ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
მნიშვნელოვანი3 წთ საკითხავი👁 0

„ლელოს“ წევრი სამადაშვილი ფონიჭალის ტრაგედიაზე: წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება. დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს

„ლელოს“ წევრი სამადაშვილი ფონიჭალის ტრაგედიაზე: წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება.  დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს,- ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას. “ჩემი სამძიმარი ფონიჭალაში დაღუპულების ოჯახებს. მადლობა მაშველებს, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს ხალხის გადასარჩენად. სიმართლე მძიმეა-სიღარიბით, კორუფციით, ნეპოტიზმით და არაკომპეტენტური მართვით, ქვეყანა სტიქიური უბედურების ზონად იქცა. წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება. ისინი კი, ვინც ქვეყანას უნდა მართავდნენ, ხალხის ძარცვით მდიდრდებიან, საკუთარ შვილებს დასავლეთში ხიზნავენ, კაპიტალიც იქ გააქვთ და მალავენ პოტენციური სანქციებისგან. ქართველ ხალხს კი, მასკარადს უწყობენ, ხან საგამოძიებო კომისიის, ხან პარტიების აკრძალვის პროცესებით. პარალელურად, ყველა სტრატეგიული მოკავშირე დაკარგეს, რუსების მოთხოვნების შესრულების იქით, გზას არ უტოვებენ საქართველოს. არაა გასაკვირი, რომ ქართველები გარბიან ამ განუკითხაობისგან უცხოეთში. ახალი გამოსავალიც შესთავაზა მთავრობას მასთან დაახლოებულმა ერთმა საქმოსანმა-ინდოელები ჩამოვასახლოთ მუშა ხელის დეფიციტის შესავსებადო. დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს“- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს,- ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას. “ჩემი სამძიმარი ფონიჭალაში დაღუპულების ოჯახებს. მადლობა მაშველებს, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს ხალხის გადასარჩენად. სიმართლე მძიმეა-სიღარიბით, კორუფციით, ნეპოტიზმით და არაკომპეტენტური მართვით, ქვეყანა სტიქიური უბედურების ზონად იქცა. წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება. ისინი კი, ვინც ქვეყანას უნდა მართავდნენ, ხალხის ძარცვით მდიდრდებიან, საკუთარ შვილებს დასავლეთში ხიზნავენ, კაპიტალიც იქ გააქვთ და მალავენ პოტენციური სანქციებისგან. ქართველ ხალხს კი, მასკარადს უწყობენ, ხან საგამოძიებო კომისიის, ხან პარტიების აკრძალვის პროცესებით. პარალელურად, ყველა სტრატეგიული მოკავშირე დაკარგეს, რუსების მოთხოვნების შესრულების იქით, გზას არ უტოვებენ საქართველოს. არაა გასაკვირი, რომ ქართველები გარბიან ამ განუკითხაობისგან უცხოეთში. ახალი გამოსავალიც შესთავაზა მთავრობას მასთან დაახლოებულმა ერთმა საქმოსანმა-ინდოელები ჩამოვასახლოთ მუშა ხელის დეფიციტის შესავსებადო. დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს“- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს