ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი2 წთ საკითხავი👁 6

მოსამართლე ბერდია სიჭინავას: მგონია, რომ თქვენ პირველად არ ხართ სასამართლო პროცესზე და უნდა იცოდეთ რა და როგორ არის. მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება

მოსამართლე ბერდია სიჭინავას: მგონია, რომ თქვენ პირველად არ ხართ სასამართლო პროცესზე და უნდა იცოდეთ რა და როგორ არის. მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება, - ასე უპასუხა მოსამართლე ვასილ რო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება, - ასე უპასუხა მოსამართლე ვასილ რო…

მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება, - ასე უპასუხა მოსამართლე ვასილ როინიშვილმა გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებას.

კერძოდ, ბერდია სიჭინავამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე თქვა: „ბატონო თავმჯდომარე, როდესაც შეკითხვებს სვამდით, თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენ გგონიათ სასამართლოს არ აქვს პასუხი ამ შეკითხვაზეო? უბრალოდ, თქვენი აზრი მაინტერესებსო. თუ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ კონკრეტულ შემთხვევაში ამ კითხვა-პასუხთან მიმართებით, საერთოდ ჩვენი პასუხები რას ცვლის იმ საკითხებთან მიმართებით, რაზეც ჩვენ უნდა ჩამოგიყალიბოთ რწმენა. თუ გამომცდელებად ხართ თქვენ და ჩვენ ვართ მოსწავლეები, რომლისგანაც რაღაც უნდა მოისმინოთ“.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლოს მხარის აზრი, ხედვა აინტერესებს.

„მგონია, რომ თქვენ პირველად არ ხართ სასამართლო პროცესზე და უნდა იცოდეთ რა და როგორ არის. მოსამართლე რაღაც შეკითხვას რომ სვამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება. უბრალოდ, მას მხარის აზრი, ხედვა აინტერესებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

ბერდია სიჭინავას რეპლიკას, ანუ ჩვენი პასუხები არაფერს ცვლის? - მოსამართლემ უპასუხა, რომ მსჯელობის საგანია, შესაძლოა შეცვალოს.

როგორც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განმარტა, თეორიული საკითხები სასამართლოსთვისაც ხელმისაწვდომია და მისი რეპლიკა გამოწვეული იყო იმით, რომ კონკრეტული ხედვები იყოს და არა ღრმა თეორიები.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს