
ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, როგორც მიმდინარე რისკებზე, ასევე სამომავლო რისკებზე, როდესაც ფაქტებზეა საუბარი, ფაქტებიც ვიცით, ზოგი ფაქტია ისეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, ზოგი ფაქტია, რომელიც შეიძლება არ ითქვას, იმიტომ რომ, ამით უსარგებლია ჩვენს მოქალაქეებსაც და არა მხოლოდ ჩვენ მოქალაქეებს და იქ ძალიან ისეთი ზღვარი გვაქვს დასაცავი, როდესაც თქვენ მთხოვთ მე, რომ რაღაც ფაქტებზე და რისკებზე ვისაუბრო ხმამაღლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.










