ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 6

ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი - საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა „თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის

ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი - საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა „თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო, თუმცა ყველაზე მთავარი ის ფაქტია, რომ სამიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო, თუმცა ყველაზე მთავარი ის ფაქტია, რომ სამიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევ…

თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო, თუმცა ყველაზე მთავარი ის ფაქტია, რომ სამიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა, შევხვდეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებს და ვიმსჯელოთ, ვიმუშაოთ და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა პროექტების მიმართულებით, - ამის შესახებ ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ემირ კურტიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა მსგავსი მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამიტების ორგანიზებისთვის.

„ცალსახაა, რომ საქართველო, თბილისი, მისი გეოსტრატეგიული მდებარეობა და პოზიცია სრულიად ლოგიკურს ხდის იმას, რომ ჩვენ ყველანი ახლა აქ ვართ და ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ“, - აღნიშნა ემირ კურტიჩმა.

მისივე თქმით, გლობალური გამოწვევებისა და რისკების ფონზე, მისასალმებელია, რომ საქართველო ძალიან წარმატებული ქვეყანაა ეკონომიკის კუთხით და ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავია.

„ვისურვებდი, ჩემმა ქვეყანამაც მიაღწიოს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დონეს. ამჟამად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ეკონომიკური ზრდის კუთხით გარკვეული სირთულეები გვაქვს. იმის მოსმენა, რომ საქართველო ეკონომიკურად კარგად ვითარდება, შთამაგონებელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ ეს რეალურად შესაძლებელია“, - აღნიშნა ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ემირ კურტიჩმა.

„თბილისის ფინანსურმა სამიტმა“ წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელს მოუყარა თავი. სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით წელს მეორედ ჩატარდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს