ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 5

ლაშა ხუციშვილი: 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიარდ 907 მილიონ ლარს აჭარბებს

ლაშა ხუციშვილი: 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიარდ 907 მილიონ ლარს აჭარბებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 1 მილიარდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 1 მილიარდ…

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 1 მილიარდ 238 მილიონ ლარზე მეტით და 10 მილიარდ 907 მილიონ ლარს აჭარბებს, მათ შორის:

მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 5 მილიარდ 700 მილიონი ლარი, რაც 685 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის მოცულობას;

სხვადასხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 994 მილიონ ლარს;

ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 243 მილიონ ლარამდე და 2 მილიარდ 462 მილიონ ლარს აჭარბებს;

სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის გამოყოფილია 145 მილიონი ლარი, რაც 65 მილიონით მეტია მიმდინარე წლის თანხაზე. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს დაიწყება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის საავადმყოფოს მშენებლობა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობისთვის გამოყოფილია 418 მილიონ ლარზე მეტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები გააცნო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს