლის 25 ივლისს საქართველოს, უნგრეთს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს და ერთმანეთთან დააკავშირებს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემებს. წყალქვეშა კაბელის სიგრძე 1,155 კმ -ზე მეტი იქნება ( 1,115 კმ წყალქვეშ და 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა 525 კვ, ხოლო სიმძლავრე 1,300 მეგავატი. შავ ზღვაზე წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის დასრულება 2032 წელს იგეგმება.


იუწყება აზერბაიჯანული გამოცემა Report.az

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული