ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 8

ლევან მოსეშვილი: IATA-სთან პარტნიორობა საქართველოს ავიაციისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა

ლევან მოსეშვილი: IATA-სთან პარტნიორობა საქართველოს ავიაციისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა, რაც საქართველოს საავი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა, რაც საქართველოს საავი…

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა, რაც საქართველოს საავიაციო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, IATA-სთან ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიისთვის. ლევან მოსეშვილი განმარტავს, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში პირველი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც IATA-ს ეგიდით საერთაშორისო სასწავლო ტრენინგებს ჩაატარებს.

„ეს ახალი გამოწვევაა და, ამავდროულად, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის აღიარება. შედეგად, შესაძლებლობა გვაქვს, ახალი სასწავლო პროგრამები განვავითაროთ როგორც საქართველოს, ისე რეგიონის მასშტაბით, ავამაღლოთ საავიაციო სპეციალისტების ცოდნის დონე და ხელი შევუწყოთ მთლიანად სექტორის განვითარებას. ეს აღიარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, საავიაციო სტანდარტების კიდევ უფრო გამყარებას. ასევე მოვამზადებთ ახალი თაობის ავიატორებსა და ლიდერებს, რომლებიც მომავალში საავიაციო სექტორს უხელმძღვანელებენ“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების IATA-თან თანამშრომლობა ქვეყანას საავიაციო განათლებისა და პროფესიული გადამზადების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებს უქმნის. ამასთან, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და საქართველოს რეგიონულ საავიაციო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას.

2027 წლის თებერვლიდან UAG აკადემიაში IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები დაიწყება. პროგრამებში მონაწილეობას შეძლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების დაინტერესებული პირები.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს