ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 0

ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.

"ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის, ყოველდღიურად არის ლუსტრაცია ამ აგენტურის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლდება. ღიმილის მომგვრელია თითოეული მათი მცდელობა, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს და დარჩნენ იმ სცენარში, რომლითაც წლების განმავლობაში ცდილობენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სხვადასხვა ძალას წარმოადგენდნენ. ღიმილის მომგვრელი, როდესაც შემდეგ გამოვა მათი ადგილზე მყოფი ბელადი - ბატონი გვარამია და თითოეულ გზააცდენილ დანაყოფს შემდეგ შეახსენებს, რომ თურმე ისინი ერთი ორგანიზმი არიან. შემდეგ მათ სულიერი მამა - ბატონი სააკაშვილი გამოვა სასამართლოს დარბაზიდან და ასევე დაუწუნებს რომელიმე დანაყოფს პასუხის გაცემას თუ კითხვის დასმას. ბევრი ფრთიანი კითხვის, განცხადების, პასუხის გახსენება შემიძლია.

ალბათ, ვინმე შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებს მათ კითხვა-პასუხებსა და უტიფრობაზე, რომელსაც ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან გვთავაზობენ“, - განაცხადა კირცხალიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ შემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს