ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ახლა16:40 • 22 ნოეპოლიტიკაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს
1/8
უსტარი · რუბრიკა

პოლიტიკა

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გადაწყვეტილებები, პარტიული პროცესები და სახელმწიფო პოლიტიკა.

12 მასალა
თენგიზ შარმანაშვილი: სასამართლო გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ არაფერზე არიან პასუხისმგებლები, ისინი იმდენად უსუსურები არიან მტკიცებულებებსა და ფაქტების წინაშე, რომ ეს ტაქტიკა აირჩიეს
პოლიტიკა20:33 • 19 ნოე20:33 • 19 ნოე·3 წთ

თენგიზ შარმანაშვილი: სასამართლო გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ არაფერზე არიან პასუხისმგებლები, ისინი იმდენად უსუსურები არიან მტკიცებულებებსა და ფაქტების წინაშე, რომ ეს ტაქტიკა აირჩიეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარემ დანაშაულის განხილვას თავი აარიდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და აცხადებს, რომ არაფერზეა პასუხისმგებელი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი. შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებები სანდო არ არის, ხოლო თავად არაფერზე არიან პასუხისმგებლები. "მათ არა მხოლოდ თავი აარიდეს დანაშაულის განხილვას, ასე ვფიქრობთო, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებები, ერთი დაასახელეს, მეორე გადაწყვეტილება დაასახელეს, რომ ეს ობიექტური არ იყო და ამას არ ვეთანხმებითო. ესე იგი, იციან, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს ყველა სასამართლო გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა უნდა თქვან ახლა? უნდა თქვან, რომ ეს განაჩენები და გადაწყვეტილებები სანდო არ არის. აბა რა უნდა თქვან, დამნაშავე ვიყავით? ამას არ აღიარებენ. მართლა გამოეცლებოდა სასამართლოს წინაშე საფუძველი უფრო ჩვენს სარჩელს თუ იტყოდნენ, რომ კი წარსულში, რაც მოხდა ძალიან მძიმე ფაქტების მატარებელია, მაგრამ , ახლა ეს ახალი შემადგენლობა ვინც შევიკრიბეთ, გადავიაზრეთ ეს, შევიცვალეთ შეხედულებები და მომავლისთვის ჩვენ საფრთხეს არ წარმოვადგენთ. ამიტომ აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენი პარტიები გააუქმოთ არ არსებობს. რამდენად გაითვალისწინებდა ამას სასამართლო არ ვიცი, მაგრამ ლოგიკა ექნებოდა. რა გზას დაადგნენ? არაფერი არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებები ეჭვს იწვევს და საერთოდ არაფერზე პასუხისმგებლები არ ვართ, უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილი არ არისო არაფერზე პასუხისმგებელიო. ხო ამ დარბაზში ითქვა? ეს ტაქტიკა აქვთ, იმდენად უსუსურები არიან თავის მტკიცებულებებში და იმდენად უსუსურები არიან ყველა იმ ფაქტის წინაშე, რომელიც ჩვენ მათ წარვუდგინეთ",- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა და დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა
პოლიტიკა16:00 • 19 ნოე16:00 • 19 ნოე·3 წთ

თორნიკე ჭეიშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა და დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმეების ჩამონათვალი წარადგინა.

არჩილ გორდულაძე: ჩვენ მიერ წარმოდგენილ ოპოზიციის განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია
პოლიტიკა17:29 • 18 ნოე17:29 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: ჩვენ მიერ წარმოდგენილ ოპოზიციის განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია

[ოპოზიციის] განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, დაშავებული პოლიციელების, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ნაცემი პოლიციელების, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, ნასროლი ქვები, დაზიანებები, ცეცხლში გახვეული ათონელის ქუჩა და სისხლის სამართლებრივ საქმეთა შედეგები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მან სასამართლოს გააცნო სისხლისსამართლებრივ საქმეთა შედეგები და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი განცხადებები მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ძალადობრივი მოვლენების მხარდასაჭერად აკეთებდნენ. ,,2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ 5 ძირითად საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 64 პირის მიმართ: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა − 6 პირი; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა − 56 პირი; საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება − 5 პირი; საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება − 1 პირი. საპროცესო შეთანხმება: ჯამში აღიარეს დანაშაული და გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება 48 პირს: − პირველ ინსტანციაში აღიარების საფუძველზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 34 პირს; − სააპელაციო ეტაპზე დამატებით გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება 2026 წლის 9 ნოემბრამდე 10 პირს; − 2026 წლის 11 ნოემბერს დამატებით აღიარეს დანაშაული და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება 4 პირს. ეს არის ის საკითხები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი 2023, 2024 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის შემოდგომაზე და 2025 წლის 4 ოქტომბერს კონსტიტუციური წყობილების, ხელისუფლების დამხობის, ე.წ. მშვიდობიანი და რეალურად რა თქმა უნდა, ძალადობრივი აქციების შესახებ ფაქტები - რა მოვლენები მიმდინარეობდა პარლამენტის შემობასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, აქ საუბარი იყო, რომ თურმე, ერთი შუშაც არ ჩამსხვრეულა რუსთაველის გამზირზე - რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არის და ამავდროულად, მისი [ძალადობრივი მოვლენების] მხარდამჭერი განცხადებები სხვადასხვა დროს, თითოეული მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული. მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია - ჩვენ მიერ წარმოდგენილი, ჩემ მიერ წაკითხული ეს განცხადებები არის მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია." - აღნიშნა

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება
პოლიტიკა17:29 • 18 ნოე17:29 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო, 2024 წლის 12 და 14 მაისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 12 მაისს, 22:00 საათისთვის, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის, ზვიად ჟვანიას, შალვა ჩიტაძისა და ბესიკ ჭიჭინაძის ქუჩებზე, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან იყვნენ განთავსებული. როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს 13 მაისს დაგეგმილ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალებას არ მისცემდნენ, პოლიციამ მათ არაერთხელ მოუწოდა შესასვლელების გათავისუფლებისკენ. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავა. "12 მაისი - 22:00 საათისთვის აქციის მონაწილეები განთავსდნენ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან. ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი არ მისცემდნენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, რათა დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცემოდა პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს შეურაცხყოფა. პოლიციის მიერ დაკავებული იქნა 20 პირი. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის პარალელურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და იცავდნენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი. პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება." - განაცხადა გორდულაძემ.

გორდულაძე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებზე: რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდა
პოლიტიკა17:28 • 18 ნოე17:28 • 18 ნოე·3 წთ

გორდულაძე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებზე: რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციები გაიხსენა და ისაუბრა აქციის მონაწილეთა მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე, რომლის ვიდეო და სხვა სახის მტკიცებულებებიც, მისივე განცხადებით მრავლად არსებობს. გორდულაძის თქმით, პარლამენტის კედელზე ელექტროგაყვანილობისთვის ცეცხლის წაკიდება, დამცავ ჯებირებზე საგნების დარტყმა და პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლა, რის შედეგადაც 113 სამართალდამცავი დაშავდა, შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციითაც დასტურდება. "2024 წლის ნოემბერში პარლამენტთან საპროტესტო შეკრებები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. 25 ნოემბრის აქცია ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას უკავშირდებოდა. 28 ნოემბერს პროტესტის ახალი ეტაპი დაიწყო. იმავე საღამოს მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამასთანავე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება უკვე 2024 წლის ივნისში იყო ასახული ევროპული საბჭოს შეფასებაში. ამ გარემოებაზე მიუთითებს პაველ ჰერჩინსკის 2025 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული, მედიაში გამოქვეყნებული წერილიც, რომელიც ახსენებს "2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს" და "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივ შეჩერებას". შესაბამისად, პროცესის ფაქტობრივი შეჩერება წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას. 29 ნოემბრიდან დაფიქსირდა პოლიციასთან დაპირისპირებისა და ქონების დაზიანების კონკრეტული ეპიზოდები. მოყვანილია თითოეული მოვლენა, ვიდეო, ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ამ დღეებში. 30 ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა პარლამენტის ფანჯრების ჩამსხვრევის, შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთების სროლისა და ხანძრის გაჩენის, ჭიშკრისა და დამცავი ჯებირების დაზიანების შესახებ. სამინისტროს ცნობით, რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს. 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს ბოლო დღეების აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდა. ცალკე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლის დაზიანების ეპიზოდიც: 4 დეკემბერს პირველმა არხმა გამოაქვეყნა ვიდეო და განაცხადა, რომ მის ოპერატორ ბესო გაფრინდაშვილს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა პირდაპირ ეთერში და არაერთი მტკიცებულებაა ამ ძალადობის ამსახველი, რომელიც წარმოდგენილი არის. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 33 პირის მიმართ, შემდეგი მუხლებით: 226-ე მუხლი - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა - 19 პირი, 353¹ მუხლის პირველი ნაწილი — პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - 6 პირი, წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ - 1 პირი , ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება - 1 პირი, ნივთის დაზიანება ან განადგურება დამამძიმებელ გარემოებებში - 4 პირი, ნივთის დაზიანება ან განადგურება - 1 პირი, აფეთქების მომზადება - 1 პირი. საერთო ჯამში 33 პირი, როგორც მოგახსენეთ," - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძემ სასამართლოს "ფედერალისტების" ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას განცხადებები წარუდგინა, რომლებმაც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის გამო დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადეს
პოლიტიკა17:27 • 18 ნოე17:27 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძემ სასამართლოს "ფედერალისტების" ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას განცხადებები წარუდგინა, რომლებმაც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის გამო დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების განცხადებები გააცნო, რომლებიც 2023 წლის 7-9 მარტს გამართული ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულ პირებს მხარდაჭერას უცხადებდნენ. გორდულაძემ გაიხსენა "ფედერალისტების" ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას განცხადებები, რომლებიც ლაზარე გრიგორიადისს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. "2023 წლის 29 აპრილს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: "აქ არის თორნიკე, ლაზარე ციხეშია. თორნიკე გირაოთი გამოუშვეს, ლაზარე კი ჩატოვეს. ეს ადამიანები იხდიან ფასს იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენ ყველამ მივიღეთ: საქართველოს ყველა მოქალაქემ, რასაც ახალი გამოქვეყნებული კვლევაც ადასტურებს, იცის, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს ფაქტობრივად აუქმებდა. ამ კანონის უკან გაწვევით რეალურად მთელმა საზოგადოებამ, მთელმა პროევროპულმა საზოგადოებმა, საზოგადოების 87%-მა ნახა სიკეთე. ჩვენ თუ ღირსეული საზოგადოება ვართ, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ორი ადამიანი მსხვერპლად შეეწიროს საერთო წარმატებას." 2024 წლის 12 აპრილს, მას შემდეგ რაც გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თამარ ჩერგოლეიშვილმა საჯაროდ განაცხადა: "ლაზარე გრიგორიადისი არის უდანაშაულო, სახელმწიფოს მის წინააღმდეგ არ გააჩნია არცერთი მტკიცებულება". 2023 წლის 30 მარტს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, გიგა ბოკერიამ საჯაროდ განაცხადა: "ამ ახალგაზრდის დაკავება შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს. ყოველგვარი მტკიცებულებების გასაჯაროების გარეშე დაკავებული შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს, მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა." 2024 წლის 8 აპრილს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, გიგა ბოკერიამ საჯაროდ განაცხადა: "რა თქმა უნდა, ლაზარე არის სიმბოლო ყველაფერი იმისი, რაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში, სასამართლოში, მთლიანად ქვეყანაში რა ვითარებაც არის. ეს არის ადამიანი, რომელიც შეარჩია რეჟიმმა, როგორც მსხვერპლი," - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: 1 მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას
პოლიტიკა17:26 • 18 ნოე17:26 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: 1 მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას

საკონსტიტუციო სასამართლოში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საქმეზე განხილვისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ 2024 წლის 1 მაისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა შენობა უსაფრთხოდ დატოვეს, პოლიციამ ტერიტორია ეტაპობრივად გაათავისუფლა და აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ. გორდულაძის თქმით, სამართალდამცველების მიერ ტერიტორიის დატოვების შემდეგაც აქციის მონაწილეები ძალადობრივ ქმედებებს აგრძელებდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტის შენობასა და სხვის ქონებას. "1 მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. შეკრების პარალელურად, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები. მოგვიანებით, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება, როგორც პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ასევე, რუსთაველის გამზირზე. პარლამენტში, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩიტაძის ქუჩიდან უზრუნველყო პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა. მას შემდეგ, რაც სრულად მოხდა პარლამენტის შენობის დატოვება და აღარ არსებობდა დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმების რისკი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. საპოლიციო ძალებმა პარლამენტის შენობის გარე ტერიტორია 21:00 საათისთვის დატოვეს. აქციის მონაწილეები ძალადობას ამის შემდეგაც აგრძელებდნენ. აზიანებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტის შენობასა და სხვის ქონებას. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილებისა, რომ აქციის მონაწილეებს მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ძალადობით ცდილობდა ჩიტაძის მხრიდან არსებული პარლამენტის შესასვლელის რკინის კარის დაზიანებას. მიუხედავად პოლიციის არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები აგრძელებდნენ საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებას და ცდილობდნენ უნებართვოდ შეღწევას პარლამენტის ტერიტორიაზე. პოლიციამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენა სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი, თუმცა აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩიტაძის ქუჩაზე არსებული სამშენებლო დამცავი ბარიერების დემონტაჟი და მისი მეშვეობით ცდილობდნენ პარლამენტის შესასვლელი კარის დაზიანებას. ვინაიდან აშკარად იყო გამოკვეთილი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას." - გამაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს "პოლიტიკურ პატიმრებად" აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა
პოლიტიკა17:23 • 18 ნოე17:23 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს "პოლიტიკურ პატიმრებად" აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერების : ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი 2024 წლის ძალადობრივი აქციების მონაწილეებსა და დაკავებულებს იცავდნენ. გორდულაძის განცხადებით, 2024 წლის 27 ნოემბერს ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მთავრობას აქციებზე დაკავებული და ეროვნული სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირების, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული პირებიდან სამმა: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა, ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა. გარდა ამისა, გორდულაძემ აღნიშნა 2024 წლის 17 აპრილს ნიკანორ მელიას განცხადებაც, რომლითაც ის მიმდინარე პროცესებს "მშვიდობიან მოძრაობად" აფასებდა. "2024 წლის 27 ნოემბერს, ნიკა გვარამიამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა: "ათასობით ადამიანი ამ დღემდე იმყოფება გარეთ, აპროტესტებს და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ეს პატიმრები და ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამი წელზე მეტია, აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი.". გვარამიას მიერ დასახელებული პირებიდან ეროვნულმა სასამართლომ ყველა დამნაშავედ ცნო. სამმა კი სრულად აღიარა დანაშაულის ჩადენა. კერძოდ: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა. 2024 წლის 17 აპრილს, ნიკანორ მელიამ განაცხადა: "ეს არის შენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული და ეროვნული იდეის განხორციელების შანსის შენარჩუნების ბრძოლა მშვიდობიანად, მშვიდობიანი მოძრაობა, რასაც თვალყურს ვადევნებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, გაგრძელდება."- განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
პოლიტიკა17:20 • 18 ნოე17:20 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე

2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდა, -განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სასამართლოს სხდომაზე. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ძალადობრივი აქციების დროს ხუთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებები და აღნიშნა, რომ გახარიამ აქციას სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა უწოდა. "მან საჯაროდ განაცხადა: "ეს იყო სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალიც ამჯერად ღიად და პირდაპირ მიდის ივანიშვილამდე, რომლის მიზანია მოქალაქეების დაშინება, ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ახლაც, ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება, ეს იქნება ევროპის დედაქალაქები, პარლამენტი და თუნდაც, ქუჩა. მოვუწოდებ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად და დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. 2024 წლის 8 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდა. მან საჯაროდ განაცხადა: "ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის. დაუშვებელია, სტრასბურგის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ არალეგიტიმური ძალის გამოყენების გასამართლებლად გამოიყენოს. 2024 წლის 9 ივლისს, პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, მოძალადეებს არაძალადობრივი გაპროტესტების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემული პირები უწოდა და მათზე ამნისტიის გავრცელება მოითხოვა. მეზვრიშვილმა საჯაროდ განაცხადა: "ჩვენი გუნდი, პარტია გახარია საქართველოსთვის, მოვუწოდებთ ოცნებას, დაანონსებული ამნისტია შეახოს არაძალადობრივი გაპროტესტების გამო სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს!",-განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ
პოლიტიკა17:16 • 18 ნოე17:16 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციების პერიოდში "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების : მიხეილ სააკაშვილისა და თინათინ ბოკუჩავას საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი აქციის მონაწილეებს ღიად უჭერდნენ მხარს. გორდულაძის განცხადებით, 2024 წლის 25 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათით ამაყობს, ხოლო 1 მაისს სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობისკენ მოუწოდა. გორდულაძის თქმით, მხარდაჭერას აფიქსირებდა პარტიის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავაც, რომელმაც 26 ივლისს განაცხადა, რომ თითოეული მათგანი მზად არის თავდებში დაუდგეს ახალგაზრდებს, რადგან მათი დასჯის ერთადერთი მიზეზი დაშინებაა. " 2024 წლის 25 აპრილი, მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად ახალგაზრდებს მიმართა და საჯაროდ განაცხადა: "მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ." 2024 წლის 1 მაისი : "სკვერში, მიწაზე დაყრილი სპეცრაზმელები ძალიან ნიშანდობლივი სურათი იყო. რუსეთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან მოსკოვს ორ ფრონტზე ომის თავი არ აქვს. ძალადობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობა. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს." 2024 წლის 26 ივლისს, საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, საჯაროდ განაცხადა: "თითოეული ჩვენთაგანი მზად არის თავდებში დაუდგეთ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთ მეგობრებთან, თავიანთ თანატოლებთან ერთად იბრძოდნენ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ისჯებიან არის ახალგაზრდების გაჩუმება, გაჩერება და დაშინება."- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა
პოლიტიკა17:14 • 18 ნოე17:14 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 3 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს "ფედერალისტების" მიერ ძალადობრივი აქციების მხარდამჭერი განცხადებები წარუდგინა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა, ხოლო, გიგა ბოკერიამ აქციის მოძალადე წევრებს მშვიდობიანი პროტესტანტები უწოდა. "2024 წლის 3 მაისს, თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალადობრივი აქცია მაიდანს შეადარა. კერძოდ, მან საჯაროდ განაცხადა: "დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, რომელიც გაშლილია და რომელზე კონტროლიც, რეალურად, პოლიტიკურ ელიტას არ აქვს, ეს ყველაფერი მოდის ხალხიდან, ქვემოდან ზემოთ, ძალიან ჰგავს მაიდანს. ახლა ვხედავთ ულამაზეს პროცესს, წინააღმდეგობის პროცესს თბილისი ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში, ბათუმიც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ეს წინააღმდეგობა არ უნდა გაიფლანგოს და მნიშვნელოვანია, სწორი მისამართით წავიდეს." 2024 წლის 6 ივნისს, გიგა ბოკერიამ, ძალადობრივი აქციის და მოძალადე აქციის წევრების მხარდასაჭერად, აქციის მოძალადე წევრებს მშვიდობიანი პროტესტანტები უწოდა. კერძოდ, მან განაცხადა: ,,ეს სამწუხაროა, ოღონდ ჩვენ ასე უნდა შევხედოთ, ის, რომ ეს ყურადღება არსებობს და ამ ნაბიჯებს გადადგას თავისუფალი სამყარო, არის დამსახურება ყველა იმ მოქალაქის, ვინც ქუჩაში იყო მშვიდობიანი პროტესტით და ვინც გააგრძელებს ამ პროტესტს, და ამ პროტესტთან ერთად გარე წნეხი არის ის ფაქტორები, რამაც ჩვენ ნაკლები ზიანით, ნაკლები რისკით უნდა პოლიტიკურად მოგვაშორებინოს ეს რეჟიმი, ამიტომ ეს მოსმენა არის საქართველოს დახმარება." - აღნიშნა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის აპრილში პარლამენტის შენობასთან გამართული აქცია ძალადობრივ ხასიათს ატარებდა - მონაწილეები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს
პოლიტიკა12:26 • 18 ნოე12:26 • 18 ნოე·3 წთ

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის აპრილში პარლამენტის შენობასთან გამართული აქცია ძალადობრივ ხასიათს ატარებდა - მონაწილეები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

წინა გვერდიშემდეგი გვერდი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს