ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 9

გენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას

გენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭ…

საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების (CARTIF) მოლაპარაკებებზე, რომლის მეორე რაუნდი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართა.

CARTIF – ი CAREC - ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის) ფარგლებში შემუშავებული პირველი შეთანხმება იქნება, რომლის შეუფერხებელი მუშაობა ხელს შეუწყობს CAREC-ის წევრ ქვეყნებს, ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მეტად გაამყარონ.

შეთანხმების მიზანია ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა, არასატარიფო ბარიერების შემცირება, ციფრული ვაჭრობის განვითარება და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება. CARTIF – ის მოლაპარაკებებში საქართველოს გარდა ჩართულია ჩინეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდში საქართველოდან მომლაპარაკებებლთა ჯგუფს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. მომლაპარაკებლებმა მუშაობა დაასრულეს შეთანხმების ტექსტის სამ ოქმზე, რომლებიც ეხება ინვესტიციების ხელშეწყობას, სერვისების რეგულირებას და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულობას.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნული პროცესი დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების სხვა თავებზეც მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება.

გენადი არველაძის თქმით, საქართველოსთვის CARTIF - ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაარჩილ გორდულაძე: ჩვენ მიერ წარმოდგენილ ოპოზიციის განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია შემდეგი თემატური მასალა →არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 14 მაისს პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს