ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 0

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს - ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა "სიტყვის ფასში", რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

“მე არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში იმიტომ, რომ არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. მე არ მგონია, ერთი ზრდასრული ადამიანი, მეორე ზრდასრულ ადამიანს რაღაცა ნივთიერებას აძლევს და მეორე ზრდასრული ადამიანი თავისი ნებით იმას ამაში ფულს უხდის, რომ თვითონ სიამოვნება მიიღოს, ჩემი აზრით სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს”,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ორივე ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო ამაში უნდა ჩაერიოს.

“ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ ერთიც თავისუფალია, მეორეც თავისუფალია და კისერი უტეხია ერთსაც და მეორესაც. პირობითად ვიძახი, უხეში ფორმაა რასაც ვიძახი, მაგრამ მაინც. არ მგონია, რომ მანდ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ვიღაც ციხეში უნდა გამოკეტოს ბევრი წლით, რომელსაც მერე ჩვენ გადასახადები უნდა ვიხადოთ, რომ იმას კიდევ ვაჭამოთ და ვასვათ ციხეში შევინახოთ. სიგიჟე მგონია ეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი სოციალური ჯგუფი არიან ეგრეთ წოდებული ბარიგები. და მე გამოვდივარ იმათ დამცველად, ვიძახი, რომ ისინი ციხეში არ უნდა იჯდნენ და მე ამას არ შევიცვლი არასოდეს”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალანათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვსშემდეგი თემატური მასალა →ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს