ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 6

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, ჩატარდა ალექსი ნატროშვილის მემორიალური ტურნირი მინი ფეხბურთში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, ჩატარდა ალექსი ნატროშვილის მემორიალური ტურნირი მინი ფეხბურთში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სო…

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომში დაღუპული მეომრის, ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.

ტურნირში, ადგილობრივ გუნდებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.

ალექსი ნატროშვილის სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი და ტურნირის ჩემპიონი, თავდაცვის სამინისტროს IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები გუნდი გახდა, II ადგილზე სოფელ ვაზისუბნის გუნდი გავიდა, III ადგილი კი სოფელ კალაურის გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა, თამაზ კალატოზიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა გადასცეს.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი ვეტერანები და ალექსი ნატროშვილის ოჯახის წევრები.

ალექსი ნატროშვილი სოფელ ვაჩნაძიანიდან იყო. იგი, თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა, ასმეთაურად. ალექსი ნატროშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში 2016 წელს დაარსდა და ყოველ წელს ტარდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს