
პოლიტიკა
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გადაწყვეტილებები, პარტიული პროცესები და სახელმწიფო პოლიტიკა.


არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 12 აპრილს, გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად მამუკა ხაზარაძემ ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდა და ახალგაზრდებს მიმართა- არ იქნება არანაირი დათმობა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, საზოგადოებას ხუთი ოპოზიციური პარტიის წევრთა განცხადებები გააცნო, რომლებიც ძალადობრივი აქციების მხარდაჭერას ეხებოდა."

არჩილ გორდულაძე: 2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიას მიერ "დოიჩე ველესთვის" მიცემული ინტერვიუს ქართული თარგმანი გავრცელდა, მან მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, აქციებს მშვიდობიანი უწოდა
"ქართული ოცნების" მიერ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენა ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, აღნიშნული პარტიების წარმომადგენელთა მიერ ძალადობრივი აქციების მხარდამჭერი განცხადებები საზოგადოებას გააცნო.

არჩილ გორდულაძე: გრიგორიადისის დამნაშავედ ცნობისა და მისი ზურაბიშვილის მიერ შეწყალების შემდეგ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები მას პოლიტპატიმარს უწოდებდნენ და ზურაბიშვილს საკუთარი დისკრეციული უფლების სწორი მიზნით გამოყენებისათვის მადლობას უხდიდნენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლის თხოვნის საფუძველზე მტკიცებულებები წარადგინა. მან სხდომაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა აქციებთან დაკავშირებით, წარსულში გაკეთებული განცხადებების ციტირება მოახდინა, რომლებიც მათ შორის, პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ქმედებას ამართლებდნენ.

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" ლიდერები საჯარო მხარდაჭერას უცხადებდნენ ლაზარე გრიგორიადისს, რომლის ნასროლი "მოლოტოვის კოქტეილის" შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე 2023 წლის 7–9 მარტის ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური მონაცემები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი ძალადობრივ ქმედებებსა და მსჯავრდადებულ ლაზარე გრიგორიადისს იცავდნენ.

არჩილ გორდულაძე: ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს
მოლოდინი ჩვენი მხრიდან არის იგივე, რაც აქამდე იყო, რაც პრაქტიკამაც აჩვენა, რაც განმეორდა მათ შორის, გუშინაც, ეს "ლელოს" მხრიდან თუ "გახარიელი ნაცების" მხრიდან ვიხილეთ, რომ მაგალითად, ისინი საუბრობდნენ, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ამავდროულად პარლამენტში მათ რეზოლუცია დააინიცირეს, როდესაც ისინი პარლამენტის წევრები იყვნენ წინა მოწვევაში და თვითონ მათი წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას ინტერვიუც არსებობს, სადაც იგი ამბობდა, რომ ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

თენგიზ შარმანაშვილი: მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, სასამართლოს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში. პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, ამას თავისი შედეგები უნდა ჰქონდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ლელოს" და სხვა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნა და ამასთან, არ ახსოვთ, რომ მათ ოფისებში იყო ისეთი უკანონო საშუალებები, როგორიცაა მოლოტოვის კოქტეილი და პიროტექნიკა.

ნანა კაკაბაძე: საქართველოში კვლავ მოქმედებს აგენტურა, ძირითადად, "მდიდარი ენჯეოები". სწორედ ამ NGO-ების წარმომადგენლებმა დააფუძნეს რამდენიმე დღის წინ "სოციალ-დემოკრატიული" პარტია, რითაც ცდილობენ ძველი სახელგატეხილი და მიუღებელი გარე აგენტურის ჩანაცვლებას ახალი სტატუსით

არჩილ გორდულაძე: "ნაცმოძრაობა" მოქმედებს ერთი პრინციპით, რომ მთავარი არის არა ფაქტები, არამედ აღქმები და ახლა სასამართლო დარბაზში ცდილობენ რომ აღქმები შექმნან, თითქოს, არც მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნა მოუთხოვიათ, არასდროს მოუთხოვიათ თურმე სანქციები და ამავდროულად "ლელოს" საარჩევნო კამპანია იყო ზუსტად ამ ყველაფერზე ნაწარმოები
უშუალოდ ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა, მაგალითად, ლემონჯავა, რომელიც ახლა არის "ახალის" წევრი და ერთ-ერთი წარმომადგენელი და მანთქვა, რომ თითქოს არ ახსოვს, რა ამოიღეს "დროას" ოფისიდან, ერთადერთი სურათები ახსოვს, სურათები დამიბრუნეთო. ეს როგორი უტიფრობაა, საზოგადოება შეაფასებს, მაშინ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილებისთვის დასამზადებელი ნივთიერებები და პიროტექნიკა ამოიღეს ამ ოფისიდან და ლაივში ელენე ხოშტარია გამოდიოდა და ამბობდა, შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დიახ, იგი იყო ამ აქციების დამაორგანიზებელი და ამ აქციებზე უნდა გამოყენებულიყო ყველა ის კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ფეიერვერკები და მოლოტოვის კოქტეილები, რომლებიც შემდეგ უკვე გამოყენებული ვნახეთ კიდეც მანამდეც და შემდეგაც, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მედიასთან საუბრისას.

არჩილ გორდულაძე: ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს

გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან
სავარაუდოდ ისევ და ისევ ან კითხვებზე პასუხის გაცემას თავს აარიდებენ, უსაგნო და უშინაარსო პასუხებით, ან ისევ ტყუილებს დაიწყებენ, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ მივადევნებთ ამას თვალს და შემდგომ უკვე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გვექნება შესაძლებლობა, რომ მათი ყოველი ტყუილი კიდევ ერთხელ ვამხილოთ.- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა. კახიანის თქმით, ოპოზიცია ან თავს არიდებს კითხვებს ან იტყუება. ის შეეხო ნიკა გვარამიას განცხადებასაც, სადაც მან უარყო აქციების ძალადობრივი ხასიათი და განაცხადა, რომ ძალადობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, ისიც პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის საპასუხოდ, თუმცა, კახიანის თქმით, საზოგადოებამ ყველაფერი თავის დროზე პირდაპირ ეთერში ნახა. "როგორც მოგეხსენებათ, ახლა პროცესი მიმდინარეობს იმდაგვარად, რომ მოსამართლეები კითხვებს უსვამენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან და ამასაც თავისი ახსნა აქვს მათ, რომ სიმართლე თქვან, სიმართლის თქმა გულისხმობს ჩვენი სარჩელის აღიარებას იმიტომ, რომ ჩვენი სარჩელი მთლიანად სიმართლეზე არის აგებული. ის ფაქტები, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამიტომ მათ უწევთ ტყუილების თქმა, მაგრამ როგორც ჩანს იმასაც ვერ ათვითცნობიერებენ, რომ ეს ტყუილები შემდგომ, მათ ყველაფერი წინ დახვდებათ ,ჩვენ ძალიან წყნარად ვადევნებთ პროცესს თვალს, მოლოდინი მკითხეთ თქვენ და მოლოდინი იგივე მაქვს, სავარაუდოდ ისევ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს აარიდებენ, უსაგნო და უშინაარსო პასუხებით, ან ისევ ტყუილებს დაიწყებენ, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ მივადევნებთ ამას თვალს და შემდგომ უკვე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გვექნება შესაძლებლობა, რომ მათი ყოველი ტყუილი კიდევ ერთხელ ვამხილოთ. ვახსენე, რომ ბევრ ტყუილს ამბობენ, მათ შორის, ეს ფაქტებიც სწორედ ამ ტყუილების გამოვლინება არის, მაგალითად "ლელომ" პროცესზე თქვა, რომ მათ საქართველოსთვის არ მოუთხოვიათ, რუსეთს ორმხრივი სანქციები დაუდგინონ. ისინი მხოლოდ საერთაშორისო სანქციებზე მიერთებას მოითხოვდნენ, ვითომ ასეთი პოზიცია ჰქონდათ, რაც არათუ ტყუილი არის, არამედ მთელ საზოგადოებას ახსოვს, რომ ფაქტობრივად მთელი მათი პოლიტიკა, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყო, იყო აგებული იმაზე, რომ საქართველოს სთხოვდნენ ორმხრივი სანქციების დაწესებას და უფრო მეტიც, 2024 წლის წინასაარჩევნო პროგრამა მთლიანად ამაზე ჰქონდათ აგებული, რომ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დადგენას მოითხოვდნენ. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ საერთოდ უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმებულიყო, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო, საერთოდ რუსული ნომრით მანქანების შემოსვლა საერთოდ აკრძალული იყო და ასე შემდეგ. უამრავ ორმხრივ სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნა ჰქონდათ მათ, ეს ახლა ამჯერად უარყვეს. უარყოფენ რატომ? იმიტომ, რომ ეს რომ აღიარონ, ეს იქნება ერთ-ერთი მომენტი რაზეც სწორედ ჩვენს სარჩელში არის მითითებული და ფაქტიურად ამ ნაწილში დაეთანხმებიან ისინი სასარჩელო მოთხოვნას. ასევე, რაც შეეხება ბატონ გვარამიას, ბატონმა გვარამიამაც ისაუბრა, ფაქტიურად მან უარყო, ის შემთხვევები რაც ჩვენ გვახსოვს, როდესაც ხდებოდა პარლამენტის შტურმით აღება, პარლამენტზე თავდასხმა, პოლიციელებზე თავდასხმა, ამ შემთხვევებს ბატონმა გვარამიამ უწოდა, რომ ეს არ იყო ძალადობრივი გამოვლინების შემთხვევებიო. ძალადობრივ გამოვლინებას საერთოდ არ ჰქონია ამ აქციაზე ადგილიო, მხოლოდ ცალკეული შემთხვევები იყო ძალადობისო. აი ასეთი პოზიცია ჰქონდა მას, და ისიც იმ ცალკეულ შემთხვევებში. პოლიციელები ძალადობდნენ ჯერ მოქალაქეებზე და საპასუხო მოქმედებები იყოო. აი დაახლოებით ასეთ განმარტებებს აკეთებენ ისინი იმ ფაქტებზე, რაც საზოგადოებისთვის არის ნათელი და ყველაფერი ცხადი, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ თავის დროზე პირდაპირ ეთერში ნახა. ასე რომ, ასეთი არაერთი ტყუილი ითქვა მთელი ამ პროცესის განმავლობაში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მათ წინ დახვდებათ."- განაცხადა გიორგი კახიანმა.

სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, ეროვნული ბანკის როლის შესახებ ლარის სტაბილურობისა და ინფლაციის მოთოკვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.