ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ახლა16:40 • 22 ნოეპოლიტიკაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს
1/8
ფოკუსში · თემა

საკონსტიტუციო სასამართლო

თემატური დოსიე და დაკავშირებული მასალები

24 მასალა
ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.

16:40 • 22 ნოე16:40 • 22 ნოე·3 წთ
დათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა
პოლიტიკა18:25 • 20 ნოე18:25 • 20 ნოე·3 წთ

დათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა

ჟურნალისტი დათა გვასალია მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლითაც მან საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა, რომ თუ არ შეეძლოთ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, სახლში წასულიყვნენ. ხოლო, 4 დღის შემდეგ სააკაშვილმა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს მიულოცა, რომ მათ ეს პროცესი დიქტატურის სასამართლოდ გადააქციეს. გვასალიას თქმით, ვნც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. მისივე თქმით, ოთხ დღეში მომხდარი ეს ფერიცვალებაც საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იმართება და მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობა მისი უპირობო ლიდერიანად. "13 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მის ქვეშ მყოფ კოლექტიურ ნაცმოძრაობას პირდაპირ უბრძანა - "თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!" - ანუ მარტივად, ისე გააღიზიანა ოპოზიციის გამოსვლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ფაქტობრივად სულელები ეძახა. თუმცა, სულ რაღაც 4 დღეში, 17 ნოემბერს იმავე სააკაშვილმა იმავე ხალხს ტაში დაუკრა და დაწერა - "მინდა მივულოცო ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ბათუმში, თქვენ ეგ პროცესი უკვე გადააქციეთ თავად დიქტატურის სასამართლოდო". საინტერესოა, რა მოხდა ამ ოთხ დღეში ისეთი, რომ სააკაშვილის მსგავსმა ეგოცენტრულმა პიროვნებამ, რომელსაც აბსოლუტურ შეუცდომლობაზე აქვს პრეტენზია, საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და მეტიც - საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვიდა?! ნუთუ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სასწაული მოხდა და ოპოზიციამ უცებ "ჭკვიანური არგუმენტები" იპოვა?! რა თქმა უნდა, არა. პროცესზე მათ კვლავ გააგრძელეს ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებების მიცემა - ჯერ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებზე, შემდეგ კი ოპოზიციურ ფლანგზე გადადგმულ ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებზე. ანუ გააგრძელეს ზუსტად ის, რამაც 13 ნოემბერს სააკაშვილი წყობიდან გამოიყვანა. მაშ რამ აიძულა საკუთარ შეუცდომლობაში ყოველთვის დარწმუნებული სააკაშვილი, საკუთარი თავის წინააღმდეგ წასულიყო 4 დღეში?! და მაშინ რა მოხდა?! მოხდა ის, რომ ერთადერთი - ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა - ოთხ დღეში მომხდარი ეს ფერიცვალებაც საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იმართება და მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობა მისი უპირობო ლიდერიანად. როდესაც ერთი და იმავე ადამიანის შეფასება ოთხ დღეში კრიტიკიდან აღფრთოვანებამდე იცვლება, ხოლო მის თვალსში 13 ნოემბერს უჭკუო ოპოზიცია, გამარჯვებულ ინტელექტუალებად, ცხადი ხდება, რომ აქ არც ემოციებია გულწრფელი და არც მოქმედება დამოუკიდებელი - ტექსტებსაც, ტონსაც და ტაშის დაკვრის დროსაც გარე რეჟისორები განსაზღვრავენ და მას ემორჩილება ყველა - იქნება ეს ლელო, გახარიას პარტია, გვარამიას კოალიცია თუ ნაცები - ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა სააკაშვილის მეთაურობით." -წერს გვასალია.

თენგიზ შარმანაშვილი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა? - ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ, იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა
მთავარი თემა17:45 • 20 ნოე17:45 • 20 ნოე·3 წთ

თენგიზ შარმანაშვილი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა? - ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ, იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა

თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგგიზ შარმანაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ადამიანის უფლებების და სხვა სახის სისტემური და სისტემატური დარღვევის ფაქტები, ერთეულ შემთხვევებად წარმოაჩინონ. "როცა ერთიანი მიზანია შექმნა სახელმწიფოში რეპრესიული აპარატი, მათ შორის, საკანონმდებლო უზრუნველყოფით - ასე ნუ ამოაგდებთ ერთი კანონის მიღებას - და ეს აგვირგვინებს უბრალოდ ეს საკანონმდებლო პროცესი იმას, რაც მანამდე ხდებოდა. ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ის, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ის, რაც ხდებოდა ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა, ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? - ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა, რომ დააკავშირო. არის კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ გაქვს მიზანი, რომ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა და ჩვენ მაგას გიმტკიცებთ, რომ ეს, იმ რეპრესიული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი ელემენტი იყო," - განაცხადა შარმანაშვილმა.

არჩილ გორდულაძე: კრებსითად ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა არც გამოძიებას, არც ადამიანის უფლებას, არც ეფექტიან სასამართლოს, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის - ამ სისტემის შემქმნელი იყო "ნაციონალური მოძრაობა"
პოლიტიკა17:04 • 20 ნოე17:04 • 20 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: კრებსითად ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა არც გამოძიებას, არც ადამიანის უფლებას, არც ეფექტიან სასამართლოს, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის - ამ სისტემის შემქმნელი იყო "ნაციონალური მოძრაობა"

როდესაც მხარისთვის განაჩენს მნიშვნელობა არ აქვს, სტრასბურგს მნიშვნელობა არ აქვს, მაგალითად, გუშინ გვეუბნებოდნენ, ერთ-ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ბატონ დაჩი ცაგურიასთან - რომელიც პარტიის წევრიაო, რომ ამტკიცებენ და ჩვენი პარტიის წევრი ჩვენი არ არის, არც არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი - რომ, 2006 წელს სასამართლო სხდომა რომ ჩატარდა, იმ სასამართლო სხდომის ოქმი რატომ არ არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშეო. ახლა, მაგალითად, გვეკითხებიან, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე როგორ მიემართება მათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2004-12 წლებში "ნაცმოძრაობამ" შექმნა სისტემა, სადაც ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები ხდებოდა, გამოძიება კი ან არაეფექტურად ხორციელდებოდა, ან საერთოდ არ ხდებოდა. შესაბამისად, გორდულაძის განცხადებით, ეფექტურ კონტროლს მთელ სახელმწიფო სისტემაზე ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა" და ის დარღვევები, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა, ყოველთვის მიემართება აღნიშნულ პარტიას. "ჩვენ ვამბობთ, რომ კრებსითად ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა არც გამოძიებას, არც ადამიანის უფლებას, არც ეფექტიან სასამართლოს, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის და ამ სისტემის შემქმნელი იყო "ნაციონალური მოძრაობა" და შესაბამისად, როდესაც ამ სისტემის შემქმნელი არის "ნაციონალური მოძრაობა", სადაც ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები ხდება - სიცოცხლის, საკუთრების, ღირსების, წამების აკრძალვის და ა.შ., აქ არის მთელი რიგი საქმეები, რომელიც მოხდა 2004-2012 წლებში, რომელიც ან არაეფექტურად არის წარმოებული, ან მიჩქმალულია, რომ განაჩენი არ დამდგარიყო, ან არ გამოძიებულა და კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება და პასუხისმგებლობის დაყენება მოხდა 2012 წლის შემდეგ. ეს საკითხები არის ჩვენ მიერ ჩამოთვლილი და მათ შორის თუ კონკრეტულად ყოველ საქმისთან დაკავშირებით უნდა იყოს კითხვა, ეს ჩვენ როგორ მოგვემართება, ისევ და ისევ გამომდინარე იქიდან, რომ საქმეებში სადაც არის ასეთი მძიმე დარღვევები, არ არის გამოძიება წარმოებული, არ არიან კონკრეტული პირები პასუხისმგებაში მიცემული და ყველა განაჩენი, ყველა პასუხისმგებლობა დამდგარია 2012 წლის შემდეგ. ეს ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ, დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც ხდებოდა 2004-2012 წლებში - მაშინ, როდესაც ეფექტურ კონტროლს, ანუ ავტორიტარული რეჟიმის კვალდაკვალ ეფექტურ კონტროლს მთელს სახელმწიფო სისტემაზე, ყველასა და ყველაფერზე ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა". სრულად ის დარღვევები, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა, ყოველთვის მიემართება "ნაციონალურ მოძრაობას" მათ შორის, იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომ გეუბნებიან, ერთი ლიდერი მაინც დაგვისახელეთ, რომელიც არის ბრალდებული თუ მსჯავრდებულიო, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც ვნახოთ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზება ხდებოდა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და განაგრძეს ნორმალურად ფუნქციონირება
პოლიტიკა17:03 • 20 ნოე17:03 • 20 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზება ხდებოდა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და განაგრძეს ნორმალურად ფუნქციონირება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზებისა და კონსტიტუციური ორგანოების ხელში ჩაგდების მცდელობების მიუხედავად, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა ნორმალური ფუნქციონირება განაგრძეს. გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა, მათ შორის, გაიხსენა 2018 წლის პრეზიდენტის ინაუგურაციის მოვლენები, როდესაც ჩაშლის მცდელობა იგეგმებოდა. მ ტყუილი უწოდა ლევან ბეჟაშვილის მტკიცებას იმის შესახებ, რომ თითქოს 2020 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა არ ყოფილა. "2018 წელს პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა იყო. ლევან ბეჟაშვილი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, ჩვენ შეგვაჩერეს რამდენიმე კილომეტრით ადრე და საერთოდ არავითარი ჩაშლის სურვილი არ გვქონიაო, მაშინ, როდესაც საჯარო სივრცეში არსებობს ინფორმაცია, და ეს ნიკა მელიას გაკეთებული განცხადებაა. ნიკა მელია, რომელიც ამ წლებში იყო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ახლა გახლავთ "ახალის" თანათავმჯდომარე, რომელიც დანანებით ამბობს, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მიზანი, ინაუგურაცია ჩაგვეშალა, სამწუხაროდ მისი რეალიზება ვერ მოვახდინეთ იმიტომ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ყველაფერი აღკვეთეს. 2020 წელთან, ისევ და ისევ ლევან ბეჟაშვილი, ვსაუბრობ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა სცადეს, გაერღვიათ ღობე და შეჭრილიყვნენ ცესკო-ს ტერიტორიაზე, საუბრობდა, რომ მე იმ აქციაზე ვიყავი და ასეთი რამე არ მომხდარაო, რაც არის ტყუილი, იმიტომ, რომ არსებობს ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეოკადრი, არაერთი ტელევიზიის მიერ მედიასივრცეში დაცული ინფორმაცია, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ აქციის მონაწილეები არღვევენ ღობეს და იჭრებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. რაც შეეხება, მაგალითად, 2023 წელს, 2024 წელს, 2025 წელსაც, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აქციები იღებს კიდევ უფრო მეტად ძალადობრივ ხასიათს. მიზანი არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, რომ ძალადობის გამოყენებით ხალხის ნება, რომ მისი არჩეული ხელისუფლება შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, ეს არის უგულებელყოფილი და ძალადობის გამოყენებით არის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, რაც გამოიხატება კონსტიტუციური ორგანოების ბლოკირებაში, კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებით და იქ შეჭრაში, რასთან დაკავშირებითაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანა წითლიძე სულ რამდენიმე სხდომის წინ დარბაზშიც, არა თუ მანამდე აკეთებდა განცხადებებს, არამედ დარბაზში თქვა, რომ ის იმავე მოქმედებებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, ეს მისივე სიტყვები არის. მანამდე საჯაროდ საუბრობდა, რომ სამწუხარო არის, რომ რეალიზება ვერ მოხდა 2025 წლის 4 ოქტომბრის მიზნისა და რომ ადმინისტრაციული ორგანოების ძალადობრივ ხელში ჩაგდება, ეს არის თურმე კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ესეც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სიტყვები არის და ისევ და ისევ რა განსხვავება არის 317-ე და 315-ე მუხლებთანო და ამავდროულად, რატომ არ არის დაწყებული ამ მუხლებით გამოძიება, ბოლომდე არ არის მიყვანილი. მათდა სამწუხაროდ და ჩვენი სახელმწიფოს საბედნიეროდ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, ყველამ ერთობლივად შეძლო, რომ ამ ძალადობების, ამ დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური წყობილების მოწოდება ხდებოდა, ორგანიზება ხდებოდა ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულებისა და ისევ და ისევ კონსტიტუციური ორგანოების ხელში ჩაგდების მცდელობისა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ მცდელობების მიუხედავად განაგრძო ნორმალური ფუნქციონირება არაერთი მცდელობის მიუხედავად და ისევ და ისევ, ეს არის მათთვის სამწუხარო, სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, საბედნიერო",-განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს
პოლიტიკა17:00 • 20 ნოე17:00 • 20 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაზა ბიბილაშვილის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ძალადობრივი დამხობის მცდელობებს შეეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაიხსენა ოპოზიციის მიერ 2019 წლიდან კოსნტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობები. "ჩვენ გუშინაც ვამბობდით, ახსნა-განმარტებაშიც და სარჩელშიც მითითებული გვაქვს, აქაც მითითებული იყო ეს ყველაფერი - მათ შორის, როდესაც კონკრეტულ განცხადებებზე, ძალადობრივი აქციების მხარდამჭერ განცხადებებზე ვსაუბრობდით, აქაც მითითებული იყო ეს ყველაფერი. სარჩელშიც ორ კონტექსტში არის. მაგალითად, ერთგან 2022-2025 წელი არის მითითებული და ხუთი [დამხობის] მცდელობაა, ამავდროულად მეექვსე არის 2019 წელი. რომ შევაჯამოთ: 2019 წლის ივნისი, 2022 წელი, როდესაც პარტიები ღიად შეუერთდნენ დამხობის მცდელობას, როდესაც არაპარტიულმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე უარის თქმის ხელოვნური საბაბით საქართველოს მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს - ეს არაძალადობრივი ნაწილია. ძალადობრივი ნაწილი არის 2023 წლის გაზაფხულზე მიმდინარე მოვლენები." - აღნიშნა გორდულაძემ. ბიბილაშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე, "არაძალადობრივი არის, მაგრამ ამ 5-6 მცდელობაში შედის თუ არ შედის", გორდულაძემ უპასუხა, რომ როდესაც პარტია არ ცნობს ხელისუფლების წყაროს - ხალხის გადაწყვეტილებას, ესეც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. მისივე თქმით, ყოველწლიურად და ზოგჯერ წელიწადში ორჯერაც კი, ოპოზიცია ცდილობდა, სულ უფრო მძიმე ძალადობრივი საშუალებებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. "როდესაც შენ არ ცნობ ხალხის გადაწყვეტილებას - ვგულისხმობ პარტიას - როდესაც პარტია არ ცნობს ხელისუფლების წყაროს, ხალხის გადაწყვეტილებას და არაფრად მიიჩნევს დემოკრატიის პრინციპს, რომ ხელისუფლება შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, და ითხოვს ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამაში ჩართული უნდა იყოს პრეზიდენტი, რისი კომპეტენციაც მას არა აქვს, ესეც წყობილების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 2023 წლის გაზაფხული, 2024 წლის გაზაფხული და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე ძალადობრივი აქციების გზით, ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობები. ამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა ფონი, მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები, რათა, დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი. ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქცია და ნახეთ, ეს როგორ იყო შეჭრის მცდელობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 2025 წლის 4 ოქტომბერს. ფაქტობრივად ყოველწლიურად და წელიწადში ორჯერაც კი ხდებოდა მცდელობა, კიდევ უფრო მძიმე ფონით და მძიმე საშუალებებით, ძალადობის გამოყენებით, ხელში ჩაგდებულიყო კონსტიტუციური წყობილება და მთავარი პრინციპი, დემოკრატიის პრინციპი ფეხქვეშ გათელილიყო," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ

თორნიკე ჭეიშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა და დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა
პოლიტიკა16:00 • 19 ნოე16:00 • 19 ნოე·3 წთ

თორნიკე ჭეიშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა და დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმეების ჩამონათვალი წარადგინა.

არჩილ გორდულაძე: ჩვენ მიერ წარმოდგენილ ოპოზიციის განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია
პოლიტიკა17:29 • 18 ნოე17:29 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: ჩვენ მიერ წარმოდგენილ ოპოზიციის განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია

[ოპოზიციის] განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, დაშავებული პოლიციელების, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ნაცემი პოლიციელების, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, ნასროლი ქვები, დაზიანებები, ცეცხლში გახვეული ათონელის ქუჩა და სისხლის სამართლებრივ საქმეთა შედეგები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მან სასამართლოს გააცნო სისხლისსამართლებრივ საქმეთა შედეგები და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი განცხადებები მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ძალადობრივი მოვლენების მხარდასაჭერად აკეთებდნენ. ,,2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ 5 ძირითად საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 64 პირის მიმართ: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა − 6 პირი; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა − 56 პირი; საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება − 5 პირი; საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება − 1 პირი. საპროცესო შეთანხმება: ჯამში აღიარეს დანაშაული და გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება 48 პირს: − პირველ ინსტანციაში აღიარების საფუძველზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 34 პირს; − სააპელაციო ეტაპზე დამატებით გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება 2026 წლის 9 ნოემბრამდე 10 პირს; − 2026 წლის 11 ნოემბერს დამატებით აღიარეს დანაშაული და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება 4 პირს. ეს არის ის საკითხები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი 2023, 2024 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის შემოდგომაზე და 2025 წლის 4 ოქტომბერს კონსტიტუციური წყობილების, ხელისუფლების დამხობის, ე.წ. მშვიდობიანი და რეალურად რა თქმა უნდა, ძალადობრივი აქციების შესახებ ფაქტები - რა მოვლენები მიმდინარეობდა პარლამენტის შემობასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, აქ საუბარი იყო, რომ თურმე, ერთი შუშაც არ ჩამსხვრეულა რუსთაველის გამზირზე - რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არის და ამავდროულად, მისი [ძალადობრივი მოვლენების] მხარდამჭერი განცხადებები სხვადასხვა დროს, თითოეული მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული. მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია - ჩვენ მიერ წარმოდგენილი, ჩემ მიერ წაკითხული ეს განცხადებები არის მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია." - აღნიშნა

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება
პოლიტიკა17:29 • 18 ნოე17:29 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო, 2024 წლის 12 და 14 მაისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 12 მაისს, 22:00 საათისთვის, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის, ზვიად ჟვანიას, შალვა ჩიტაძისა და ბესიკ ჭიჭინაძის ქუჩებზე, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან იყვნენ განთავსებული. როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს 13 მაისს დაგეგმილ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალებას არ მისცემდნენ, პოლიციამ მათ არაერთხელ მოუწოდა შესასვლელების გათავისუფლებისკენ. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავა. "12 მაისი - 22:00 საათისთვის აქციის მონაწილეები განთავსდნენ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან. ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი არ მისცემდნენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, რათა დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცემოდა პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს შეურაცხყოფა. პოლიციის მიერ დაკავებული იქნა 20 პირი. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის პარალელურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და იცავდნენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი. პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება." - განაცხადა გორდულაძემ.

გორდულაძე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებზე: რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდა
პოლიტიკა17:28 • 18 ნოე17:28 • 18 ნოე·3 წთ

გორდულაძე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებზე: რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციები გაიხსენა და ისაუბრა აქციის მონაწილეთა მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე, რომლის ვიდეო და სხვა სახის მტკიცებულებებიც, მისივე განცხადებით მრავლად არსებობს. გორდულაძის თქმით, პარლამენტის კედელზე ელექტროგაყვანილობისთვის ცეცხლის წაკიდება, დამცავ ჯებირებზე საგნების დარტყმა და პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლა, რის შედეგადაც 113 სამართალდამცავი დაშავდა, შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციითაც დასტურდება. "2024 წლის ნოემბერში პარლამენტთან საპროტესტო შეკრებები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. 25 ნოემბრის აქცია ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას უკავშირდებოდა. 28 ნოემბერს პროტესტის ახალი ეტაპი დაიწყო. იმავე საღამოს მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამასთანავე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება უკვე 2024 წლის ივნისში იყო ასახული ევროპული საბჭოს შეფასებაში. ამ გარემოებაზე მიუთითებს პაველ ჰერჩინსკის 2025 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული, მედიაში გამოქვეყნებული წერილიც, რომელიც ახსენებს "2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს" და "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივ შეჩერებას". შესაბამისად, პროცესის ფაქტობრივი შეჩერება წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას. 29 ნოემბრიდან დაფიქსირდა პოლიციასთან დაპირისპირებისა და ქონების დაზიანების კონკრეტული ეპიზოდები. მოყვანილია თითოეული მოვლენა, ვიდეო, ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ამ დღეებში. 30 ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა პარლამენტის ფანჯრების ჩამსხვრევის, შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთების სროლისა და ხანძრის გაჩენის, ჭიშკრისა და დამცავი ჯებირების დაზიანების შესახებ. სამინისტროს ცნობით, რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს. 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს ბოლო დღეების აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდა. ცალკე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლის დაზიანების ეპიზოდიც: 4 დეკემბერს პირველმა არხმა გამოაქვეყნა ვიდეო და განაცხადა, რომ მის ოპერატორ ბესო გაფრინდაშვილს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა პირდაპირ ეთერში და არაერთი მტკიცებულებაა ამ ძალადობის ამსახველი, რომელიც წარმოდგენილი არის. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 33 პირის მიმართ, შემდეგი მუხლებით: 226-ე მუხლი - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა - 19 პირი, 353¹ მუხლის პირველი ნაწილი — პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - 6 პირი, წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ - 1 პირი , ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება - 1 პირი, ნივთის დაზიანება ან განადგურება დამამძიმებელ გარემოებებში - 4 პირი, ნივთის დაზიანება ან განადგურება - 1 პირი, აფეთქების მომზადება - 1 პირი. საერთო ჯამში 33 პირი, როგორც მოგახსენეთ," - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძემ სასამართლოს "ფედერალისტების" ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას განცხადებები წარუდგინა, რომლებმაც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის გამო დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადეს
პოლიტიკა17:27 • 18 ნოე17:27 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძემ სასამართლოს "ფედერალისტების" ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას განცხადებები წარუდგინა, რომლებმაც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის გამო დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების განცხადებები გააცნო, რომლებიც 2023 წლის 7-9 მარტს გამართული ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულ პირებს მხარდაჭერას უცხადებდნენ. გორდულაძემ გაიხსენა "ფედერალისტების" ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას განცხადებები, რომლებიც ლაზარე გრიგორიადისს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. "2023 წლის 29 აპრილს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: "აქ არის თორნიკე, ლაზარე ციხეშია. თორნიკე გირაოთი გამოუშვეს, ლაზარე კი ჩატოვეს. ეს ადამიანები იხდიან ფასს იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენ ყველამ მივიღეთ: საქართველოს ყველა მოქალაქემ, რასაც ახალი გამოქვეყნებული კვლევაც ადასტურებს, იცის, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს ფაქტობრივად აუქმებდა. ამ კანონის უკან გაწვევით რეალურად მთელმა საზოგადოებამ, მთელმა პროევროპულმა საზოგადოებმა, საზოგადოების 87%-მა ნახა სიკეთე. ჩვენ თუ ღირსეული საზოგადოება ვართ, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ორი ადამიანი მსხვერპლად შეეწიროს საერთო წარმატებას." 2024 წლის 12 აპრილს, მას შემდეგ რაც გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თამარ ჩერგოლეიშვილმა საჯაროდ განაცხადა: "ლაზარე გრიგორიადისი არის უდანაშაულო, სახელმწიფოს მის წინააღმდეგ არ გააჩნია არცერთი მტკიცებულება". 2023 წლის 30 მარტს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, გიგა ბოკერიამ საჯაროდ განაცხადა: "ამ ახალგაზრდის დაკავება შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს. ყოველგვარი მტკიცებულებების გასაჯაროების გარეშე დაკავებული შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს, მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა." 2024 წლის 8 აპრილს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, გიგა ბოკერიამ საჯაროდ განაცხადა: "რა თქმა უნდა, ლაზარე არის სიმბოლო ყველაფერი იმისი, რაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში, სასამართლოში, მთლიანად ქვეყანაში რა ვითარებაც არის. ეს არის ადამიანი, რომელიც შეარჩია რეჟიმმა, როგორც მსხვერპლი," - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: 1 მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას
პოლიტიკა17:26 • 18 ნოე17:26 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: 1 მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას

საკონსტიტუციო სასამართლოში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საქმეზე განხილვისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ 2024 წლის 1 მაისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა შენობა უსაფრთხოდ დატოვეს, პოლიციამ ტერიტორია ეტაპობრივად გაათავისუფლა და აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ. გორდულაძის თქმით, სამართალდამცველების მიერ ტერიტორიის დატოვების შემდეგაც აქციის მონაწილეები ძალადობრივ ქმედებებს აგრძელებდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტის შენობასა და სხვის ქონებას. "1 მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. შეკრების პარალელურად, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები. მოგვიანებით, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება, როგორც პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ასევე, რუსთაველის გამზირზე. პარლამენტში, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩიტაძის ქუჩიდან უზრუნველყო პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა. მას შემდეგ, რაც სრულად მოხდა პარლამენტის შენობის დატოვება და აღარ არსებობდა დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმების რისკი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. საპოლიციო ძალებმა პარლამენტის შენობის გარე ტერიტორია 21:00 საათისთვის დატოვეს. აქციის მონაწილეები ძალადობას ამის შემდეგაც აგრძელებდნენ. აზიანებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტის შენობასა და სხვის ქონებას. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილებისა, რომ აქციის მონაწილეებს მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ძალადობით ცდილობდა ჩიტაძის მხრიდან არსებული პარლამენტის შესასვლელის რკინის კარის დაზიანებას. მიუხედავად პოლიციის არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები აგრძელებდნენ საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებას და ცდილობდნენ უნებართვოდ შეღწევას პარლამენტის ტერიტორიაზე. პოლიციამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენა სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი, თუმცა აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩიტაძის ქუჩაზე არსებული სამშენებლო დამცავი ბარიერების დემონტაჟი და მისი მეშვეობით ცდილობდნენ პარლამენტის შესასვლელი კარის დაზიანებას. ვინაიდან აშკარად იყო გამოკვეთილი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას." - გამაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს "პოლიტიკურ პატიმრებად" აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა
პოლიტიკა17:23 • 18 ნოე17:23 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს "პოლიტიკურ პატიმრებად" აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერების : ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი 2024 წლის ძალადობრივი აქციების მონაწილეებსა და დაკავებულებს იცავდნენ. გორდულაძის განცხადებით, 2024 წლის 27 ნოემბერს ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მთავრობას აქციებზე დაკავებული და ეროვნული სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირების, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული პირებიდან სამმა: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა, ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა. გარდა ამისა, გორდულაძემ აღნიშნა 2024 წლის 17 აპრილს ნიკანორ მელიას განცხადებაც, რომლითაც ის მიმდინარე პროცესებს "მშვიდობიან მოძრაობად" აფასებდა. "2024 წლის 27 ნოემბერს, ნიკა გვარამიამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა: "ათასობით ადამიანი ამ დღემდე იმყოფება გარეთ, აპროტესტებს და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ეს პატიმრები და ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამი წელზე მეტია, აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი.". გვარამიას მიერ დასახელებული პირებიდან ეროვნულმა სასამართლომ ყველა დამნაშავედ ცნო. სამმა კი სრულად აღიარა დანაშაულის ჩადენა. კერძოდ: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა. 2024 წლის 17 აპრილს, ნიკანორ მელიამ განაცხადა: "ეს არის შენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული და ეროვნული იდეის განხორციელების შანსის შენარჩუნების ბრძოლა მშვიდობიანად, მშვიდობიანი მოძრაობა, რასაც თვალყურს ვადევნებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, გაგრძელდება."- განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ
პოლიტიკა17:16 • 18 ნოე17:16 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციების პერიოდში "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების : მიხეილ სააკაშვილისა და თინათინ ბოკუჩავას საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი აქციის მონაწილეებს ღიად უჭერდნენ მხარს. გორდულაძის განცხადებით, 2024 წლის 25 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათით ამაყობს, ხოლო 1 მაისს სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობისკენ მოუწოდა. გორდულაძის თქმით, მხარდაჭერას აფიქსირებდა პარტიის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავაც, რომელმაც 26 ივლისს განაცხადა, რომ თითოეული მათგანი მზად არის თავდებში დაუდგეს ახალგაზრდებს, რადგან მათი დასჯის ერთადერთი მიზეზი დაშინებაა. " 2024 წლის 25 აპრილი, მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად ახალგაზრდებს მიმართა და საჯაროდ განაცხადა: "მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ." 2024 წლის 1 მაისი : "სკვერში, მიწაზე დაყრილი სპეცრაზმელები ძალიან ნიშანდობლივი სურათი იყო. რუსეთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან მოსკოვს ორ ფრონტზე ომის თავი არ აქვს. ძალადობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობა. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს." 2024 წლის 26 ივლისს, საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, საჯაროდ განაცხადა: "თითოეული ჩვენთაგანი მზად არის თავდებში დაუდგეთ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთ მეგობრებთან, თავიანთ თანატოლებთან ერთად იბრძოდნენ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ისჯებიან არის ახალგაზრდების გაჩუმება, გაჩერება და დაშინება."- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა
პოლიტიკა17:14 • 18 ნოე17:14 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს "ფედერალისტების" მიერ ძალადობრივი აქციების მხარდამჭერი განცხადებები წარუდგინა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა, ხოლო, გიგა ბოკერიამ აქციის მოძალადე წევრებს მშვიდობიანი პროტესტანტები უწოდა. "2024 წლის 3 მაისს, თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა. კერძოდ, მან საჯაროდ განაცხადა: "დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, რომელიც გაშლილია და რომელზე კონტროლიც, რეალურად, პოლიტიკურ ელიტას არ აქვს, ეს ყველაფერი მოდის ხალხიდან, ქვემოდან ზემოთ, ძალიან ჰგავს მაიდანს. ახლა ვხედავთ ულამაზეს პროცესს, წინააღმდეგობის პროცესს თბილისი ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში, ბათუმიც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ეს წინააღმდეგობა არ უნდა გაიფლანგოს და მნიშვნელოვანია, სწორი მისამართით წავიდეს." 2024 წლის 6 ივნისს, გიგა ბოკერიამ, ძალადობრივი აქციის და მოძალადე აქციის წევრების მხარდასაჭერად, აქციის მოძალადე წევრებს მშვიდობიანი პროტესტანტები უწოდა. კერძოდ, მან განაცხადა: ,,ეს სამწუხაროა, ოღონდ ჩვენ ასე უნდა შევხედოთ, ის, რომ ეს ყურადღება არსებობს და ამ ნაბიჯებს გადადგას თავისუფალი სამყარო, არის დამსახურება ყველა იმ მოქალაქის, ვინც ქუჩაში იყო მშვიდობიანი პროტესტით და ვინც გააგრძელებს ამ პროტესტს, და ამ პროტესტთან ერთად გარე წნეხი არის ის ფაქტორები, რამაც ჩვენ ნაკლები ზიანით, ნაკლები რისკით უნდა პოლიტიკურად მოგვაშორებინოს ეს რეჟიმი, ამიტომ ეს მოსმენა არის საქართველოს დახმარება." - აღნიშნა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 12 აპრილს, გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად მამუკა ხაზარაძემ ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდა და ახალგაზრდებს მიმართა- არ იქნება არანაირი დათმობა
პოლიტიკა12:10 • 18 ნოე12:10 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 12 აპრილს, გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად მამუკა ხაზარაძემ ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდა და ახალგაზრდებს მიმართა- არ იქნება არანაირი დათმობა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, საზოგადოებას ხუთი ოპოზიციური პარტიის წევრთა განცხადებები გააცნო, რომლებიც ძალადობრივი აქციების მხარდაჭერას ეხებოდა."

არჩილ გორდულაძე: გრიგორიადისის დამნაშავედ ცნობისა და მისი ზურაბიშვილის მიერ შეწყალების შემდეგ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები მას პოლიტპატიმარს უწოდებდნენ და ზურაბიშვილს საკუთარი დისკრეციული უფლების სწორი მიზნით გამოყენებისათვის მადლობას უხდიდნენ
პოლიტიკა12:04 • 18 ნოე12:04 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: გრიგორიადისის დამნაშავედ ცნობისა და მისი ზურაბიშვილის მიერ შეწყალების შემდეგ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები მას პოლიტპატიმარს უწოდებდნენ და ზურაბიშვილს საკუთარი დისკრეციული უფლების სწორი მიზნით გამოყენებისათვის მადლობას უხდიდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლის თხოვნის საფუძველზე მტკიცებულებები წარადგინა. მან სხდომაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა აქციებთან დაკავშირებით, წარსულში გაკეთებული განცხადებების ციტირება მოახდინა, რომლებიც მათ შორის, პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ქმედებას ამართლებდნენ.

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" ლიდერები საჯარო მხარდაჭერას უცხადებდნენ ლაზარე გრიგორიადისს, რომლის ნასროლი "მოლოტოვის კოქტეილის" შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო
პოლიტიკა12:02 • 18 ნოე12:02 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" ლიდერები საჯარო მხარდაჭერას უცხადებდნენ ლაზარე გრიგორიადისს, რომლის ნასროლი "მოლოტოვის კოქტეილის" შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე 2023 წლის 7–9 მარტის ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური მონაცემები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი ძალადობრივ ქმედებებსა და მსჯავრდადებულ ლაზარე გრიგორიადისს იცავდნენ.

არჩილ გორდულაძე: ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს
პოლიტიკა11:44 • 18 ნოე11:44 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს

მოლოდინი ჩვენი მხრიდან არის იგივე, რაც აქამდე იყო, რაც პრაქტიკამაც აჩვენა, რაც განმეორდა მათ შორის, გუშინაც, ეს "ლელოს" მხრიდან თუ "გახარიელი ნაცების" მხრიდან ვიხილეთ, რომ მაგალითად, ისინი საუბრობდნენ, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ამავდროულად პარლამენტში მათ რეზოლუცია დააინიცირეს, როდესაც ისინი პარლამენტის წევრები იყვნენ წინა მოწვევაში და თვითონ მათი წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას ინტერვიუც არსებობს, სადაც იგი ამბობდა, რომ ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

თენგიზ შარმანაშვილი: მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, სასამართლოს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში. პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, ამას თავისი შედეგები უნდა ჰქონდეს
პოლიტიკა11:43 • 18 ნოე11:43 • 18 ნოე·3 წთ

თენგიზ შარმანაშვილი: მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, სასამართლოს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში. პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, ამას თავისი შედეგები უნდა ჰქონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ლელოს" და სხვა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნა და ამასთან, არ ახსოვთ, რომ მათ ოფისებში იყო ისეთი უკანონო საშუალებები, როგორიცაა მოლოტოვის კოქტეილი და პიროტექნიკა.

გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან
პოლიტიკა13:17 • 17 ნოე13:17 • 17 ნოე·3 წთ

გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან

სავარაუდოდ ისევ და ისევ ან კითხვებზე პასუხის გაცემას თავს აარიდებენ, უსაგნო და უშინაარსო პასუხებით, ან ისევ ტყუილებს დაიწყებენ, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ მივადევნებთ ამას თვალს და შემდგომ უკვე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გვექნება შესაძლებლობა, რომ მათი ყოველი ტყუილი კიდევ ერთხელ ვამხილოთ.- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა. კახიანის თქმით, ოპოზიცია ან თავს არიდებს კითხვებს ან იტყუება. ის შეეხო ნიკა გვარამიას განცხადებასაც, სადაც მან უარყო აქციების ძალადობრივი ხასიათი და განაცხადა, რომ ძალადობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, ისიც პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის საპასუხოდ, თუმცა, კახიანის თქმით, საზოგადოებამ ყველაფერი თავის დროზე პირდაპირ ეთერში ნახა. "როგორც მოგეხსენებათ, ახლა პროცესი მიმდინარეობს იმდაგვარად, რომ მოსამართლეები კითხვებს უსვამენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან და ამასაც თავისი ახსნა აქვს მათ, რომ სიმართლე თქვან, სიმართლის თქმა გულისხმობს ჩვენი სარჩელის აღიარებას იმიტომ, რომ ჩვენი სარჩელი მთლიანად სიმართლეზე არის აგებული. ის ფაქტები, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამიტომ მათ უწევთ ტყუილების თქმა, მაგრამ როგორც ჩანს იმასაც ვერ ათვითცნობიერებენ, რომ ეს ტყუილები შემდგომ, მათ ყველაფერი წინ დახვდებათ ,ჩვენ ძალიან წყნარად ვადევნებთ პროცესს თვალს, მოლოდინი მკითხეთ თქვენ და მოლოდინი იგივე მაქვს, სავარაუდოდ ისევ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს აარიდებენ, უსაგნო და უშინაარსო პასუხებით, ან ისევ ტყუილებს დაიწყებენ, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ მივადევნებთ ამას თვალს და შემდგომ უკვე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გვექნება შესაძლებლობა, რომ მათი ყოველი ტყუილი კიდევ ერთხელ ვამხილოთ. ვახსენე, რომ ბევრ ტყუილს ამბობენ, მათ შორის, ეს ფაქტებიც სწორედ ამ ტყუილების გამოვლინება არის, მაგალითად "ლელომ" პროცესზე თქვა, რომ მათ საქართველოსთვის არ მოუთხოვიათ, რუსეთს ორმხრივი სანქციები დაუდგინონ. ისინი მხოლოდ საერთაშორისო სანქციებზე მიერთებას მოითხოვდნენ, ვითომ ასეთი პოზიცია ჰქონდათ, რაც არათუ ტყუილი არის, არამედ მთელ საზოგადოებას ახსოვს, რომ ფაქტობრივად მთელი მათი პოლიტიკა, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყო, იყო აგებული იმაზე, რომ საქართველოს სთხოვდნენ ორმხრივი სანქციების დაწესებას და უფრო მეტიც, 2024 წლის წინასაარჩევნო პროგრამა მთლიანად ამაზე ჰქონდათ აგებული, რომ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დადგენას მოითხოვდნენ. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ საერთოდ უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმებულიყო, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო, საერთოდ რუსული ნომრით მანქანების შემოსვლა საერთოდ აკრძალული იყო და ასე შემდეგ. უამრავ ორმხრივ სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნა ჰქონდათ მათ, ეს ახლა ამჯერად უარყვეს. უარყოფენ რატომ? იმიტომ, რომ ეს რომ აღიარონ, ეს იქნება ერთ-ერთი მომენტი რაზეც სწორედ ჩვენს სარჩელში არის მითითებული და ფაქტიურად ამ ნაწილში დაეთანხმებიან ისინი სასარჩელო მოთხოვნას. ასევე, რაც შეეხება ბატონ გვარამიას, ბატონმა გვარამიამაც ისაუბრა, ფაქტიურად მან უარყო, ის შემთხვევები რაც ჩვენ გვახსოვს, როდესაც ხდებოდა პარლამენტის შტურმით აღება, პარლამენტზე თავდასხმა, პოლიციელებზე თავდასხმა, ამ შემთხვევებს ბატონმა გვარამიამ უწოდა, რომ ეს არ იყო ძალადობრივი გამოვლინების შემთხვევებიო. ძალადობრივ გამოვლინებას საერთოდ არ ჰქონია ამ აქციაზე ადგილიო, მხოლოდ ცალკეული შემთხვევები იყო ძალადობისო. აი ასეთი პოზიცია ჰქონდა მას, და ისიც იმ ცალკეულ შემთხვევებში. პოლიციელები ძალადობდნენ ჯერ მოქალაქეებზე და საპასუხო მოქმედებები იყოო. აი დაახლოებით ასეთ განმარტებებს აკეთებენ ისინი იმ ფაქტებზე, რაც საზოგადოებისთვის არის ნათელი და ყველაფერი ცხადი, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ თავის დროზე პირდაპირ ეთერში ნახა. ასე რომ, ასეთი არაერთი ტყუილი ითქვა მთელი ამ პროცესის განმავლობაში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მათ წინ დახვდებათ."- განაცხადა გიორგი კახიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე
სამართალი16:00 • 13 ნოე16:00 • 13 ნოე·1 წთ

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე არ დააკმაყოფილა, -…

რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილზე: უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, ამდენი მას უნდა ესმოდეს, თუ რა მძიმე განცხადება და რა მძიმე შეურაცხყოფაა
სამართალი16:00 • 11 ნოე16:00 • 11 ნოე·2 წთ

რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილზე: უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, ამდენი მას უნდა ესმოდეს, თუ რა მძიმე განცხადება და რა მძიმე შეურაცხყოფაა

უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თ…

რევაზ ნადარაიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომათა დარბაზში მხოლოდ ნიკა გვარამია დააბრუნა
სამართალი16:00 • 11 ნოე16:00 • 11 ნოე·1 წთ

რევაზ ნადარაიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომათა დარბაზში მხოლოდ ნიკა გვარამია დააბრუნა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომათა დარბაზში მხოლოდ ნიკა გვარამია…

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს