ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 9

თამარ ზოდელავა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე: განჭვრეტადი კანონმდებლობა და გამჭვირვალე პროცედურები ბიზნესს საქმიანობის უფრო დაცულად განხორციელების შესაძლებლობას აძლევს

თამარ ზოდელავა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე: განჭვრეტადი კანონმდებლობა და გამჭვირვალე პროცედურები ბიზნესს საქმიანობის უფრო დაცულად განხორციელების შესაძლებლობას აძლევს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პირველ რიგში, ეს არის კანონი, რომელიც უფრო მკაფიოდ არეგულირებს ყველა იმ აუცილებელ უფლებასა და მოვალეობას, რაც მნიშვნელოვანია კომერციული საქმიანობისთვის. კანონმდებლობის განჭვრეტადობა დაცვის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტია. შეს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პირველ რიგში, ეს არის კანონი, რომელიც უფრო მკაფიოდ არეგულირებს ყველა იმ აუცილებელ უფლებასა და მოვალეობას, რაც მნიშვნელოვანია კომერციული საქმიანობისთვის. კანონმდებლობის განჭვრეტადობა დაცვის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტია. შეს…

პირველ რიგში, ეს არის კანონი, რომელიც უფრო მკაფიოდ არეგულირებს ყველა იმ აუცილებელ უფლებასა და მოვალეობას, რაც მნიშვნელოვანია კომერციული საქმიანობისთვის. კანონმდებლობის განჭვრეტადობა დაცვის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტია. შესაბამისად, პირმა, რომელიც გადაწყვეტს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, წინასწარ იცის, რას მოითხოვს მისგან „მეწარმეთა შესახებ“ კანონი და რა ვალდებულებებს განუსაზღვრავს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ბიზნეს სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტიზებული პროცედურები და წესდება, რაც მათ საშუალებას აძლევს, დამატებითი იურიდიული მომსახურების გარეშე მოაწესრიგონ შესაბამისი ურთიერთობები და დაზოგონ ფინანსური რესურსი.

„ერთი მხრივ, ეს არის განჭვრეტადი კანონი, მეორე მხრივ კი, გამჭვირვალე და სტანდარტიზებული პროცედურები. ბიზნეს სუბიექტებს შეუძლიათ, სტანდარტული შაბლონების საშუალებით მოაწესრიგონ ის ურთიერთობები, რომლებიც მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია. ეს მათ საშუალებას აძლევს, უფრო დაცულად ჩაერთონ სამოქალაქო ურთიერთობებში და განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა“, – განმარტა თამარ ზოდელავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს