ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 7

მაია ომიაძე: მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი გლობალურად კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი

მაია ომიაძე: მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი გლობალურად კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, ქვეყნის ტურისტული პოპულარიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების განმტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, ქვეყნის ტურისტული პოპულარიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების განმტ…

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, ქვეყნის ტურისტული პოპულარიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების განმტკიცება მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, რომელიც ერთდროულად მოიცავს უმსხვილეს გლობალურ გამოფენებს, მიზნობრივ სარეკლამო აქტივობებსა და საერთაშორისო მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობას.

მაია ომიაძის შეფასებით, ტურიზმის სფეროში ბოლო პერიოდის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, ლონდონში ტურისტულ გამოფენაზე (Word Travel Market London 2026), საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა.

„ზოგადად WTM გამოფენა საერთაშორისოა და მთელ მსოფლიოში ვინც ოპერირებს ტურიზმის სექტორში, ამ დღეებში ყველა ლონდონში იყრის თავს. ჩვენთან ერთად იყო 20-მდე ქართული კომპანია, მათ შორის იმერეთის DMO და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. შეხვედრები იყო B2B ფორმატში. გამოფენის ფარგლებში, 32 საქმიანი შეხვედრა მქონდა მე პირადად, ძირითადი შეთავაზება ეხებოდა ოთხსეზონურობას. ახლა ზამთრის სეზონი მოდის და შესაბამისად ზამთრის კურორტებს ვუწევთ რეკომენდაციას. ძალიან საინტერესო კითხვები იყო მესტიასთან მიმართებით, კომპანიები, რომლებიც გუდაურში ოპერირებენ, ახალი მიმართულების აღმოჩენას ცდილობენ. აინტერესებთ, როგორ მუშაობს სინთეზში სათხილამურო/ზამთრის მიმართულება და კულტურული გამოცდილება - მესტიაში განსხვავებული კულტურა, UNESCO-ს მემკვიდრეობა და სამზარეულო“, -განაცხადა მაია ომიაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს