19.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკახორვატიის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტმა ამავე ქვეყნის ლიბერალი პრემიერი გააღიზიანა

ხორვატიის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტმა ამავე ქვეყნის ლიბერალი პრემიერი გააღიზიანა

მილანოვიჩის თბილისური გზავნილების საპასუხოდ, ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დასრულების შემდეგ სარკასტულად შენიშნა: „რაკი უკვე საქართველოში წავიდა, შეეძლო უკრაინაშიც ჩასულიყო, შორს არ არის.” რაც შეეხება საქართველოში ვიზიტის მიზანშეწონილობას, პლენკოვიჩმა თქვა, რომ ეს მილანოვიჩს უნდა ჰკითხონ, თავად კი უკრაინის მხარდაჭერაზეა კონცენტრირებული.

რეაქცია, რომელიც ევრობიუროკრატიის პოლიტიკას ამხელს

პლენკოვიჩის ლოგიკით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი ვალდებულია ბრიუსელის პოლიტიკურ ხაზს მიჰყვეს, და თუ ეს ხაზი საქართველოს იზოლაციას გულისხმობს, ხორვატიის პრეზიდენტმაც ამ იზოლაციას უნდა შეუერთდეს. ეს არის კლასიკური „ბრიუსელიდან მართულობის” მაგალითი — როცა ეროვნული ლიდერი ვერ ახერხებს ან არ სურს საკუთარი საგარეო პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბება და ბრიუსელის სტანდარტულ პოზიციას იმეორებს.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული