ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 7

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი გახდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი გახდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ UAG აკადემია საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ UAG აკადემია საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცი…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ UAG აკადემია საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი ოფიციალურად გახდა.

IATA-ს გადაწყვეტილებით, UAG აკადემია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის გლობალურ სასწავლო ქსელს შეუერთდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით IATA-ს სასწავლო ცენტრებსა და აკრედიტებულ რეგიონულ პარტნიორებს აერთიანებს. რეგიონში პირველი სასწავლო პარტნიორის სტატუსი ადასტურებს, რომ აკადემია სრულად აკმაყოფილებს IATA-ს საერთაშორისო ხარისხისა და სწავლების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი საავიაციო ტრენინგების განხორციელება შეუძლია.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ჟენევაში, IATA-ს ადმინისტრაციულ ოფისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და IATA-ს ტრენინგების დირექტორმა ტანია შმიტმა მოაწერეს.

აღნიშნული აღიარება საქართველოსთვის საავიაციო განათლებისა და პროფესიული გადამზადების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. 2027 წლის თებერვლიდან UAG აკადემიაში IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები დაიწყება, რომლებშიც მონაწილეობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად რეგიონის სხვა ქვეყნების დაინტერესებული პირებიც შეძლებენ.

საერთაშორისო პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოში საავიაციო სფეროს პროფესიონალთა მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რეგიონიდან მსმენელების მოზიდვასა და ქვეყნის პოზიციონირების გაძლიერებას საერთაშორისო საავიაციო საგანმანათლებლო სივრცეში.

2027 წლის თებერვლის დასაწყისიდან UAG აკადემიაში IATA-ს შემდეგი სასწავლო კურსები დაიწყება:

  • უსაფრთხოების მართვის სისტემები ავიაკომპანიებისათვის;
  • საჰაერო ხომალდების გაუმართაობების გამომწვევი მიზეზების ანალიზი;
  • სახიფათო ტვირთების გადაზიდვის რეგულაციები;
  • სპეციფიკური ტვირთისა და ცხოველების გადაყვანა-გადაზიდვები.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) 1945 წელს დაარსდა და მსოფლიოს ავიაკომპანიებს აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს გლობალური ავიაციის განვითარებას, უსაფრთხოების, ოპერაციული ეფექტიანობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და პროფესიული განათლების განვითარებას.

ამ საერთაშორისო სასწავლო ქსელის წევრობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიას შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი გამოცდილება და სასწავლო მიმართულებები IATA-ს საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს და საავიაციო განათლების სფეროში შეთავაზებები გააფართოოს.

UAG აკადემია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბაზაზე მოქმედი საავიაციო განათლებისა და პროფესიული გადამზადების ცენტრია. მისი ძირითადი მიმართულებებია: საავიაციო უშიშროება, სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, აეროპორტების ოპერირება და საჰაერო ხომალდების სახმელეთო მომსახურება. აკადემია ყოველწლიურად 4 000-ზე მეტ სპეციალისტს ამზადებს.

ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს