ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 0

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, „იმედში“ შეიჭრა და „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, „იმედში“ შეიჭრა და „რუსთავი 2“  კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ძალაუფლებაში ყოფნის დროს „იმედში“ შეჭრისა და „რუსთავი 2“-ის წართმევის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახლაც ბედნიერები არიან, როდესაც ამავე ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელი ეშლებათ. მისი თქმით, ისინი კვლავ საშიშები არიან და შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში ყველაფერს ათმაგად გაიმეორებენ. შარმანაშვილმა მოპასუხე მხარეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხალხი ისევ საშიშია და ამიტომ უნდა გააუქმონ. „როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდათ, „იმედში“ შეიჭრნენ, „რუსთავი2“ კანონიერ მფლობელს წაართვეს. ახლა, როცა ძალა არ აქვთ, საერთაშორისო და თუნდაც რომელიმე ქვეყნის დონეზე, ხელს უშლიან ამავე ტელევიზიებს, განახორციელონ თავიანთი ფუნქცია, მიაწოდონ ინფორმაცია, გააშუქონ ის, რაც ქვეყანაში ხდება და პოლიტიკოსების მიერ მოსახლეობის ერთი ნაწილის მოსაზრება მიაწოდონ მეორე ნაწილს. თქვეს, რომ ბედნიერები ვართო, ეს მტკიცებულებაა ჩვენთვის. ჩვენ ვამბობთ, ეს ხალხი ისევ საშიშია, ამიტომ უნდა გააუქმონ. არათუ წარსულში იყვნენ საშიში ადამიანები, ახლაც საშიშები არიან. ამას ათმაგად გაიმეორებენ, თუ ამის საშუალება მიეცემათ. ეს ჩემი მოსაზრება არ არის, თვითონ ამბობენ, საშიში ვართო“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ძალაუფლებაში ყოფნის დროს „იმედში“ შეჭრისა და „რუსთავი 2“-ის წართმევის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახლაც ბედნიერები არიან, როდესაც ამავე ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელი ეშლებათ. მისი თქმით, ისინი კვლავ საშიშები არიან და შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში ყველაფერს ათმაგად გაიმეორებენ. შარმანაშვილმა მოპასუხე მხარეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხალხი ისევ საშიშია და ამიტომ უნდა გააუქმონ. „როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდათ, „იმედში“ შეიჭრნენ, „რუსთავი2“ კანონიერ მფლობელს წაართვეს. ახლა, როცა ძალა არ აქვთ, საერთაშორისო და თუნდაც რომელიმე ქვეყნის დონეზე, ხელს უშლიან ამავე ტელევიზიებს, განახორციელონ თავიანთი ფუნქცია, მიაწოდონ ინფორმაცია, გააშუქონ ის, რაც ქვეყანაში ხდება და პოლიტიკოსების მიერ მოსახლეობის ერთი ნაწილის მოსაზრება მიაწოდონ მეორე ნაწილს. თქვეს, რომ ბედნიერები ვართო, ეს მტკიცებულებაა ჩვენთვის. ჩვენ ვამბობთ, ეს ხალხი ისევ საშიშია, ამიტომ უნდა გააუქმონ. არათუ წარსულში იყვნენ საშიში ადამიანები, ახლაც საშიშები არიან. ამას ათმაგად გაიმეორებენ, თუ ამის საშუალება მიეცემათ. ეს ჩემი მოსაზრება არ არის, თვითონ ამბობენ, საშიში ვართო“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალანათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვსშემდეგი თემატური მასალა →ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს