22.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაზვიად შალამბერიძე: ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მანიპულაციებით ცდილობენ აშშ-ში ქართული დელეგაციის...

ზვიად შალამბერიძე: ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მანიპულაციებით ცდილობენ აშშ-ში ქართული დელეგაციის ძალიან წარმატებული ვიზიტი გადაფარონ

აშშ-ში ქართული დელეგაციის ძალიან წარმატებული ვიზიტის ფონზე, რომელმაც კიდევ უფრო დააახლოვა აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მოახლოება, ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვხედავთ, რომ გააქტიურდნენ და ცდილობენ, რომ როგორმე განცხადებებით, შეხვედრებითა და მანიპულაციებით ეს გადაფარონ, ან ჩაახშონ, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

„ერთ-ერთი მაგალითი იყო ნინო ლომჯარიას ვიზიტი. ეს ადამიანი ითხოვდა, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუქმებულიყო არამხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, არამედ მთლიანად მოსახლეობისთვის“, – აღნიშნავს შალამბერიძე.

„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს ყოფილი სახალხო დამცველის გადამალვის ფაქტი, სადაც ჩანს გერმანიის ელჩის მანქანა და ლომჯარიას ავტომობილი, ასევე ისიც, თუ როგორ ცვლიან ადგილებს საელჩოს თანამშრომელი და ლომჯარია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, გერმანიის საელჩოში გამართულ ფარულ შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი განიხილებოდა. საელჩო და ლომჯარია „ქრონიკის“ კითხვებს მესამე დღეა არ პასუხობენ.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული