ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 9

რევაზ სოხაძე: ინდექსაცია ფასების ავტომატურ ზრდას არ ნიშნავს, ის ბაზარზე არსებულ ფასებს უნდა ასახავდეს

USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სამშენებლო სექტორში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე, სახელმწიფოსა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სამშენებლო სექტორში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე, სახელმწიფოსა და…

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სამშენებლო სექტორში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პარტნიორობის მნიშვნელობასა და კონტრაქტების ინდექსაციის მექანიზმზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, სახელმწიფო და კერძო სექტორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში პარტნიორები არიან.

„იმ უამრავი პროექტის განხორციელება, რომელიც ახლა მიმდინარეობს და სამომავლოდ არის დაგეგმილი, ბიზნესის გარეშე შეუძლებელია. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან ამ საქმეში და ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საბოლოო ჯამში ძლიერ ქვეყანასა და ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ სამშენებლო სექტორის გაჯანსაღებისა და მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომელთა შორის ერთ-ერთი ინდექსაციის მექანიზმია.

რევაზ სოხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდექსაცია არ გულისხმობს ფასების ცალმხრივ ან ავტომატურ ზრდას. მისი მიზანია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასები ბაზარზე კონკრეტულ მომენტში არსებულ რეალობას შეესაბამებოდეს.

„ინდექსაცია არ ნიშნავს ყოველთვის, აუცილებლად ფასების ზრდას. ეს ნიშნავს ფასების კორექტირებას იმ მომენტში ბაზარზე არსებული ადეკვატური ფასების მიხედვით. თუ რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე ფასი იზრდება, შესაბამისად, იზრდება კონტრაქტით გათვალისწინებული ფასიც, რათა ბიზნესი არ ჩავაყენოთ არასახარბიელო მდგომარეობაში. ხოლო თუ ფასი იკლებს, კორექტირება ამ მიმართულებითაც ხდება და, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით სარგებელს სახელმწიფოც იღებს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ინდექსაციის მექანიზმის დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამშენებლო სექტორის გაჯანსაღებისთვის, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელებასა და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ჯანსაღი პარტნიორობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალანათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვსშემდეგი თემატური მასალა →ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს