ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ახლა16:40 • 22 ნოეპოლიტიკაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს
1/8
უსტარი · რუბრიკა

პოლიტიკა

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გადაწყვეტილებები, პარტიული პროცესები და სახელმწიფო პოლიტიკა.

12 მასალა
ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.

16:40 • 22 ნოე16:40 • 22 ნოე·3 წთ
ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ
პოლიტიკა16:39 • 22 ნოე16:39 • 22 ნოე·3 წთ

ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

იმ ოჯახებისთვისაც, ვისაც შეიძლება [სუროგაცია] დაგეგმილი ჰქონდა და აკრძალვის შემდეგ ვეღარ განახორციელოს, მათთვისაც მორალურად და ეთიკურად ბევრად უფრო გადაწონის ის დიდი რისკები, რომელი რისკებიც ახლავს სამწუხაროდ ამ თემას და მის ასეთ კომერციალიზაციას, -განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე.

ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს
პოლიტიკა16:00 • 21 ნოე16:00 • 21 ნოე·3 წთ

ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

არ შემიძლია არ გამოვიყენო ეთერი, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე იობს, რომელმაც ბევრ საკითხზე ისაუბრა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი
პოლიტიკა14:30 • 21 ნოე14:30 • 21 ნოე·3 წთ

ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

"ფაქტმონიტორი" ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის, იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემებია მოყვანილი. "ევროკავშირის გადახდები უკრაინისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 231.5 მილიარდი ევრო. ევროკავშირის გადახდები რუსეთისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 232.05 მილიარდი ევრო. ეს არის ყველაზე გიჟური საომარი "სტრატეგია" ისტორიაში",- წერს რაიხელტი. თოფურიას შეფასებით, ეს პროცესი ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითია. "თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ ევროკავშირის ბოლოდროინდელ შანტაჟს — მცდელობას, რომ სანქციების 21-ე პაკეტში მოექციათ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და იქ რუსული ნავთობის კვალი ეძიათ. ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი",- წერს ვახტანგ თოფურია.

დათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა
პოლიტიკა18:25 • 20 ნოე18:25 • 20 ნოე·3 წთ

დათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა

ჟურნალისტი დათა გვასალია მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლითაც მან საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა, რომ თუ არ შეეძლოთ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, სახლში წასულიყვნენ. ხოლო, 4 დღის შემდეგ სააკაშვილმა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს მიულოცა, რომ მათ ეს პროცესი დიქტატურის სასამართლოდ გადააქციეს. გვასალიას თქმით, ვნც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. მისივე თქმით, ოთხ დღეში მომხდარი ეს ფერიცვალებაც საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იმართება და მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობა მისი უპირობო ლიდერიანად. "13 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მის ქვეშ მყოფ კოლექტიურ ნაცმოძრაობას პირდაპირ უბრძანა - "თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!" - ანუ მარტივად, ისე გააღიზიანა ოპოზიციის გამოსვლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ფაქტობრივად სულელები ეძახა. თუმცა, სულ რაღაც 4 დღეში, 17 ნოემბერს იმავე სააკაშვილმა იმავე ხალხს ტაში დაუკრა და დაწერა - "მინდა მივულოცო ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ბათუმში, თქვენ ეგ პროცესი უკვე გადააქციეთ თავად დიქტატურის სასამართლოდო". საინტერესოა, რა მოხდა ამ ოთხ დღეში ისეთი, რომ სააკაშვილის მსგავსმა ეგოცენტრულმა პიროვნებამ, რომელსაც აბსოლუტურ შეუცდომლობაზე აქვს პრეტენზია, საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და მეტიც - საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვიდა?! ნუთუ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სასწაული მოხდა და ოპოზიციამ უცებ "ჭკვიანური არგუმენტები" იპოვა?! რა თქმა უნდა, არა. პროცესზე მათ კვლავ გააგრძელეს ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებების მიცემა - ჯერ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებზე, შემდეგ კი ოპოზიციურ ფლანგზე გადადგმულ ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებზე. ანუ გააგრძელეს ზუსტად ის, რამაც 13 ნოემბერს სააკაშვილი წყობიდან გამოიყვანა. მაშ რამ აიძულა საკუთარ შეუცდომლობაში ყოველთვის დარწმუნებული სააკაშვილი, საკუთარი თავის წინააღმდეგ წასულიყო 4 დღეში?! და მაშინ რა მოხდა?! მოხდა ის, რომ ერთადერთი - ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა - ოთხ დღეში მომხდარი ეს ფერიცვალებაც საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იმართება და მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობა მისი უპირობო ლიდერიანად. როდესაც ერთი და იმავე ადამიანის შეფასება ოთხ დღეში კრიტიკიდან აღფრთოვანებამდე იცვლება, ხოლო მის თვალსში 13 ნოემბერს უჭკუო ოპოზიცია, გამარჯვებულ ინტელექტუალებად, ცხადი ხდება, რომ აქ არც ემოციებია გულწრფელი და არც მოქმედება დამოუკიდებელი - ტექსტებსაც, ტონსაც და ტაშის დაკვრის დროსაც გარე რეჟისორები განსაზღვრავენ და მას ემორჩილება ყველა - იქნება ეს ლელო, გახარიას პარტია, გვარამიას კოალიცია თუ ნაცები - ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა სააკაშვილის მეთაურობით." -წერს გვასალია.

ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას
პოლიტიკა18:24 • 20 ნოე18:24 • 20 ნოე·3 წთ

ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვი;ო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თუ მათი მომხრეების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ როგორც ხავსს ისე ეპოტინებბიან ნებისმიერ უბედურ შემთხვევას. "გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას და ტვინი არ ჰყოფნის გაჩუმდეს. ერთი დღის დაარსებულმა პარტიამაც ვერ მოითმინა"-წერს ჭოტორლიშვილი.

არჩილ გორდულაძე: შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ
პოლიტიკა17:05 • 20 ნოე17:05 • 20 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ

გამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი მეტსახელად "ბოღმა", 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშაობის პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგრეთწოდებული კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების მიმართ და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადაწყვიტა, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ. გორდულაძის განცხადებით, მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, წლების განმავლობაში მოითხოვდა ჭეშმარიტების დადგენას, სამართალდამცავების მკაცრად დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას, რისთვისაც 2009 წელს თანამებრძოლებთან ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაციაც დააფუძნა, სწორედ ეს ბრძოლა კი შვილის საფლავზე მისი აფეთქების მიზეზი გახდა. "აფეთქებული იური ვაზაგაშვილი, არის მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, წლების განმავლობაში მოითხოვდა, რომ შვილის მკვლელობის საქმეზე დადგენილიყო ჭეშმარიტება, სამართალდამცავების მკაცრად დასჯასაც მოითხოვდა, სამართლიანობის აღდგენასაც ითხოვდა, რისთვისაც მან 2009 წელს თანამებრძოლებთან ერთად, საზოგადოებრივი ორგანიზაციაც დააფუძნა. ბრძოლა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიზეზი გახდა იმისა, რომ მოკლულის შვილის საფლავზე აეფეთქებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო, მთავარი სამმართველოს, წალკის სამმართველოს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი მეტსახელად "ბოღმა", 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშაობის პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგრეთწოდებული კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების მიმართ და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადაწყვიტა, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა, რითაც მისი წარმოდგენით ნაცნობ სამართალდამცავებს თავიდან ააცილებდა სამართლებრივ პასუხისმგებლობებს. 2015 წლის 18 იანვრიდან, 20 იანვრამდე დროის პერიოდში გიორგი სოსანაშვილმა, გადააადგილა ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავის ქვასთან მისასვლელი ფილა, და მის ქვეშ იმგვარი ფორმით დაამონტაჟა მსხვრევადი ყუმბარა, რომ ფილის გამოძრავებას აფეთქება გამოეწვია, 20 იანვარს დაახლოებით 13:20 წუთზე, იური ვაზაგაშვილი მივიდა შვილის საფლავზე, რა დროსაც შენიშნა საფლავის ქვასთან მისასვლელი გადაადგილებული ფილა და შეეცადა მის გასწორებას, რომლის დროსაც ხელყუმბარა აფეთქდა. იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის აფეთქები მიყენებული მრავლობითი დაზიანების შედეგად წარმოქმნილი ჭრილობებით, გამოწვეული მწვავე სისხლისღვრით ადგილზე გარდაიცვალა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ."- განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: კრებსითად ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა არც გამოძიებას, არც ადამიანის უფლებას, არც ეფექტიან სასამართლოს, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის - ამ სისტემის შემქმნელი იყო "ნაციონალური მოძრაობა"
პოლიტიკა17:04 • 20 ნოე17:04 • 20 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: კრებსითად ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა არც გამოძიებას, არც ადამიანის უფლებას, არც ეფექტიან სასამართლოს, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის - ამ სისტემის შემქმნელი იყო "ნაციონალური მოძრაობა"

როდესაც მხარისთვის განაჩენს მნიშვნელობა არ აქვს, სტრასბურგს მნიშვნელობა არ აქვს, მაგალითად, გუშინ გვეუბნებოდნენ, ერთ-ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ბატონ დაჩი ცაგურიასთან - რომელიც პარტიის წევრიაო, რომ ამტკიცებენ და ჩვენი პარტიის წევრი ჩვენი არ არის, არც არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი - რომ, 2006 წელს სასამართლო სხდომა რომ ჩატარდა, იმ სასამართლო სხდომის ოქმი რატომ არ არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშეო. ახლა, მაგალითად, გვეკითხებიან, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე როგორ მიემართება მათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2004-12 წლებში "ნაცმოძრაობამ" შექმნა სისტემა, სადაც ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები ხდებოდა, გამოძიება კი ან არაეფექტურად ხორციელდებოდა, ან საერთოდ არ ხდებოდა. შესაბამისად, გორდულაძის განცხადებით, ეფექტურ კონტროლს მთელ სახელმწიფო სისტემაზე ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა" და ის დარღვევები, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა, ყოველთვის მიემართება აღნიშნულ პარტიას. "ჩვენ ვამბობთ, რომ კრებსითად ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა არც გამოძიებას, არც ადამიანის უფლებას, არც ეფექტიან სასამართლოს, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის და ამ სისტემის შემქმნელი იყო "ნაციონალური მოძრაობა" და შესაბამისად, როდესაც ამ სისტემის შემქმნელი არის "ნაციონალური მოძრაობა", სადაც ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები ხდება - სიცოცხლის, საკუთრების, ღირსების, წამების აკრძალვის და ა.შ., აქ არის მთელი რიგი საქმეები, რომელიც მოხდა 2004-2012 წლებში, რომელიც ან არაეფექტურად არის წარმოებული, ან მიჩქმალულია, რომ განაჩენი არ დამდგარიყო, ან არ გამოძიებულა და კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება და პასუხისმგებლობის დაყენება მოხდა 2012 წლის შემდეგ. ეს საკითხები არის ჩვენ მიერ ჩამოთვლილი და მათ შორის თუ კონკრეტულად ყოველ საქმისთან დაკავშირებით უნდა იყოს კითხვა, ეს ჩვენ როგორ მოგვემართება, ისევ და ისევ გამომდინარე იქიდან, რომ საქმეებში სადაც არის ასეთი მძიმე დარღვევები, არ არის გამოძიება წარმოებული, არ არიან კონკრეტული პირები პასუხისმგებაში მიცემული და ყველა განაჩენი, ყველა პასუხისმგებლობა დამდგარია 2012 წლის შემდეგ. ეს ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ, დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც ხდებოდა 2004-2012 წლებში - მაშინ, როდესაც ეფექტურ კონტროლს, ანუ ავტორიტარული რეჟიმის კვალდაკვალ ეფექტურ კონტროლს მთელს სახელმწიფო სისტემაზე, ყველასა და ყველაფერზე ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა". სრულად ის დარღვევები, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა, ყოველთვის მიემართება "ნაციონალურ მოძრაობას" მათ შორის, იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომ გეუბნებიან, ერთი ლიდერი მაინც დაგვისახელეთ, რომელიც არის ბრალდებული თუ მსჯავრდებულიო, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც ვნახოთ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზება ხდებოდა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და განაგრძეს ნორმალურად ფუნქციონირება
პოლიტიკა17:03 • 20 ნოე17:03 • 20 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზება ხდებოდა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და განაგრძეს ნორმალურად ფუნქციონირება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზებისა და კონსტიტუციური ორგანოების ხელში ჩაგდების მცდელობების მიუხედავად, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა ნორმალური ფუნქციონირება განაგრძეს. გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა, მათ შორის, გაიხსენა 2018 წლის პრეზიდენტის ინაუგურაციის მოვლენები, როდესაც ჩაშლის მცდელობა იგეგმებოდა. მ ტყუილი უწოდა ლევან ბეჟაშვილის მტკიცებას იმის შესახებ, რომ თითქოს 2020 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა არ ყოფილა. "2018 წელს პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა იყო. ლევან ბეჟაშვილი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, ჩვენ შეგვაჩერეს რამდენიმე კილომეტრით ადრე და საერთოდ არავითარი ჩაშლის სურვილი არ გვქონიაო, მაშინ, როდესაც საჯარო სივრცეში არსებობს ინფორმაცია, და ეს ნიკა მელიას გაკეთებული განცხადებაა. ნიკა მელია, რომელიც ამ წლებში იყო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ახლა გახლავთ "ახალის" თანათავმჯდომარე, რომელიც დანანებით ამბობს, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მიზანი, ინაუგურაცია ჩაგვეშალა, სამწუხაროდ მისი რეალიზება ვერ მოვახდინეთ იმიტომ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ყველაფერი აღკვეთეს. 2020 წელთან, ისევ და ისევ ლევან ბეჟაშვილი, ვსაუბრობ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა სცადეს, გაერღვიათ ღობე და შეჭრილიყვნენ ცესკო-ს ტერიტორიაზე, საუბრობდა, რომ მე იმ აქციაზე ვიყავი და ასეთი რამე არ მომხდარაო, რაც არის ტყუილი, იმიტომ, რომ არსებობს ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეოკადრი, არაერთი ტელევიზიის მიერ მედიასივრცეში დაცული ინფორმაცია, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ აქციის მონაწილეები არღვევენ ღობეს და იჭრებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. რაც შეეხება, მაგალითად, 2023 წელს, 2024 წელს, 2025 წელსაც, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აქციები იღებს კიდევ უფრო მეტად ძალადობრივ ხასიათს. მიზანი არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, რომ ძალადობის გამოყენებით ხალხის ნება, რომ მისი არჩეული ხელისუფლება შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, ეს არის უგულებელყოფილი და ძალადობის გამოყენებით არის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, რაც გამოიხატება კონსტიტუციური ორგანოების ბლოკირებაში, კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებით და იქ შეჭრაში, რასთან დაკავშირებითაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანა წითლიძე სულ რამდენიმე სხდომის წინ დარბაზშიც, არა თუ მანამდე აკეთებდა განცხადებებს, არამედ დარბაზში თქვა, რომ ის იმავე მოქმედებებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, ეს მისივე სიტყვები არის. მანამდე საჯაროდ საუბრობდა, რომ სამწუხარო არის, რომ რეალიზება ვერ მოხდა 2025 წლის 4 ოქტომბრის მიზნისა და რომ ადმინისტრაციული ორგანოების ძალადობრივ ხელში ჩაგდება, ეს არის თურმე კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ესეც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სიტყვები არის და ისევ და ისევ რა განსხვავება არის 317-ე და 315-ე მუხლებთანო და ამავდროულად, რატომ არ არის დაწყებული ამ მუხლებით გამოძიება, ბოლომდე არ არის მიყვანილი. მათდა სამწუხაროდ და ჩვენი სახელმწიფოს საბედნიეროდ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, ყველამ ერთობლივად შეძლო, რომ ამ ძალადობების, ამ დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური წყობილების მოწოდება ხდებოდა, ორგანიზება ხდებოდა ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულებისა და ისევ და ისევ კონსტიტუციური ორგანოების ხელში ჩაგდების მცდელობისა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ მცდელობების მიუხედავად განაგრძო ნორმალური ფუნქციონირება არაერთი მცდელობის მიუხედავად და ისევ და ისევ, ეს არის მათთვის სამწუხარო, სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, საბედნიერო",-განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს
პოლიტიკა17:00 • 20 ნოე17:00 • 20 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაზა ბიბილაშვილის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ძალადობრივი დამხობის მცდელობებს შეეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაიხსენა ოპოზიციის მიერ 2019 წლიდან კოსნტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობები. "ჩვენ გუშინაც ვამბობდით, ახსნა-განმარტებაშიც და სარჩელშიც მითითებული გვაქვს, აქაც მითითებული იყო ეს ყველაფერი - მათ შორის, როდესაც კონკრეტულ განცხადებებზე, ძალადობრივი აქციების მხარდამჭერ განცხადებებზე ვსაუბრობდით, აქაც მითითებული იყო ეს ყველაფერი. სარჩელშიც ორ კონტექსტში არის. მაგალითად, ერთგან 2022-2025 წელი არის მითითებული და ხუთი [დამხობის] მცდელობაა, ამავდროულად მეექვსე არის 2019 წელი. რომ შევაჯამოთ: 2019 წლის ივნისი, 2022 წელი, როდესაც პარტიები ღიად შეუერთდნენ დამხობის მცდელობას, როდესაც არაპარტიულმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე უარის თქმის ხელოვნური საბაბით საქართველოს მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს - ეს არაძალადობრივი ნაწილია. ძალადობრივი ნაწილი არის 2023 წლის გაზაფხულზე მიმდინარე მოვლენები." - აღნიშნა გორდულაძემ. ბიბილაშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე, "არაძალადობრივი არის, მაგრამ ამ 5-6 მცდელობაში შედის თუ არ შედის", გორდულაძემ უპასუხა, რომ როდესაც პარტია არ ცნობს ხელისუფლების წყაროს - ხალხის გადაწყვეტილებას, ესეც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. მისივე თქმით, ყოველწლიურად და ზოგჯერ წელიწადში ორჯერაც კი, ოპოზიცია ცდილობდა, სულ უფრო მძიმე ძალადობრივი საშუალებებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. "როდესაც შენ არ ცნობ ხალხის გადაწყვეტილებას - ვგულისხმობ პარტიას - როდესაც პარტია არ ცნობს ხელისუფლების წყაროს, ხალხის გადაწყვეტილებას და არაფრად მიიჩნევს დემოკრატიის პრინციპს, რომ ხელისუფლება შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, და ითხოვს ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამაში ჩართული უნდა იყოს პრეზიდენტი, რისი კომპეტენციაც მას არა აქვს, ესეც წყობილების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 2023 წლის გაზაფხული, 2024 წლის გაზაფხული და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე ძალადობრივი აქციების გზით, ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობები. ამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა ფონი, მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები, რათა, დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი. ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქცია და ნახეთ, ეს როგორ იყო შეჭრის მცდელობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 2025 წლის 4 ოქტომბერს. ფაქტობრივად ყოველწლიურად და წელიწადში ორჯერაც კი ხდებოდა მცდელობა, კიდევ უფრო მძიმე ფონით და მძიმე საშუალებებით, ძალადობის გამოყენებით, ხელში ჩაგდებულიყო კონსტიტუციური წყობილება და მთავარი პრინციპი, დემოკრატიის პრინციპი ფეხქვეშ გათელილიყო," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია
პოლიტიკა21:05 • 19 ნოე21:05 • 19 ნოე·3 წთ

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ძალაუფლებაში ყოფნის დროს "იმედში" შეჭრისა და "რუსთავი 2"-ის წართმევის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ახლაც ბედნიერები არიან, როდესაც ამავე ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელი ეშლებათ. მისი თქმით, ისინი კვლავ საშიშები არიან და შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში ყველაფერს ათმაგად გაიმეორებენ. შარმანაშვილმა მოპასუხე მხარეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხალხი ისევ საშიშია და ამიტომ უნდა გააუქმონ. "როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდათ, "იმედში" შეიჭრნენ, "რუსთავი2" კანონიერ მფლობელს წაართვეს. ახლა, როცა ძალა არ აქვთ, საერთაშორისო და თუნდაც რომელიმე ქვეყნის დონეზე, ხელს უშლიან ამავე ტელევიზიებს, განახორციელონ თავიანთი ფუნქცია, მიაწოდონ ინფორმაცია, გააშუქონ ის, რაც ქვეყანაში ხდება და პოლიტიკოსების მიერ მოსახლეობის ერთი ნაწილის მოსაზრება მიაწოდონ მეორე ნაწილს. თქვეს, რომ ბედნიერები ვართო, ეს მტკიცებულებაა ჩვენთვის. ჩვენ ვამბობთ, ეს ხალხი ისევ საშიშია, ამიტომ უნდა გააუქმონ. არათუ წარსულში იყვნენ საშიში ადამიანები, ახლაც საშიშები არიან. ამას ათმაგად გაიმეორებენ, თუ ამის საშუალება მიეცემათ. ეს ჩემი მოსაზრება არ არის, თვითონ ამბობენ, საშიში ვართო",- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია
პოლიტიკა20:36 • 19 ნოე20:36 • 19 ნოე·3 წთ

ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით გამოვთქვი იმედი, რომ გამოცდილ დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები საქმიან და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართებოდა - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, შეხვედრის შედეგების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადაიდგა. მისივე თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მხარეებმა გარკვეულ პრაქტიკულ შეთანხმებებსაც მიაღწიეს. მისივე შეფასებით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დიპლომატიას მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს და პროცესები არა ემოციებით, არამედ საღი აზრითა და გრძელვადიანი ინტერესებით შეფასდეს. "გუშინ, გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას, გამოვთქვი იმედი, რომ გამოცდილ დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები საქმიან და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართებოდა. მინსკში გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით უკვე გადაიდგა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მხარეები მხოლოდ დღის წესრიგის განხილვით არ შემოიფარგლნენ და, ოფიციალური ცნობის თანახმად, გარკვეულ პრაქტიკულ შეთანხმებებსაც მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უახლოეს მომავალში გაეცნოს ამ შეთანხმებების კონკრეტულ შინაარსს. ქართულ-რუსული ურთიერთობების მთელი სირთულისა და მრავალწახნაგოვნების გათვალისწინებით, ნაადრევი იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ერთი შეხვედრა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს მოაგვარებს. თუმცა სწორედ აქედან გამომდინარე არის აუცილებელი პირდაპირი კომუნიკაციის არხების შენარჩუნება და შინაარსიანი დიალოგის წარმოება. მივესალმები ორივე მხარის მზაობას, არსებული უთანხმოებების მიუხედავად, გააგრძელონ კონტაქტები და გამოავლინონ პოლიტიკური ნება, პრობლემები დიპლომატიური გზებით გადაჭრან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დიპლომატიას მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ და ვიხელმძღვანელოთ არა წუთიერი ემოციებით, არამედ საღი აზრით, ურთიერთპატივისცემითა და გრძელვადიანი ინტერესებით." - წერს მეტრეველი.

შემდეგი გვერდი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს