18.7 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაშაკო ჩაჩანიძე: დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსდებათ და ამ ნიუსზე რა...

შაკო ჩაჩანიძე: დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსდებათ და ამ ნიუსზე რა კომენტარებს წერენ ნაცები- ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ უსისხლო ოპოზიციას სინდისი საერთოდ არ გააჩნია და კარგი არაფერი უხარიათ

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე ოპოზიციის მომხრეების კომენატრების ე.წ სქრინებს აქვეყნებს, რომლებიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას და კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხებს შეეხება.

კომენტარებში მკაცრად აკრიტიკებენ მშობლებს და “გამყიდველებს, სამარცხვინოებს და მთავრობასთან გარიგებულებს” უწოდებენ.

ჩაჩანიძე ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ უსისხლო ოპოზიციას სინდისი საერთოდ არ გააჩნია და კარგი არაფერი უხარიათ.

“ხელისუფლებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება – დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსდებათ. და აი ამ ნიუსზე, უბრალოდ ნახეთ, რა კომენტარებს წერენ ნაცები. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ უსისხლო ოპოზიციას სინდისი საერთოდ არ გააჩნია და კარგი არაფერი უხარიათ.”- წერს ჩაჩანიძე.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული