ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 0

თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის

თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, შეაფასა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება, რომელშიც მან ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ."ბარიგებზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ. შარმანაშვილი განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ჯაფარიძეს დედამიწაზე ჯერ არ არსებული სახელმწიფოს შექმნა სურს. 

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ ტოლერანტული იყოს, შესაბამისად, ჯაფარიძის უპასუხისმგებლო პოზიციით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვერ იხელმძღვანელებს. 

"აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო - იქნება ეს დემოკრატიული, ტოტალიტარული თუ სხვა ტიპის - რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის. ეტყობა, ჯაფარიძეს უნდა ყოვლად წარმოუდგენელი სახელმწიფოს შექმნა საქართველოში, დედამიწაზე ჯერ არ არსებულის. მოდი, ეს სხვაგან გააკეთოს, საქართველოს თავი დაანებოს. ასეთი მიდგომა - ყველა ტიპის ნარკოტიკის ასე თავისუფლად გაყიდვა, მით უმეტეს, ტოლერანტული დამოკიდებულება გამსაღებლებისადმი, რომლებიც უკანონოდ ავრცელებენ ამ ნარკოტიკებს, სახელმწიფო იყოს ტოლერანტული, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ასეთი უპასუხისმგებლო საკითხებით ვერ იხელმძღვანელებს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება," - განაცხადა შარმანაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალანათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვსშემდეგი თემატური მასალა →ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს