USTARI LEGAL · სამართლებრივი ინფორმაცია და სტანდარტები
სარედაქციო ეთიკისა და შესწორების სტანდარტი
შპს „უსტარი ჰაბი“ (ს/კ: 400461763) · ძალაშია 2026 წლის განახლებული რედაქციით.
ოფიციალური დოკუმენტი
1. სიზუსტე და გადამოწმება
„უსტარის“ რედაქცია ეყრდნობა ოფიციალურ დოკუმენტებს, პირველწყაროებსა და უშუალო თვითმხილველთა ცნობებს. დაუდასტურებელი ინფორმაცია ან ჰიპოთეზა არ ქვეყნდება ფაქტის სახით.
2. წყაროს კონფიდენციალურობა
ჟურნალისტური საქმიანობისას მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის წყარო დაცულია პროფესიული სტანდარტითა და მოქმედი კანონმდებლობით.
3. შესწორებისა და პასუხის უფლება
თუ გამოქვეყნებულ მასალაში გამოვლინდა არსებითი ფაქტობრივი უზუსტობა, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს რედაქციას ([email protected] ან კონტაქტის გვერდიდან). დადასტურების შემთხვევაში მასალა გასწორდება დაუყოვნებლივ.