ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 6

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ომის ვეტერანთა დახმარების შესახებ: ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე რისი შესაძლებლობა იქნება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ომის ვეტერანთა დახმარების შესახებ: ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე რისი შესაძლებლობა იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე რისი შესაძლებლობა იქნება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე რისი შესაძლებლობა იქნება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა…

ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე რისი შესაძლებლობა იქნება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ომის ვეტერანთა დახმარების საკითხთან დაკავშირებით.

„ვადასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას ომის ვეტერანების მიმართ. ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რომელიც მათ საქართველოს ერთიანობისთვის, ერთიანობის შენარჩუნებაში გაიღეს. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ უკვე ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება. გეთანხმებით, რომ 100 ლარის ოდენობით თანხა არის ნამდვილად მცირე ოდენობა, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ დამატებით აქ გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი, რომლის მოცულობა, დაახლოებით, 600 ლარამდეა საშემოსავლო გადასახადში. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული გამოწვევები, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთობლივად შესაძლებელია, გარკვეულწილად მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ჩვენმა ვეტერანებმა მომდევნო პერიოდში. ეს შეეხება როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით დახმარებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს