ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 5

წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კონსერვატიული პორტფელი ლიდერობს

წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კონსერვატიული პორტფელი ლიდერობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპენსიო ფონდის სამივე პორტფელმა 2026 წლის პირველი ათი თვე დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კონსერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპენსიო ფონდის სამივე პორტფელმა 2026 წლის პირველი ათი თვე დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კონსერ…

საპენსიო ფონდის სამივე პორტფელმა 2026 წლის პირველი ათი თვე დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კონსერვატიული პორტფელი ლიდერობს.

საპენსიო ფონდის ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში პორტფელების შემოსავლიანობა შემდეგი იყო:

კონსერვატიული პორტფელი: 8.60% (რეალური შემოსავლიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 2.85%).

დაბალანსებული პორტფელი: 8.11% (რეალური: 2.38%).

დინამიკური პორტფელი: 7.41% (რეალური: 1.72%).

რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, პორტფელების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. საერთაშორისო სააქციო ბაზრებზე უარყოფითად აისახა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში კაპიტალურ დანახარჯებთან დაკავშირებული გაურკვევლობა, მაშინ როდესაც ადგილობრივმა ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებმა პორტფელების შედეგებზე დადებითი გავლენა იქონია. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ლარის 0.23%-იანმა გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ლარში გამოხატული შემოსავლიანობა შეამცირა.

შედეგად, ოქტომბერში საუკეთესო შედეგი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა და 0.14%-ით გაიზარდა. დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები, შესაბამისად, 0.59%-ით და 1.34%-ით შემცირდა. კონსერვატიულ პორტფელში აქციების შედარებით დაბალმა წილმა სააქციო ბაზრების შემცირების გავლენა შეასუსტა.

მიუხედავად ოქტომბრის თვის სუსტი შედეგისა, დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან გაწლიურებული შემოსავლიანობით კვლავ ლიდერობს 12.86%-იანი ნომინალური მაჩვენებლით (რეალური გაწლიურებული შემოსავლიანობა: 8.42%), დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შესაბამისი მაჩვენებლები კი 12.21% (რეალური: 7.80%) და 10.16% (რეალური: 4.25%) არის.

ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს