ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 9

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები უკვე ხელშესახებად აისახა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში ყველა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი თუ სხვა ნებისმიერი სექტორი

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები უკვე ხელშესახებად აისახა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში ყველა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი თუ სხვა ნებისმიერი სექტორი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩინეთთან, რომელიც აისახა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩინეთთან, რომელიც აისახა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივი…

"ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩინეთთან, რომელიც აისახა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები უკვე ხელშესახებად აისახა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი თუ სხვა ნებისმიერი სექტორი.

"ვიტოვებთ ძალიან დიდ სურვილს და ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩვენ სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად ვიხილოთ ჩინური მხარე, როგორც პარტნიორი და სწორედ ეს იქნება ყველაზე სწორი პოლიტიკა, სადაც საქართველო უზრუნველყოფს, რომ პორტი იქნება ქართული, მაგრამ ჩვენ გვეყოლებიან პარტნიორები ოპერატორების სახით არაერთი სახელმწიფოდან ან არაერთი სახელმწიფოს კერძო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოტანას და რომელიც უზრუნველყოფს უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდგომში ოპერირებას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს