ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
USTARI WIRE · ქრონოლოგიური საინფორმაციო ლენტა

ყველა სიახლე და არქივი

სააგენტოს სრული ქრონოლოგიური ნაკადი თარიღის, რუბრიკის, ფორმატისა და საკვანძო სიტყვის მრავალდონიანი ფილტრაციით.

ნაპოვნია 84 მასალა
კვირა, 22 ნოემბერი, 20264 სიახლე
16:40 • 22 ნოეპოლიტიკა

ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს
16:39 • 22 ნოეპოლიტიკა

ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

იმ ოჯახებისთვისაც, ვისაც შეიძლება [სუროგაცია] დაგეგმილი ჰქონდა და აკრძალვის შემდეგ ვეღარ განახორციელოს, მათთვისაც მორალურად და ეთიკურად ბევრად უფრო გადაწონის ის დიდი რისკები, რომელი რისკებიც ახლავს სამწუხაროდ ამ თემას და მის ასეთ კომერციალიზაციას, -განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ
15:28 • 22 ნოესაზოგადოება

ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, როგორც მიმდინარე რისკებზე, ასევე სამომავლო რისკებზე, როდესაც ფაქტებზეა საუბარი, ფაქტებიც ვიცით, ზოგი ფაქტია ისეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, ზოგი ფაქტია, რომელიც შეიძლება არ ითქვას, იმიტომ რომ, ამით უსარგებლია ჩვენს მოქალაქეებსაც და არა მხოლოდ ჩვენ მოქალაქეებს და იქ ძალიან ისეთი ზღვარი გვაქვს დასაცავი, როდესაც თქვენ მთხოვთ მე, რომ რაღაც ფაქტებზე და რისკებზე ვისაუბრო ხმამაღლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე
15:27 • 22 ნოესაზოგადოება

ირაკლი კირცხალია - ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია - ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს
შაბათი, 21 ნოემბერი, 20263 სიახლე
16:00 • 21 ნოესაზოგადოებალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა
16:00 • 21 ნოეპოლიტიკა

ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

არ შემიძლია არ გამოვიყენო ეთერი, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე იობს, რომელმაც ბევრ საკითხზე ისაუბრა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს
14:30 • 21 ნოეპოლიტიკა

ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

“ფაქტმონიტორი” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის, იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემებია მოყვანილი. “ევროკავშირის გადახდები უკრაინისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 231.5 მილიარდი ევრო. ევროკავშირის გადახდები რუსეთისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 232.05 მილიარდი ევრო. ეს არის ყველაზე გიჟური საომარი "სტრატეგია" ისტორიაში”,- წერს რაიხელტი. თოფურიას შეფასებით, ეს პროცესი ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითია. “თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ ევროკავშირის ბოლოდროინდელ შანტაჟს — მცდელობას, რომ სანქციების 21-ე პაკეტში მოექციათ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და იქ რუსული ნავთობის კვალი ეძიათ. ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი”,- წერს ვახტანგ თოფურია.

ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი
პარასკევი, 20 ნოემბერი, 20269 სიახლე
18:25 • 20 ნოეპოლიტიკა

დათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა

ჟურნალისტი დათა გვასალია მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლითაც მან საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა, რომ თუ არ შეეძლოთ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, სახლში წასულიყვნენ. ხოლო, 4 დღის შემდეგ სააკაშვილმა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს მიულოცა, რომ მათ ეს პროცესი დიქტატურის სასამართლოდ გადააქციეს. გვასალიას თქმით, ვნც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. მისივე თქმით, ოთხ დღეში მომხდარი ეს ფერიცვალებაც საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იმართება და მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობა მისი უპირობო ლიდერიანად. “13 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მის ქვეშ მყოფ კოლექტიურ ნაცმოძრაობას პირდაპირ უბრძანა - „თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!“ - ანუ მარტივად, ისე გააღიზიანა ოპოზიციის გამოსვლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ფაქტობრივად სულელები ეძახა. თუმცა, სულ რაღაც 4 დღეში, 17 ნოემბერს იმავე სააკაშვილმა იმავე ხალხს ტაში დაუკრა და დაწერა - „მინდა მივულოცო ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ბათუმში, თქვენ ეგ პროცესი უკვე გადააქციეთ თავად დიქტატურის სასამართლოდო“. საინტერესოა, რა მოხდა ამ ოთხ დღეში ისეთი, რომ სააკაშვილის მსგავსმა ეგოცენტრულმა პიროვნებამ, რომელსაც აბსოლუტურ შეუცდომლობაზე აქვს პრეტენზია, საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და მეტიც - საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვიდა?! ნუთუ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სასწაული მოხდა და ოპოზიციამ უცებ „ჭკვიანური არგუმენტები“ იპოვა?! რა თქმა უნდა, არა. პროცესზე მათ კვლავ გააგრძელეს ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებების მიცემა - ჯერ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებზე, შემდეგ კი ოპოზიციურ ფლანგზე გადადგმულ ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებზე. ანუ გააგრძელეს ზუსტად ის, რამაც 13 ნოემბერს სააკაშვილი წყობიდან გამოიყვანა. მაშ რამ აიძულა საკუთარ შეუცდომლობაში ყოველთვის დარწმუნებული სააკაშვილი, საკუთარი თავის წინააღმდეგ წასულიყო 4 დღეში?! და მაშინ რა მოხდა?! მოხდა ის, რომ ერთადერთი - ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს „შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა“ და მიშამაც არ დააყოვნა - ოთხ დღეში მომხდარი ეს ფერიცვალებაც საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იმართება და მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობა მისი უპირობო ლიდერიანად. როდესაც ერთი და იმავე ადამიანის შეფასება ოთხ დღეში კრიტიკიდან აღფრთოვანებამდე იცვლება, ხოლო მის თვალსში 13 ნოემბერს უჭკუო ოპოზიცია, გამარჯვებულ ინტელექტუალებად, ცხადი ხდება, რომ აქ არც ემოციებია გულწრფელი და არც მოქმედება დამოუკიდებელი - ტექსტებსაც, ტონსაც და ტაშის დაკვრის დროსაც გარე რეჟისორები განსაზღვრავენ და მას ემორჩილება ყველა - იქნება ეს ლელო, გახარიას პარტია, გვარამიას კოალიცია თუ ნაცები - ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა სააკაშვილის მეთაურობით.” -წერს გვასალია.

დათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა
18:24 • 20 ნოეპოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვი;ო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თუ მათი მომხრეების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ როგორც ხავსს ისე ეპოტინებბიან ნებისმიერ უბედურ შემთხვევას. „გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას და ტვინი არ ჰყოფნის გაჩუმდეს. ერთი დღის დაარსებულმა პარტიამაც ვერ მოითმინა“-წერს ჭოტორლიშვილი.

ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას
17:45 • 20 ნოემთავარი თემა

თენგიზ შარმანაშვილი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა? - ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ, იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა

თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგგიზ შარმანაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ადამიანის უფლებების და სხვა სახის სისტემური და სისტემატური დარღვევის ფაქტები, ერთეულ შემთხვევებად წარმოაჩინონ. "როცა ერთიანი მიზანია შექმნა სახელმწიფოში რეპრესიული აპარატი, მათ შორის, საკანონმდებლო უზრუნველყოფით - ასე ნუ ამოაგდებთ ერთი კანონის მიღებას - და ეს აგვირგვინებს უბრალოდ ეს საკანონმდებლო პროცესი იმას, რაც მანამდე ხდებოდა. ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ის, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ის, რაც ხდებოდა ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა, ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? - ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა, რომ დააკავშირო. არის კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ გაქვს მიზანი, რომ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა და ჩვენ მაგას გიმტკიცებთ, რომ ეს, იმ რეპრესიული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი ელემენტი იყო," - განაცხადა შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა? - ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ, იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა
17:44 • 20 ნოემთავარი თემა

გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ფონიჭალის ტრაგედიის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარის სერბეთში, ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია. მისი თქმით, უბედური შემთხვევები ყველგან ხდება, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელისუფლების რეაგირებას, ოპერატიულ სამაშველო სამუშაოებს, მომხდარის ობიექტურ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას აქვს. მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ევროპულ რეალობაზე მსჯელობა და მათი პრეტენზიები ევროპული გამოცდილების ცოდნასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. „შეეშვან ნაცბაბლის უტიფარი პერსონაჟები იმის დემონსტრირებას, თითქოს ევროპა მათი ამომწურავი განსჯის საგანია და იქაურ რეალობაზე სხვებზე უკეთ შეუძლიათ საუბარი. ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია. ნუთუ ევროპაში მომხდარი ტრაგედიები და უბედური შემთხვევები აღარ ახსოვთ, თუ მათი არსებობა მხოლოდ მაშინ არის მოსახერხებელი, როცა საქართველოში მომხდარის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა სურთ? უბედურება ყველგან ხდება. გადამწყვეტი კი ხელისუფლების რეაგირებაა — ოპერატიული სამძებრო - სამაშველო სამუშაოები, მომხდარის სკრუპულოზური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების საკადრისი დასჯა. ნაცსექტის ტრაგიკომიკური სპიკერების ბნელ ერუდიციას ისიც ემატება, რომ ფსევდოლიბერალების უსახური ევროტრენინგებისა და რამდენიმე სავაჭრო ცენტრის მიღმა მათი თვალსაწიერი ისეთივე მწირია, როგორც ენების ცოდნაზე მათი პრეტენზიები უსაფუძვლო. სამაგიეროდ, თვითდამამცირებლად გაფხორილი პოზიორობა ნამდვილად გამოსდით.“ - წერს აბაშიძე.

გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
17:05 • 20 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ

გამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი მეტსახელად „ბოღმა“, 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშაობის პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგრეთწოდებული კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების მიმართ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადაწყვიტა, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ. გორდულაძის განცხადებით, მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, წლების განმავლობაში მოითხოვდა ჭეშმარიტების დადგენას, სამართალდამცავების მკაცრად დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას, რისთვისაც 2009 წელს თანამებრძოლებთან ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაციაც დააფუძნა, სწორედ ეს ბრძოლა კი შვილის საფლავზე მისი აფეთქების მიზეზი გახდა. „აფეთქებული იური ვაზაგაშვილი, არის მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, წლების განმავლობაში მოითხოვდა, რომ შვილის მკვლელობის საქმეზე დადგენილიყო ჭეშმარიტება, სამართალდამცავების მკაცრად დასჯასაც მოითხოვდა, სამართლიანობის აღდგენასაც ითხოვდა, რისთვისაც მან 2009 წელს თანამებრძოლებთან ერთად, საზოგადოებრივი ორგანიზაციაც დააფუძნა. ბრძოლა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიზეზი გახდა იმისა, რომ მოკლულის შვილის საფლავზე აეფეთქებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო, მთავარი სამმართველოს, წალკის სამმართველოს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი მეტსახელად „ბოღმა“, 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშაობის პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგრეთწოდებული კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების მიმართ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადაწყვიტა, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა, რითაც მისი წარმოდგენით ნაცნობ სამართალდამცავებს თავიდან ააცილებდა სამართლებრივ პასუხისმგებლობებს. 2015 წლის 18 იანვრიდან, 20 იანვრამდე დროის პერიოდში გიორგი სოსანაშვილმა, გადააადგილა ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავის ქვასთან მისასვლელი ფილა, და მის ქვეშ იმგვარი ფორმით დაამონტაჟა მსხვრევადი ყუმბარა, რომ ფილის გამოძრავებას აფეთქება გამოეწვია, 20 იანვარს დაახლოებით 13:20 წუთზე, იური ვაზაგაშვილი მივიდა შვილის საფლავზე, რა დროსაც შენიშნა საფლავის ქვასთან მისასვლელი გადაადგილებული ფილა და შეეცადა მის გასწორებას, რომლის დროსაც ხელყუმბარა აფეთქდა. იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის აფეთქები მიყენებული მრავლობითი დაზიანების შედეგად წარმოქმნილი ჭრილობებით, გამოწვეული მწვავე სისხლისღვრით ადგილზე გარდაიცვალა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ.“- განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ
17:04 • 20 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კრებსითად ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა არც გამოძიებას, არც ადამიანის უფლებას, არც ეფექტიან სასამართლოს, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის - ამ სისტემის შემქმნელი იყო "ნაციონალური მოძრაობა"

როდესაც მხარისთვის განაჩენს მნიშვნელობა არ აქვს, სტრასბურგს მნიშვნელობა არ აქვს, მაგალითად, გუშინ გვეუბნებოდნენ, ერთ-ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ბატონ დაჩი ცაგურიასთან - რომელიც პარტიის წევრიაო, რომ ამტკიცებენ და ჩვენი პარტიის წევრი ჩვენი არ არის, არც არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი - რომ, 2006 წელს სასამართლო სხდომა რომ ჩატარდა, იმ სასამართლო სხდომის ოქმი რატომ არ არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშეო. ახლა, მაგალითად, გვეკითხებიან, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე როგორ მიემართება მათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2004-12 წლებში „ნაცმოძრაობამ“ შექმნა სისტემა, სადაც ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები ხდებოდა, გამოძიება კი ან არაეფექტურად ხორციელდებოდა, ან საერთოდ არ ხდებოდა. შესაბამისად, გორდულაძის განცხადებით, ეფექტურ კონტროლს მთელ სახელმწიფო სისტემაზე ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ის დარღვევები, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა, ყოველთვის მიემართება აღნიშნულ პარტიას. „ჩვენ ვამბობთ, რომ კრებსითად ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა არც გამოძიებას, არც ადამიანის უფლებას, არც ეფექტიან სასამართლოს, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის და ამ სისტემის შემქმნელი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, როდესაც ამ სისტემის შემქმნელი არის „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები ხდება - სიცოცხლის, საკუთრების, ღირსების, წამების აკრძალვის და ა.შ., აქ არის მთელი რიგი საქმეები, რომელიც მოხდა 2004-2012 წლებში, რომელიც ან არაეფექტურად არის წარმოებული, ან მიჩქმალულია, რომ განაჩენი არ დამდგარიყო, ან არ გამოძიებულა და კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება და პასუხისმგებლობის დაყენება მოხდა 2012 წლის შემდეგ. ეს საკითხები არის ჩვენ მიერ ჩამოთვლილი და მათ შორის თუ კონკრეტულად ყოველ საქმისთან დაკავშირებით უნდა იყოს კითხვა, ეს ჩვენ როგორ მოგვემართება, ისევ და ისევ გამომდინარე იქიდან, რომ საქმეებში სადაც არის ასეთი მძიმე დარღვევები, არ არის გამოძიება წარმოებული, არ არიან კონკრეტული პირები პასუხისმგებაში მიცემული და ყველა განაჩენი, ყველა პასუხისმგებლობა დამდგარია 2012 წლის შემდეგ. ეს ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ, დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც ხდებოდა 2004-2012 წლებში - მაშინ, როდესაც ეფექტურ კონტროლს, ანუ ავტორიტარული რეჟიმის კვალდაკვალ ეფექტურ კონტროლს მთელს სახელმწიფო სისტემაზე, ყველასა და ყველაფერზე ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“. სრულად ის დარღვევები, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა, ყოველთვის მიემართება „ნაციონალურ მოძრაობას“ მათ შორის, იმ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გეუბნებიან, ერთი ლიდერი მაინც დაგვისახელეთ, რომელიც არის ბრალდებული თუ მსჯავრდებულიო, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც ვნახოთ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით,“ - განაცხადა არჩილ გორდულაძემ

არჩილ გორდულაძე: კრებსითად ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა არც გამოძიებას, არც ადამიანის უფლებას, არც ეფექტიან სასამართლოს, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის - ამ სისტემის შემქმნელი იყო "ნაციონალური მოძრაობა"
17:03 • 20 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზება ხდებოდა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და განაგრძეს ნორმალურად ფუნქციონირება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზებისა და კონსტიტუციური ორგანოების ხელში ჩაგდების მცდელობების მიუხედავად, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა ნორმალური ფუნქციონირება განაგრძეს. გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა, მათ შორის, გაიხსენა 2018 წლის პრეზიდენტის ინაუგურაციის მოვლენები, როდესაც ჩაშლის მცდელობა იგეგმებოდა. მ ტყუილი უწოდა ლევან ბეჟაშვილის მტკიცებას იმის შესახებ, რომ თითქოს 2020 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა არ ყოფილა. „2018 წელს პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა იყო. ლევან ბეჟაშვილი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, ჩვენ შეგვაჩერეს რამდენიმე კილომეტრით ადრე და საერთოდ არავითარი ჩაშლის სურვილი არ გვქონიაო, მაშინ, როდესაც საჯარო სივრცეში არსებობს ინფორმაცია, და ეს ნიკა მელიას გაკეთებული განცხადებაა. ნიკა მელია, რომელიც ამ წლებში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ახლა გახლავთ „ახალის“ თანათავმჯდომარე, რომელიც დანანებით ამბობს, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მიზანი, ინაუგურაცია ჩაგვეშალა, სამწუხაროდ მისი რეალიზება ვერ მოვახდინეთ იმიტომ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ყველაფერი აღკვეთეს. 2020 წელთან, ისევ და ისევ ლევან ბეჟაშვილი, ვსაუბრობ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა სცადეს, გაერღვიათ ღობე და შეჭრილიყვნენ ცესკო-ს ტერიტორიაზე, საუბრობდა, რომ მე იმ აქციაზე ვიყავი და ასეთი რამე არ მომხდარაო, რაც არის ტყუილი, იმიტომ, რომ არსებობს ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეოკადრი, არაერთი ტელევიზიის მიერ მედიასივრცეში დაცული ინფორმაცია, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ აქციის მონაწილეები არღვევენ ღობეს და იჭრებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. რაც შეეხება, მაგალითად, 2023 წელს, 2024 წელს, 2025 წელსაც, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აქციები იღებს კიდევ უფრო მეტად ძალადობრივ ხასიათს. მიზანი არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, რომ ძალადობის გამოყენებით ხალხის ნება, რომ მისი არჩეული ხელისუფლება შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, ეს არის უგულებელყოფილი და ძალადობის გამოყენებით არის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, რაც გამოიხატება კონსტიტუციური ორგანოების ბლოკირებაში, კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებით და იქ შეჭრაში, რასთან დაკავშირებითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანა წითლიძე სულ რამდენიმე სხდომის წინ დარბაზშიც, არა თუ მანამდე აკეთებდა განცხადებებს, არამედ დარბაზში თქვა, რომ ის იმავე მოქმედებებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, ეს მისივე სიტყვები არის. მანამდე საჯაროდ საუბრობდა, რომ სამწუხარო არის, რომ რეალიზება ვერ მოხდა 2025 წლის 4 ოქტომბრის მიზნისა და რომ ადმინისტრაციული ორგანოების ძალადობრივ ხელში ჩაგდება, ეს არის თურმე კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სიტყვები არის და ისევ და ისევ რა განსხვავება არის 317-ე და 315-ე მუხლებთანო და ამავდროულად, რატომ არ არის დაწყებული ამ მუხლებით გამოძიება, ბოლომდე არ არის მიყვანილი. მათდა სამწუხაროდ და ჩვენი სახელმწიფოს საბედნიეროდ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, ყველამ ერთობლივად შეძლო, რომ ამ ძალადობების, ამ დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური წყობილების მოწოდება ხდებოდა, ორგანიზება ხდებოდა ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულებისა და ისევ და ისევ კონსტიტუციური ორგანოების ხელში ჩაგდების მცდელობისა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ მცდელობების მიუხედავად განაგრძო ნორმალური ფუნქციონირება არაერთი მცდელობის მიუხედავად და ისევ და ისევ, ეს არის მათთვის სამწუხარო, სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, საბედნიერო“,-განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზება ხდებოდა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და განაგრძეს ნორმალურად ფუნქციონირება
17:00 • 20 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაზა ბიბილაშვილის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ძალადობრივი დამხობის მცდელობებს შეეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაიხსენა ოპოზიციის მიერ 2019 წლიდან კოსნტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობები. „ჩვენ გუშინაც ვამბობდით, ახსნა-განმარტებაშიც და სარჩელშიც მითითებული გვაქვს, აქაც მითითებული იყო ეს ყველაფერი - მათ შორის, როდესაც კონკრეტულ განცხადებებზე, ძალადობრივი აქციების მხარდამჭერ განცხადებებზე ვსაუბრობდით, აქაც მითითებული იყო ეს ყველაფერი. სარჩელშიც ორ კონტექსტში არის. მაგალითად, ერთგან 2022-2025 წელი არის მითითებული და ხუთი [დამხობის] მცდელობაა, ამავდროულად მეექვსე არის 2019 წელი. რომ შევაჯამოთ: 2019 წლის ივნისი, 2022 წელი, როდესაც პარტიები ღიად შეუერთდნენ დამხობის მცდელობას, როდესაც არაპარტიულმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე უარის თქმის ხელოვნური საბაბით საქართველოს მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს - ეს არაძალადობრივი ნაწილია. ძალადობრივი ნაწილი არის 2023 წლის გაზაფხულზე მიმდინარე მოვლენები.“ - აღნიშნა გორდულაძემ. ბიბილაშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე, „არაძალადობრივი არის, მაგრამ ამ 5-6 მცდელობაში შედის თუ არ შედის“, გორდულაძემ უპასუხა, რომ როდესაც პარტია არ ცნობს ხელისუფლების წყაროს - ხალხის გადაწყვეტილებას, ესეც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. მისივე თქმით, ყოველწლიურად და ზოგჯერ წელიწადში ორჯერაც კი, ოპოზიცია ცდილობდა, სულ უფრო მძიმე ძალადობრივი საშუალებებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. „როდესაც შენ არ ცნობ ხალხის გადაწყვეტილებას - ვგულისხმობ პარტიას - როდესაც პარტია არ ცნობს ხელისუფლების წყაროს, ხალხის გადაწყვეტილებას და არაფრად მიიჩნევს დემოკრატიის პრინციპს, რომ ხელისუფლება შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, და ითხოვს ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამაში ჩართული უნდა იყოს პრეზიდენტი, რისი კომპეტენციაც მას არა აქვს, ესეც წყობილების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 2023 წლის გაზაფხული, 2024 წლის გაზაფხული და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე ძალადობრივი აქციების გზით, ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობები. ამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა ფონი, მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები, რათა, დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი. ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქცია და ნახეთ, ეს როგორ იყო შეჭრის მცდელობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 2025 წლის 4 ოქტომბერს. ფაქტობრივად ყოველწლიურად და წელიწადში ორჯერაც კი ხდებოდა მცდელობა, კიდევ უფრო მძიმე ფონით და მძიმე საშუალებებით, ძალადობის გამოყენებით, ხელში ჩაგდებულიყო კონსტიტუციური წყობილება და მთავარი პრინციპი, დემოკრატიის პრინციპი ფეხქვეშ გათელილიყო,“ - განაცხადა არჩილ გორდულაძემ

არჩილ გორდულაძე: წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს
16:59 • 20 ნოემნიშვნელოვანი

"ლელოს" წევრი სამადაშვილი ფონიჭალის ტრაგედიაზე: წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება. დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს

დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს,- ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას. “ჩემი სამძიმარი ფონიჭალაში დაღუპულების ოჯახებს. მადლობა მაშველებს, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს ხალხის გადასარჩენად. სიმართლე მძიმეა-სიღარიბით, კორუფციით, ნეპოტიზმით და არაკომპეტენტური მართვით, ქვეყანა სტიქიური უბედურების ზონად იქცა. წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება. ისინი კი, ვინც ქვეყანას უნდა მართავდნენ, ხალხის ძარცვით მდიდრდებიან, საკუთარ შვილებს დასავლეთში ხიზნავენ, კაპიტალიც იქ გააქვთ და მალავენ პოტენციური სანქციებისგან. ქართველ ხალხს კი, მასკარადს უწყობენ, ხან საგამოძიებო კომისიის, ხან პარტიების აკრძალვის პროცესებით. პარალელურად, ყველა სტრატეგიული მოკავშირე დაკარგეს, რუსების მოთხოვნების შესრულების იქით, გზას არ უტოვებენ საქართველოს. არაა გასაკვირი, რომ ქართველები გარბიან ამ განუკითხაობისგან უცხოეთში. ახალი გამოსავალიც შესთავაზა მთავრობას მასთან დაახლოებულმა ერთმა საქმოსანმა-ინდოელები ჩამოვასახლოთ მუშა ხელის დეფიციტის შესავსებადო. დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს“- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში

"ლელოს" წევრი სამადაშვილი ფონიჭალის ტრაგედიაზე: წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება. დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი, 20264 სიახლე
21:05 • 19 ნოეპოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ძალაუფლებაში ყოფნის დროს „იმედში“ შეჭრისა და „რუსთავი 2“-ის წართმევის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახლაც ბედნიერები არიან, როდესაც ამავე ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელი ეშლებათ. მისი თქმით, ისინი კვლავ საშიშები არიან და შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში ყველაფერს ათმაგად გაიმეორებენ. შარმანაშვილმა მოპასუხე მხარეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხალხი ისევ საშიშია და ამიტომ უნდა გააუქმონ. „როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდათ, „იმედში“ შეიჭრნენ, „რუსთავი2“ კანონიერ მფლობელს წაართვეს. ახლა, როცა ძალა არ აქვთ, საერთაშორისო და თუნდაც რომელიმე ქვეყნის დონეზე, ხელს უშლიან ამავე ტელევიზიებს, განახორციელონ თავიანთი ფუნქცია, მიაწოდონ ინფორმაცია, გააშუქონ ის, რაც ქვეყანაში ხდება და პოლიტიკოსების მიერ მოსახლეობის ერთი ნაწილის მოსაზრება მიაწოდონ მეორე ნაწილს. თქვეს, რომ ბედნიერები ვართო, ეს მტკიცებულებაა ჩვენთვის. ჩვენ ვამბობთ, ეს ხალხი ისევ საშიშია, ამიტომ უნდა გააუქმონ. არათუ წარსულში იყვნენ საშიში ადამიანები, ახლაც საშიშები არიან. ამას ათმაგად გაიმეორებენ, თუ ამის საშუალება მიეცემათ. ეს ჩემი მოსაზრება არ არის, თვითონ ამბობენ, საშიში ვართო“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია
20:36 • 19 ნოეპოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით გამოვთქვი იმედი, რომ გამოცდილ დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები საქმიან და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართებოდა - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, შეხვედრის შედეგების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადაიდგა. მისივე თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მხარეებმა გარკვეულ პრაქტიკულ შეთანხმებებსაც მიაღწიეს. მისივე შეფასებით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დიპლომატიას მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს და პროცესები არა ემოციებით, არამედ საღი აზრითა და გრძელვადიანი ინტერესებით შეფასდეს. „გუშინ, გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას, გამოვთქვი იმედი, რომ გამოცდილ დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები საქმიან და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართებოდა. მინსკში გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით უკვე გადაიდგა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მხარეები მხოლოდ დღის წესრიგის განხილვით არ შემოიფარგლნენ და, ოფიციალური ცნობის თანახმად, გარკვეულ პრაქტიკულ შეთანხმებებსაც მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უახლოეს მომავალში გაეცნოს ამ შეთანხმებების კონკრეტულ შინაარსს. ქართულ-რუსული ურთიერთობების მთელი სირთულისა და მრავალწახნაგოვნების გათვალისწინებით, ნაადრევი იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ერთი შეხვედრა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს მოაგვარებს. თუმცა სწორედ აქედან გამომდინარე არის აუცილებელი პირდაპირი კომუნიკაციის არხების შენარჩუნება და შინაარსიანი დიალოგის წარმოება. მივესალმები ორივე მხარის მზაობას, არსებული უთანხმოებების მიუხედავად, გააგრძელონ კონტაქტები და გამოავლინონ პოლიტიკური ნება, პრობლემები დიპლომატიური გზებით გადაჭრან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დიპლომატიას მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ და ვიხელმძღვანელოთ არა წუთიერი ემოციებით, არამედ საღი აზრით, ურთიერთპატივისცემითა და გრძელვადიანი ინტერესებით.“ - წერს მეტრეველი.

ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია
20:33 • 19 ნოეპოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სასამართლო გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ არაფერზე არიან პასუხისმგებლები, ისინი იმდენად უსუსურები არიან მტკიცებულებებსა და ფაქტების წინაშე, რომ ეს ტაქტიკა აირჩიეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარემ დანაშაულის განხილვას თავი აარიდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და აცხადებს, რომ არაფერზეა პასუხისმგებელი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი. შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებები სანდო არ არის, ხოლო თავად არაფერზე არიან პასუხისმგებლები. „მათ არა მხოლოდ თავი აარიდეს დანაშაულის განხილვას, ასე ვფიქრობთო, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებები, ერთი დაასახელეს, მეორე გადაწყვეტილება დაასახელეს, რომ ეს ობიექტური არ იყო და ამას არ ვეთანხმებითო. ესე იგი, იციან, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს ყველა სასამართლო გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა უნდა თქვან ახლა? უნდა თქვან, რომ ეს განაჩენები და გადაწყვეტილებები სანდო არ არის. აბა რა უნდა თქვან, დამნაშავე ვიყავით? ამას არ აღიარებენ. მართლა გამოეცლებოდა სასამართლოს წინაშე საფუძველი უფრო ჩვენს სარჩელს თუ იტყოდნენ, რომ კი წარსულში, რაც მოხდა ძალიან მძიმე ფაქტების მატარებელია, მაგრამ , ახლა ეს ახალი შემადგენლობა ვინც შევიკრიბეთ, გადავიაზრეთ ეს, შევიცვალეთ შეხედულებები და მომავლისთვის ჩვენ საფრთხეს არ წარმოვადგენთ. ამიტომ აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენი პარტიები გააუქმოთ არ არსებობს. რამდენად გაითვალისწინებდა ამას სასამართლო არ ვიცი, მაგრამ ლოგიკა ექნებოდა. რა გზას დაადგნენ? არაფერი არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებები ეჭვს იწვევს და საერთოდ არაფერზე პასუხისმგებლები არ ვართ, უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილი არ არისო არაფერზე პასუხისმგებელიო. ხო ამ დარბაზში ითქვა? ეს ტაქტიკა აქვთ, იმდენად უსუსურები არიან თავის მტკიცებულებებში და იმდენად უსუსურები არიან ყველა იმ ფაქტის წინაშე, რომელიც ჩვენ მათ წარვუდგინეთ“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი: სასამართლო გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ არაფერზე არიან პასუხისმგებლები, ისინი იმდენად უსუსურები არიან მტკიცებულებებსა და ფაქტების წინაშე, რომ ეს ტაქტიკა აირჩიეს
16:00 • 19 ნოეპოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა და დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმეების ჩამონათვალი წარადგინა.

თორნიკე ჭეიშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა და დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 202620 სიახლე
17:29 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენ მიერ წარმოდგენილ ოპოზიციის განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია

[ოპოზიციის] განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, დაშავებული პოლიციელების, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ნაცემი პოლიციელების, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, ნასროლი ქვები, დაზიანებები, ცეცხლში გახვეული ათონელის ქუჩა და სისხლის სამართლებრივ საქმეთა შედეგები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მან სასამართლოს გააცნო სისხლისსამართლებრივ საქმეთა შედეგები და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი განცხადებები მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ძალადობრივი მოვლენების მხარდასაჭერად აკეთებდნენ. ,,2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ 5 ძირითად საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 64 პირის მიმართ: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა − 6 პირი; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა − 56 პირი; საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება − 5 პირი; საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება − 1 პირი. საპროცესო შეთანხმება: ჯამში აღიარეს დანაშაული და გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება 48 პირს: − პირველ ინსტანციაში აღიარების საფუძველზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 34 პირს; − სააპელაციო ეტაპზე დამატებით გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება 2026 წლის 9 ნოემბრამდე 10 პირს; − 2026 წლის 11 ნოემბერს დამატებით აღიარეს დანაშაული და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება 4 პირს. ეს არის ის საკითხები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი 2023, 2024 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის შემოდგომაზე და 2025 წლის 4 ოქტომბერს კონსტიტუციური წყობილების, ხელისუფლების დამხობის, ე.წ. მშვიდობიანი და რეალურად რა თქმა უნდა, ძალადობრივი აქციების შესახებ ფაქტები - რა მოვლენები მიმდინარეობდა პარლამენტის შემობასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, აქ საუბარი იყო, რომ თურმე, ერთი შუშაც არ ჩამსხვრეულა რუსთაველის გამზირზე - რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არის და ამავდროულად, მისი [ძალადობრივი მოვლენების] მხარდამჭერი განცხადებები სხვადასხვა დროს, თითოეული მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული. მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია - ჩვენ მიერ წარმოდგენილი, ჩემ მიერ წაკითხული ეს განცხადებები არის მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია." - აღნიშნა

არჩილ გორდულაძე: ჩვენ მიერ წარმოდგენილ ოპოზიციის განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია
17:29 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო, 2024 წლის 12 და 14 მაისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 12 მაისს, 22:00 საათისთვის, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის, ზვიად ჟვანიას, შალვა ჩიტაძისა და ბესიკ ჭიჭინაძის ქუჩებზე, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან იყვნენ განთავსებული. როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს 13 მაისს დაგეგმილ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალებას არ მისცემდნენ, პოლიციამ მათ არაერთხელ მოუწოდა შესასვლელების გათავისუფლებისკენ. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავა. „12 მაისი - 22:00 საათისთვის აქციის მონაწილეები განთავსდნენ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან. ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი არ მისცემდნენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, რათა დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცემოდა პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს შეურაცხყოფა. პოლიციის მიერ დაკავებული იქნა 20 პირი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის პარალელურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და იცავდნენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი. პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება.“ - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება
17:28 • 18 ნოეპოლიტიკა

გორდულაძე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებზე: რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციები გაიხსენა და ისაუბრა აქციის მონაწილეთა მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე, რომლის ვიდეო და სხვა სახის მტკიცებულებებიც, მისივე განცხადებით მრავლად არსებობს. გორდულაძის თქმით, პარლამენტის კედელზე ელექტროგაყვანილობისთვის ცეცხლის წაკიდება, დამცავ ჯებირებზე საგნების დარტყმა და პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლა, რის შედეგადაც 113 სამართალდამცავი დაშავდა, შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციითაც დასტურდება. "2024 წლის ნოემბერში პარლამენტთან საპროტესტო შეკრებები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. 25 ნოემბრის აქცია ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას უკავშირდებოდა. 28 ნოემბერს პროტესტის ახალი ეტაპი დაიწყო. იმავე საღამოს მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამასთანავე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება უკვე 2024 წლის ივნისში იყო ასახული ევროპული საბჭოს შეფასებაში. ამ გარემოებაზე მიუთითებს პაველ ჰერჩინსკის 2025 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული, მედიაში გამოქვეყნებული წერილიც, რომელიც ახსენებს „2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს“ და „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივ შეჩერებას“. შესაბამისად, პროცესის ფაქტობრივი შეჩერება წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას. 29 ნოემბრიდან დაფიქსირდა პოლიციასთან დაპირისპირებისა და ქონების დაზიანების კონკრეტული ეპიზოდები. მოყვანილია თითოეული მოვლენა, ვიდეო, ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ამ დღეებში. 30 ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა პარლამენტის ფანჯრების ჩამსხვრევის, შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთების სროლისა და ხანძრის გაჩენის, ჭიშკრისა და დამცავი ჯებირების დაზიანების შესახებ. სამინისტროს ცნობით, რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს. 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს ბოლო დღეების აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდა. ცალკე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლის დაზიანების ეპიზოდიც: 4 დეკემბერს პირველმა არხმა გამოაქვეყნა ვიდეო და განაცხადა, რომ მის ოპერატორ ბესო გაფრინდაშვილს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა პირდაპირ ეთერში და არაერთი მტკიცებულებაა ამ ძალადობის ამსახველი, რომელიც წარმოდგენილი არის. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 33 პირის მიმართ, შემდეგი მუხლებით: 226-ე მუხლი - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა - 19 პირი, 353¹ მუხლის პირველი ნაწილი — პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - 6 პირი, წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ - 1 პირი , ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება - 1 პირი, ნივთის დაზიანება ან განადგურება დამამძიმებელ გარემოებებში - 4 პირი, ნივთის დაზიანება ან განადგურება - 1 პირი, აფეთქების მომზადება - 1 პირი. საერთო ჯამში 33 პირი, როგორც მოგახსენეთ," - განაცხადა გორდულაძემ.

გორდულაძე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებზე: რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდა
17:27 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძემ სასამართლოს "ფედერალისტების" ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას განცხადებები წარუდგინა, რომლებმაც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის გამო დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების განცხადებები გააცნო, რომლებიც 2023 წლის 7-9 მარტს გამართული ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულ პირებს მხარდაჭერას უცხადებდნენ. გორდულაძემ გაიხსენა "ფედერალისტების" ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას განცხადებები, რომლებიც ლაზარე გრიგორიადისს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. „2023 წლის 29 აპრილს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: „აქ არის თორნიკე, ლაზარე ციხეშია. თორნიკე გირაოთი გამოუშვეს, ლაზარე კი ჩატოვეს. ეს ადამიანები იხდიან ფასს იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენ ყველამ მივიღეთ: საქართველოს ყველა მოქალაქემ, რასაც ახალი გამოქვეყნებული კვლევაც ადასტურებს, იცის, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს ფაქტობრივად აუქმებდა. ამ კანონის უკან გაწვევით რეალურად მთელმა საზოგადოებამ, მთელმა პროევროპულმა საზოგადოებმა, საზოგადოების 87%-მა ნახა სიკეთე. ჩვენ თუ ღირსეული საზოგადოება ვართ, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ორი ადამიანი მსხვერპლად შეეწიროს საერთო წარმატებას." 2024 წლის 12 აპრილს, მას შემდეგ რაც გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თამარ ჩერგოლეიშვილმა საჯაროდ განაცხადა: „ლაზარე გრიგორიადისი არის უდანაშაულო, სახელმწიფოს მის წინააღმდეგ არ გააჩნია არცერთი მტკიცებულება". 2023 წლის 30 მარტს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, გიგა ბოკერიამ საჯაროდ განაცხადა: „ამ ახალგაზრდის დაკავება შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს. ყოველგვარი მტკიცებულებების გასაჯაროების გარეშე დაკავებული შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს, მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა.“ 2024 წლის 8 აპრილს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, გიგა ბოკერიამ საჯაროდ განაცხადა: „რა თქმა უნდა, ლაზარე არის სიმბოლო ყველაფერი იმისი, რაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში, სასამართლოში, მთლიანად ქვეყანაში რა ვითარებაც არის. ეს არის ადამიანი, რომელიც შეარჩია რეჟიმმა, როგორც მსხვერპლი," - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძემ სასამართლოს "ფედერალისტების" ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას განცხადებები წარუდგინა, რომლებმაც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის გამო დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადეს
17:26 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 1 მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას

საკონსტიტუციო სასამართლოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საქმეზე განხილვისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ 2024 წლის 1 მაისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა შენობა უსაფრთხოდ დატოვეს, პოლიციამ ტერიტორია ეტაპობრივად გაათავისუფლა და აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ. გორდულაძის თქმით, სამართალდამცველების მიერ ტერიტორიის დატოვების შემდეგაც აქციის მონაწილეები ძალადობრივ ქმედებებს აგრძელებდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტის შენობასა და სხვის ქონებას. „1 მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. შეკრების პარალელურად, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები. მოგვიანებით, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება, როგორც პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ასევე, რუსთაველის გამზირზე. პარლამენტში, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩიტაძის ქუჩიდან უზრუნველყო პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა. მას შემდეგ, რაც სრულად მოხდა პარლამენტის შენობის დატოვება და აღარ არსებობდა დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმების რისკი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. საპოლიციო ძალებმა პარლამენტის შენობის გარე ტერიტორია 21:00 საათისთვის დატოვეს. აქციის მონაწილეები ძალადობას ამის შემდეგაც აგრძელებდნენ. აზიანებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტის შენობასა და სხვის ქონებას. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილებისა, რომ აქციის მონაწილეებს მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ძალადობით ცდილობდა ჩიტაძის მხრიდან არსებული პარლამენტის შესასვლელის რკინის კარის დაზიანებას. მიუხედავად პოლიციის არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები აგრძელებდნენ საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებას და ცდილობდნენ უნებართვოდ შეღწევას პარლამენტის ტერიტორიაზე. პოლიციამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენა სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი, თუმცა აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩიტაძის ქუჩაზე არსებული სამშენებლო დამცავი ბარიერების დემონტაჟი და მისი მეშვეობით ცდილობდნენ პარლამენტის შესასვლელი კარის დაზიანებას. ვინაიდან აშკარად იყო გამოკვეთილი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას.“ - გამაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: 1 მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას
17:23 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს "პოლიტიკურ პატიმრებად" აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების : ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი 2024 წლის ძალადობრივი აქციების მონაწილეებსა და დაკავებულებს იცავდნენ. გორდულაძის განცხადებით, 2024 წლის 27 ნოემბერს ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მთავრობას აქციებზე დაკავებული და ეროვნული სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირების, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული პირებიდან სამმა: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა, ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა. გარდა ამისა, გორდულაძემ აღნიშნა 2024 წლის 17 აპრილს ნიკანორ მელიას განცხადებაც, რომლითაც ის მიმდინარე პროცესებს „მშვიდობიან მოძრაობად“ აფასებდა. „2024 წლის 27 ნოემბერს, ნიკა გვარამიამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა: „ათასობით ადამიანი ამ დღემდე იმყოფება გარეთ, აპროტესტებს და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ეს პატიმრები და ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამი წელზე მეტია, აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი.“. გვარამიას მიერ დასახელებული პირებიდან ეროვნულმა სასამართლომ ყველა დამნაშავედ ცნო. სამმა კი სრულად აღიარა დანაშაულის ჩადენა. კერძოდ: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა. 2024 წლის 17 აპრილს, ნიკანორ მელიამ განაცხადა: „ეს არის შენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული და ეროვნული იდეის განხორციელების შანსის შენარჩუნების ბრძოლა მშვიდობიანად, მშვიდობიანი მოძრაობა, რასაც თვალყურს ვადევნებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, გაგრძელდება.“- განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს "პოლიტიკურ პატიმრებად" აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა
17:20 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე

2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდა, -განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სასამართლოს სხდომაზე. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ძალადობრივი აქციების დროს ხუთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებები და აღნიშნა, რომ გახარიამ აქციას სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა უწოდა. „მან საჯაროდ განაცხადა: „ეს იყო სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალიც ამჯერად ღიად და პირდაპირ მიდის ივანიშვილამდე, რომლის მიზანია მოქალაქეების დაშინება, ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ახლაც, ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება, ეს იქნება ევროპის დედაქალაქები, პარლამენტი და თუნდაც, ქუჩა. მოვუწოდებ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად და დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. 2024 წლის 8 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდა. მან საჯაროდ განაცხადა: „ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის. დაუშვებელია, სტრასბურგის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ არალეგიტიმური ძალის გამოყენების გასამართლებლად გამოიყენოს. 2024 წლის 9 ივლისს, პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, მოძალადეებს არაძალადობრივი გაპროტესტების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემული პირები უწოდა და მათზე ამნისტიის გავრცელება მოითხოვა. მეზვრიშვილმა საჯაროდ განაცხადა: „ჩვენი გუნდი, პარტია გახარია საქართველოსთვის, მოვუწოდებთ ოცნებას, დაანონსებული ამნისტია შეახოს არაძალადობრივი გაპროტესტების გამო სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს!“,-განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
17:16 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციების პერიოდში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების : მიხეილ სააკაშვილისა და თინათინ ბოკუჩავას საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი აქციის მონაწილეებს ღიად უჭერდნენ მხარს. გორდულაძის განცხადებით, 2024 წლის 25 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათით ამაყობს, ხოლო 1 მაისს სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობისკენ მოუწოდა. გორდულაძის თქმით, მხარდაჭერას აფიქსირებდა პარტიის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავაც, რომელმაც 26 ივლისს განაცხადა, რომ თითოეული მათგანი მზად არის თავდებში დაუდგეს ახალგაზრდებს, რადგან მათი დასჯის ერთადერთი მიზეზი დაშინებაა. „ 2024 წლის 25 აპრილი, მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად ახალგაზრდებს მიმართა და საჯაროდ განაცხადა: „მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ.“ 2024 წლის 1 მაისი : „სკვერში, მიწაზე დაყრილი სპეცრაზმელები ძალიან ნიშანდობლივი სურათი იყო. რუსეთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან მოსკოვს ორ ფრონტზე ომის თავი არ აქვს. ძალადობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობა. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს.“ 2024 წლის 26 ივლისს, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, საჯაროდ განაცხადა: „თითოეული ჩვენთაგანი მზად არის თავდებში დაუდგეთ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთ მეგობრებთან, თავიანთ თანატოლებთან ერთად იბრძოდნენ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ისჯებიან არის ახალგაზრდების გაჩუმება, გაჩერება და დაშინება.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ
17:14 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს "ფედერალისტების" მიერ ძალადობრივი აქციების მხარდამჭერი განცხადებები წარუდგინა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა, ხოლო, გიგა ბოკერიამ აქციის მოძალადე წევრებს მშვიდობიანი პროტესტანტები უწოდა. "2024 წლის 3 მაისს, თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა. კერძოდ, მან საჯაროდ განაცხადა: „დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, რომელიც გაშლილია და რომელზე კონტროლიც, რეალურად, პოლიტიკურ ელიტას არ აქვს, ეს ყველაფერი მოდის ხალხიდან, ქვემოდან ზემოთ, ძალიან ჰგავს მაიდანს. ახლა ვხედავთ ულამაზეს პროცესს, წინააღმდეგობის პროცესს თბილისი ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში, ბათუმიც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ეს წინააღმდეგობა არ უნდა გაიფლანგოს და მნიშვნელოვანია, სწორი მისამართით წავიდეს.“ 2024 წლის 6 ივნისს, გიგა ბოკერიამ, ძალადობრივი აქციის და მოძალადე აქციის წევრების მხარდასაჭერად, აქციის მოძალადე წევრებს მშვიდობიანი პროტესტანტები უწოდა. კერძოდ, მან განაცხადა: ,,ეს სამწუხაროა, ოღონდ ჩვენ ასე უნდა შევხედოთ, ის, რომ ეს ყურადღება არსებობს და ამ ნაბიჯებს გადადგას თავისუფალი სამყარო, არის დამსახურება ყველა იმ მოქალაქის, ვინც ქუჩაში იყო მშვიდობიანი პროტესტით და ვინც გააგრძელებს ამ პროტესტს, და ამ პროტესტთან ერთად გარე წნეხი არის ის ფაქტორები, რამაც ჩვენ ნაკლები ზიანით, ნაკლები რისკით უნდა პოლიტიკურად მოგვაშორებინოს ეს რეჟიმი, ამიტომ ეს მოსმენა არის საქართველოს დახმარება.“ - აღნიშნა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა
12:26 • 18 ნოეპოლიტიკაარჩილ გორდულაძე: 2024 წლის აპრილში პარლამენტის შენობასთან გამართული აქცია ძალადობრივ ხასიათს ატარებდა - მონაწილეები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს
12:25 • 18 ნოეპოლიტიკაარჩილ გორდულაძე: პარტია "ლელო" ძალადობრივ აქციას მშვიდობიანს უწოდებს და მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით
12:10 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 12 აპრილს, გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად მამუკა ხაზარაძემ ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდა და ახალგაზრდებს მიმართა- არ იქნება არანაირი დათმობა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, საზოგადოებას ხუთი ოპოზიციური პარტიის წევრთა განცხადებები გააცნო, რომლებიც ძალადობრივი აქციების მხარდაჭერას ეხებოდა."

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 12 აპრილს, გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად მამუკა ხაზარაძემ ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდა და ახალგაზრდებს მიმართა- არ იქნება არანაირი დათმობა
12:07 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიას მიერ "დოიჩე ველესთვის" მიცემული ინტერვიუს ქართული თარგმანი გავრცელდა, მან მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, აქციებს მშვიდობიანი უწოდა

"ქართული ოცნების" მიერ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენა ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, აღნიშნული პარტიების წარმომადგენელთა მიერ ძალადობრივი აქციების მხარდამჭერი განცხადებები საზოგადოებას გააცნო.

არჩილ გორდულაძე: 2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიას მიერ "დოიჩე ველესთვის" მიცემული ინტერვიუს ქართული თარგმანი გავრცელდა, მან მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, აქციებს მშვიდობიანი უწოდა
12:04 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გრიგორიადისის დამნაშავედ ცნობისა და მისი ზურაბიშვილის მიერ შეწყალების შემდეგ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები მას პოლიტპატიმარს უწოდებდნენ და ზურაბიშვილს საკუთარი დისკრეციული უფლების სწორი მიზნით გამოყენებისათვის მადლობას უხდიდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლის თხოვნის საფუძველზე მტკიცებულებები წარადგინა. მან სხდომაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა აქციებთან დაკავშირებით, წარსულში გაკეთებული განცხადებების ციტირება მოახდინა, რომლებიც მათ შორის, პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ქმედებას ამართლებდნენ.

არჩილ გორდულაძე: გრიგორიადისის დამნაშავედ ცნობისა და მისი ზურაბიშვილის მიერ შეწყალების შემდეგ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები მას პოლიტპატიმარს უწოდებდნენ და ზურაბიშვილს საკუთარი დისკრეციული უფლების სწორი მიზნით გამოყენებისათვის მადლობას უხდიდნენ
12:02 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" ლიდერები საჯარო მხარდაჭერას უცხადებდნენ ლაზარე გრიგორიადისს, რომლის ნასროლი "მოლოტოვის კოქტეილის" შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე 2023 წლის 7–9 მარტის ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური მონაცემები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი ძალადობრივ ქმედებებსა და მსჯავრდადებულ ლაზარე გრიგორიადისს იცავდნენ.

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" ლიდერები საჯარო მხარდაჭერას უცხადებდნენ ლაზარე გრიგორიადისს, რომლის ნასროლი "მოლოტოვის კოქტეილის" შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო
11:44 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს

მოლოდინი ჩვენი მხრიდან არის იგივე, რაც აქამდე იყო, რაც პრაქტიკამაც აჩვენა, რაც განმეორდა მათ შორის, გუშინაც, ეს "ლელოს" მხრიდან თუ "გახარიელი ნაცების" მხრიდან ვიხილეთ, რომ მაგალითად, ისინი საუბრობდნენ, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ამავდროულად პარლამენტში მათ რეზოლუცია დააინიცირეს, როდესაც ისინი პარლამენტის წევრები იყვნენ წინა მოწვევაში და თვითონ მათი წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას ინტერვიუც არსებობს, სადაც იგი ამბობდა, რომ ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

არჩილ გორდულაძე: ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს
11:43 • 18 ნოეპოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, სასამართლოს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში. პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, ამას თავისი შედეგები უნდა ჰქონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ლელოს" და სხვა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნა და ამასთან, არ ახსოვთ, რომ მათ ოფისებში იყო ისეთი უკანონო საშუალებები, როგორიცაა მოლოტოვის კოქტეილი და პიროტექნიკა.

თენგიზ შარმანაშვილი: მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, სასამართლოს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში. პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, ამას თავისი შედეგები უნდა ჰქონდეს
11:41 • 18 ნოეპოლიტიკანანა კაკაბაძე: საქართველოში კვლავ მოქმედებს აგენტურა, ძირითადად, "მდიდარი ენჯეოები". სწორედ ამ NGO-ების წარმომადგენლებმა დააფუძნეს რამდენიმე დღის წინ "სოციალ-დემოკრატიული" პარტია, რითაც ცდილობენ ძველი სახელგატეხილი და მიუღებელი გარე აგენტურის ჩანაცვლებას ახალი სტატუსით
11:25 • 18 ნოეპოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: "ნაცმოძრაობა" მოქმედებს ერთი პრინციპით, რომ მთავარი არის არა ფაქტები, არამედ აღქმები და ახლა სასამართლო დარბაზში ცდილობენ რომ აღქმები შექმნან, თითქოს, არც მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნა მოუთხოვიათ, არასდროს მოუთხოვიათ თურმე სანქციები და ამავდროულად "ლელოს" საარჩევნო კამპანია იყო ზუსტად ამ ყველაფერზე ნაწარმოები

უშუალოდ ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა, მაგალითად, ლემონჯავა, რომელიც ახლა არის "ახალის" წევრი და ერთ-ერთი წარმომადგენელი და მანთქვა, რომ თითქოს არ ახსოვს, რა ამოიღეს "დროას" ოფისიდან, ერთადერთი სურათები ახსოვს, სურათები დამიბრუნეთო. ეს როგორი უტიფრობაა, საზოგადოება შეაფასებს, მაშინ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილებისთვის დასამზადებელი ნივთიერებები და პიროტექნიკა ამოიღეს ამ ოფისიდან და ლაივში ელენე ხოშტარია გამოდიოდა და ამბობდა, შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დიახ, იგი იყო ამ აქციების დამაორგანიზებელი და ამ აქციებზე უნდა გამოყენებულიყო ყველა ის კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ფეიერვერკები და მოლოტოვის კოქტეილები, რომლებიც შემდეგ უკვე გამოყენებული ვნახეთ კიდეც მანამდეც და შემდეგაც, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მედიასთან საუბრისას.

არჩილ გორდულაძე: "ნაცმოძრაობა" მოქმედებს ერთი პრინციპით, რომ მთავარი არის არა ფაქტები, არამედ აღქმები და ახლა სასამართლო დარბაზში ცდილობენ რომ აღქმები შექმნან, თითქოს, არც მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნა მოუთხოვიათ, არასდროს მოუთხოვიათ თურმე სანქციები და ამავდროულად "ლელოს" საარჩევნო კამპანია იყო ზუსტად ამ ყველაფერზე ნაწარმოები
11:08 • 18 ნოეპოლიტიკაარჩილ გორდულაძე: ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს
სამშაბათი, 17 ნოემბერი, 20261 სიახლე
13:17 • 17 ნოეპოლიტიკა

გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან

სავარაუდოდ ისევ და ისევ ან კითხვებზე პასუხის გაცემას თავს აარიდებენ, უსაგნო და უშინაარსო პასუხებით, ან ისევ ტყუილებს დაიწყებენ, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ მივადევნებთ ამას თვალს და შემდგომ უკვე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გვექნება შესაძლებლობა, რომ მათი ყოველი ტყუილი კიდევ ერთხელ ვამხილოთ.- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა. კახიანის თქმით, ოპოზიცია ან თავს არიდებს კითხვებს ან იტყუება. ის შეეხო ნიკა გვარამიას განცხადებასაც, სადაც მან უარყო აქციების ძალადობრივი ხასიათი და განაცხადა, რომ ძალადობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, ისიც პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის საპასუხოდ, თუმცა, კახიანის თქმით, საზოგადოებამ ყველაფერი თავის დროზე პირდაპირ ეთერში ნახა. „როგორც მოგეხსენებათ, ახლა პროცესი მიმდინარეობს იმდაგვარად, რომ მოსამართლეები კითხვებს უსვამენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან და ამასაც თავისი ახსნა აქვს მათ, რომ სიმართლე თქვან, სიმართლის თქმა გულისხმობს ჩვენი სარჩელის აღიარებას იმიტომ, რომ ჩვენი სარჩელი მთლიანად სიმართლეზე არის აგებული. ის ფაქტები, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამიტომ მათ უწევთ ტყუილების თქმა, მაგრამ როგორც ჩანს იმასაც ვერ ათვითცნობიერებენ, რომ ეს ტყუილები შემდგომ, მათ ყველაფერი წინ დახვდებათ ,ჩვენ ძალიან წყნარად ვადევნებთ პროცესს თვალს, მოლოდინი მკითხეთ თქვენ და მოლოდინი იგივე მაქვს, სავარაუდოდ ისევ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს აარიდებენ, უსაგნო და უშინაარსო პასუხებით, ან ისევ ტყუილებს დაიწყებენ, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ მივადევნებთ ამას თვალს და შემდგომ უკვე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გვექნება შესაძლებლობა, რომ მათი ყოველი ტყუილი კიდევ ერთხელ ვამხილოთ. ვახსენე, რომ ბევრ ტყუილს ამბობენ, მათ შორის, ეს ფაქტებიც სწორედ ამ ტყუილების გამოვლინება არის, მაგალითად „ლელომ“ პროცესზე თქვა, რომ მათ საქართველოსთვის არ მოუთხოვიათ, რუსეთს ორმხრივი სანქციები დაუდგინონ. ისინი მხოლოდ საერთაშორისო სანქციებზე მიერთებას მოითხოვდნენ, ვითომ ასეთი პოზიცია ჰქონდათ, რაც არათუ ტყუილი არის, არამედ მთელ საზოგადოებას ახსოვს, რომ ფაქტობრივად მთელი მათი პოლიტიკა, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყო, იყო აგებული იმაზე, რომ საქართველოს სთხოვდნენ ორმხრივი სანქციების დაწესებას და უფრო მეტიც, 2024 წლის წინასაარჩევნო პროგრამა მთლიანად ამაზე ჰქონდათ აგებული, რომ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დადგენას მოითხოვდნენ. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ საერთოდ უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმებულიყო, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო, საერთოდ რუსული ნომრით მანქანების შემოსვლა საერთოდ აკრძალული იყო და ასე შემდეგ. უამრავ ორმხრივ სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნა ჰქონდათ მათ, ეს ახლა ამჯერად უარყვეს. უარყოფენ რატომ? იმიტომ, რომ ეს რომ აღიარონ, ეს იქნება ერთ-ერთი მომენტი რაზეც სწორედ ჩვენს სარჩელში არის მითითებული და ფაქტიურად ამ ნაწილში დაეთანხმებიან ისინი სასარჩელო მოთხოვნას. ასევე, რაც შეეხება ბატონ გვარამიას, ბატონმა გვარამიამაც ისაუბრა, ფაქტიურად მან უარყო, ის შემთხვევები რაც ჩვენ გვახსოვს, როდესაც ხდებოდა პარლამენტის შტურმით აღება, პარლამენტზე თავდასხმა, პოლიციელებზე თავდასხმა, ამ შემთხვევებს ბატონმა გვარამიამ უწოდა, რომ ეს არ იყო ძალადობრივი გამოვლინების შემთხვევებიო. ძალადობრივ გამოვლინებას საერთოდ არ ჰქონია ამ აქციაზე ადგილიო, მხოლოდ ცალკეული შემთხვევები იყო ძალადობისო. აი ასეთი პოზიცია ჰქონდა მას, და ისიც იმ ცალკეულ შემთხვევებში. პოლიციელები ძალადობდნენ ჯერ მოქალაქეებზე და საპასუხო მოქმედებები იყოო. აი დაახლოებით ასეთ განმარტებებს აკეთებენ ისინი იმ ფაქტებზე, რაც საზოგადოებისთვის არის ნათელი და ყველაფერი ცხადი, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ თავის დროზე პირდაპირ ეთერში ნახა. ასე რომ, ასეთი არაერთი ტყუილი ითქვა მთელი ამ პროცესის განმავლობაში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მათ წინ დახვდებათ.“- განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან
ორშაბათი, 16 ნოემბერი, 20265 სიახლე
22:06 • 16 ნოეპოლიტიკა

სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, ეროვნული ბანკის როლის შესახებ ლარის სტაბილურობისა და ინფლაციის მოთოკვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში
21:10 • 16 ნოეპოლიტიკა

ჩიხელიძე: სასამართლოში გვარამიას გამოსვლა იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები - იგი საკუთარ თავს, წარსულ განცხადებებსა და პოზიციებს ეწინააღმდეგებოდა

სასამართლოში, გვარამიას უსაზღვრო ფანტაზიით სავსე გამოსვლას მოვუსმინე. ეს იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები, რომლებიც იმდენად არათანმიმდევრული იყო, რომ გვარამია საკუთარ თავს, საკუთარ წარსულ განცხადებებსა და პოზიციებს ეწინააღმდეგებოდა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე: სასამართლოში გვარამიას გამოსვლა იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები - იგი საკუთარ თავს, წარსულ განცხადებებსა და პოზიციებს ეწინააღმდეგებოდა
16:00 • 16 ნოეპოლიტიკა

გია აბაშიძე ბრიუსელის ღონისძიებაზე: საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს

16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებსა და დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თბილისს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი შეხვედრას არ დაესწრება, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

გია აბაშიძე ბრიუსელის ღონისძიებაზე: საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს
11:08 • 16 ნოეპოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, შეაფასა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება, რომელშიც მან ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ."ბარიგებზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ. შარმანაშვილი განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ჯაფარიძეს დედამიწაზე ჯერ არ არსებული სახელმწიფოს შექმნა სურს.

თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის
11:08 • 16 ნოეპოლიტიკა

დავით ქართველიშვილი სამღვდელოების ნაწილზე: ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ

"მოსახლეობის უმრავლესობას გაკეთებულ არჩევანს უწუნებდე და ქვეყნის აყირავებით ემუქრებოდე...ერთი ერთში იმეორებენ ამ ყველაფერს - შედეგიც იგივე კი არა, უფრო მძიმე დაუდგებათ: პოლიტიკურ შემთხვევაში - საკუთარ უღმერთობას ღიად აპელირებენ, აქ კი ღმერთის და წმიდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ", - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

დავით ქართველიშვილი სამღვდელოების ნაწილზე: ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ
კვირა, 15 ნოემბერი, 20262 სიახლე
16:27 • 15 ნოეპოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი მეუფე გიორგი ჯამდელიანს: მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ხელისუფლება გააკრიტიკოს, საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ - ეს უფლება იმ ადამიანებსაც ეკუთვნით, ვისი შეფასებაც თქვენთვის მიუღებელია

მეუფე გიორგი, მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ქადაგებისას ქვეყნის პრობლემებზე ისაუბროს და ხელისუფლება გააკრიტიკოს, ისევე როგორც ამას თქვენც აკეთებთ. საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ. ეს უფლება იმ ადამიანებსაც ეკუთვნით, ვისი შეფასებაც თქვენთვის მიუღებელია, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, რომელიც მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

ნიკოლოზ მეტრეველი მეუფე გიორგი ჯამდელიანს: მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ხელისუფლება გააკრიტიკოს, საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ - ეს უფლება იმ ადამიანებსაც ეკუთვნით, ვისი შეფასებაც თქვენთვის მიუღებელია
10:55 • 15 ნოეპოლიტიკა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს - ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა "სიტყვის ფასში", რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს
პარასკევი, 13 ნოემბერი, 20264 სიახლე
16:00 • 13 ნოესამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე არ დააკმაყოფილა, -…

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე
16:00 • 13 ნოესამართალი

დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენ…

დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ
16:00 • 13 ნოეეკონომიკა

საქსტატი: 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 108 მილიარდ ლარზე მეტია, რაც 16.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 108 მილიარდ ლარზე მეტია, რაც 16.6 პროცენტი…

საქსტატი: 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 108 მილიარდ ლარზე მეტია, რაც 16.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს
16:00 • 13 ნოესამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდები…

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია სამი პირი
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 202619 სიახლე
16:00 • 12 ნოესამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბ…

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
16:00 • 12 ნოესამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდებული…

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო
16:00 • 12 ნოესამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ვაკის რაიონში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს…

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
16:00 • 12 ნოესპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: მერაბ, საბა! მადლობა და თქვენ გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადა თქვენ დაჩაგვრას

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ქართველ მებრძოლებს მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვი…

ხვიჩა კვარაცხელია: მერაბ, საბა! მადლობა და თქვენ გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადა თქვენ დაჩაგვრას
16:00 • 12 ნოესპორტი

სპორტის მინისტრმა ზაიბერსდორფის ლაბორატორია დაათვალიერა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი მეძმარიაშვილთან, და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში…

სპორტის მინისტრმა ზაიბერსდორფის ლაბორატორია დაათვალიერა
16:00 • 12 ნოესამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამ…

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
16:00 • 12 ნოესამართალიმოსამართლე მოპასუხეებს: რაც უფრო ბევრს საუბრობთ, აზრი იკარგება ამ ბევრ საუბარში. გარკვეული განვრცობა შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ პასუხს, მაგრამ რაღაც რაციონალურობის ფარგლებში. თხოვნა მექნება, ნუ გამაკრიტიკებთ ამისთვის, რომ ეს თხოვნა მაქვს თქვენს მიმართ
16:00 • 12 ნოესამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბ…

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
16:00 • 12 ნოესამართალიმოსამართლე ბერდია სიჭინავას: მგონია, რომ თქვენ პირველად არ ხართ სასამართლო პროცესზე და უნდა იცოდეთ რა და როგორ არის. მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება
16:00 • 12 ნოეეკონომიკა

ლევან მეხუზლა: მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან

მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.ლევან მეხუზლას განმარტებით, მცირე მარნებისთ…

ლევან მეხუზლა: მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან
16:00 • 12 ნოეეკონომიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიის დირექტორი: ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად ვაქციოთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) აკადემია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა.აეროპორტების…

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიის დირექტორი: ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად ვაქციოთ
16:00 • 12 ნოეეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: IATA-სთან პარტნიორობა საქართველოს ავიაციისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა, რაც საქართველოს საავი…

ლევან მოსეშვილი: IATA-სთან პარტნიორობა საქართველოს ავიაციისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა
16:00 • 12 ნოესამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 10 თვეში უკანონო თევზჭერის 491 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026…

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 10 თვეში უკანონო თევზჭერის 491 ფაქტი გამოავლინა
16:00 • 12 ნოესამართალი

სამართალდამცველებმა აჭარაში 2 კილოგრამი "მეთადონი" ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების…

სამართალდამცველებმა აჭარაში 2 კილოგრამი "მეთადონი" ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
16:00 • 12 ნოესამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსას…

შიდა ქართლის პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი
16:00 • 12 ნოესამართალი

კახეთის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაც…

კახეთის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
16:00 • 12 ნოესამართალი

სამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლი…

სამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
16:00 • 12 ნოესპორტი

კახა კალაძე: მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი! მერაბ, შენ გვერდით ვართ!

მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი, პარტია „ქართული ო…

კახა კალაძე: მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი! მერაბ, შენ გვერდით ვართ!
16:00 • 12 ნოეეკონომიკა

შანხაიში საერთაშორისო სიმპოზიუმი ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიას დაეთმო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media“ ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხ…

შანხაიში საერთაშორისო სიმპოზიუმი ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიას დაეთმო
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 202613 სიახლე
16:00 • 11 ნოესამართალირევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილზე: უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, ამდენი მას უნდა ესმოდეს, თუ რა მძიმე განცხადება და რა მძიმე შეურაცხყოფაა
16:00 • 11 ნოესამართალი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საპარლამენტო ოპოზიციას: პენსიებთან დაკავშირებით თქვენს დაზუსტებებში, სამწუხაროდ, მოვისმინე ჩემი პასუხების ინტერპრეტაცია და პრაქტიკულად ტყუილები

პენსიებთან დაკავშირებით თქვენს დაზუსტებებში, სამწუხაროდ, მოვისმინე ჩემი პასუხების ინტერპრეტაცია და პრაქტიკულად ტყუილები, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუცი…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საპარლამენტო ოპოზიციას: პენსიებთან დაკავშირებით თქვენს დაზუსტებებში, სამწუხაროდ, მოვისმინე ჩემი პასუხების ინტერპრეტაცია და პრაქტიკულად ტყუილები
16:00 • 11 ნოესამართალი

რევაზ ნადარაიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომათა დარბაზში მხოლოდ ნიკა გვარამია დააბრუნა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომათა დარბაზში მხოლოდ ნიკა გვარამია…

რევაზ ნადარაიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომათა დარბაზში მხოლოდ ნიკა გვარამია დააბრუნა
16:00 • 11 ნოეეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძემ ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა,…

ეკატერინე მიქაბაძემ ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
16:00 • 11 ნოესამართალი

პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 ადამიანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველ…

პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
16:00 • 11 ნოესპორტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, ჩატარდა ალექსი ნატროშვილის მემორიალური ტურნირი მინი ფეხბურთში

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სო…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, ჩატარდა ალექსი ნატროშვილის მემორიალური ტურნირი მინი ფეხბურთში
16:00 • 11 ნოეეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძემ ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა,…

ეკატერინე მიქაბაძემ ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
16:00 • 11 ნოეეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ომის ვეტერანთა დახმარების შესახებ: ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე რისი შესაძლებლობა იქნება

ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე რისი შესაძლებლობა იქნება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ომის ვეტერანთა დახმარების შესახებ: ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე რისი შესაძლებლობა იქნება
16:00 • 11 ნოესამართალი

შსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა

ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაც…

შსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა
16:00 • 11 ნოესამართალი

კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ, დავით სტურუამ და დავით ჟღენტმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დანაშაული აღიარეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ, დავით სტურუამ და დავით ჟღენტმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დანაშაული აღიარეს და მათ საპროცესო შეთანხმება გ…

კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ, დავით სტურუამ და დავით ჟღენტმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დანაშაული აღიარეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
16:00 • 11 ნოეეკონომიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი გახდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ UAG აკადემია საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცი…

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი გახდა
16:00 • 11 ნოეეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 212 მილიონი ლარია

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 212 მილიონი ლარია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა…

ფინანსთა მინისტრი: 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 212 მილიონი ლარია
16:00 • 11 ნოეეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტი, რაც მ…

ლაშა ხუციშვილი: 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს