ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
მთავარი თემა3 წთ საკითხავი👁 0

თენგიზ შარმანაშვილი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა? - ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ, იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა

თენგიზ შარმანაშვილი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა? - ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ, იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგგიზ შარმანაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ადამიანის უფლებების და სხვა სახის სისტემური და სისტემატური დარღვევის ფაქტები, ერთეულ შემთხვევებად წარმოაჩინონ. "როცა ერთიანი მიზანია შექმნა სახელმწიფოში რეპრესიული აპარატი, მათ შორის, საკანონმდებლო უზრუნველყოფით - ასე ნუ ამოაგდებთ ერთი კანონის მიღებას - და ეს აგვირგვინებს უბრალოდ ეს საკანონმდებლო პროცესი იმას, რაც მანამდე ხდებოდა. ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ის, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ის, რაც ხდებოდა ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა, ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? - ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა, რომ დააკავშირო. არის კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ გაქვს მიზანი, რომ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა და ჩვენ მაგას გიმტკიცებთ, რომ ეს, იმ რეპრესიული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი ელემენტი იყო," - განაცხადა შარმანაშვილმა.
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგგიზ შარმანაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ადამიანის უფლებების და სხვა სახის სისტემური და სისტემატური დარღვევის ფაქტები, ერთეულ შემთხვევებად წარმოაჩინონ. "როცა ერთიანი მიზანია შექმნა სახელმწიფოში რეპრესიული აპარატი, მათ შორის, საკანონმდებლო უზრუნველყოფით - ასე ნუ ამოაგდებთ ერთი კანონის მიღებას - და ეს აგვირგვინებს უბრალოდ ეს საკანონმდებლო პროცესი იმას, რაც მანამდე ხდებოდა. ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ის, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ის, რაც ხდებოდა ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა, ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? - ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა, რომ დააკავშირო. არის კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ გაქვს მიზანი, რომ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა და ჩვენ მაგას გიმტკიცებთ, რომ ეს, იმ რეპრესიული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი ელემენტი იყო," - განაცხადა შარმანაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს