ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 6

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 11 ქართული საოჯახო მარანი ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაში „RAW Wine NYC“ მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 11 ქართული საოჯახო მარანი ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაში „RAW Wine NYC“ მონაწილეობდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელმა 11 საოჯახო მარანმა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine NYC“…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელმა 11 საოჯახო მარანმა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine NYC“…

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელმა 11 საოჯახო მარანმა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine NYC“ მიიღო მონაწილეობა.

ქართული მარნების გამოფენაში მონაწილეობა მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მარნების ღვინოების ცნობადობის გაზრდას აშშ-ის ბაზარზე და ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან აშშ-ში 821 ათას ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.

აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენას ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსგანაც მიიღეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული მარნები მიმდინარე წელს „RAW Wine“-ის გამოფენებში სხვადასხვა ქვეყანაშიც მონაწილეობდნენ.

„RAW Wine“ (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს აერთიანებს. ღონისძიების ორგანიზატორია ცნობილი ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეგერონი.

წელს ნიუ-იორკში გამოფენა მეათედ გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებაში მსოფლიოს 18 ქვეყნის 120-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს