ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 11

მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის მომავალი სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ჩვენს უნარზე, ავაშენოთ ახალი, საიმედო კავშირები რეგიონებს შორის. „მწვანე ენერგიის დერეფნის“ მსგავსი ინიციატივები უფრო უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებულ და მდგრად ენერგეტიკულ მომავალს უყრის საფუძველს

მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის მომავალი სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ჩვენს უნარზე, ავაშენოთ ახალი, საიმედო კავშირები რეგიონებს შორის. „მწვანე ენერგიის დერეფნის“ მსგავსი ინიციატივები უფრო უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებულ და მდგრად ენერგეტიკულ მომავალს უყრის საფუძველს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოსთვის „მწვანე ენერგიის დერეფანი“ არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივა, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციაა რეგიონული თანამშრომლობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოსთვის „მწვანე ენერგიის დერეფანი“ არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივა, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციაა რეგიონული თანამშრომლობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით…

საქართველოსთვის „მწვანე ენერგიის დერეფანი“ არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივა, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციაა რეგიონული თანამშრომლობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-12 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, „მწვანე ენერგიის დერეფანი“ წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებს, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის რესურსების ინტეგრაციას და წვლილს შეიტანს რეგიონის საერთო მიზნის მიღწევაში, რომელიც სუფთა ენერგიაზე გადასვლას ითვალისწინებს.

„ენერგეტიკის მომავალი სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ჩვენს უნარზე, ავაშენოთ ახალი, საიმედო კავშირები რეგიონებს შორის. მსგავსი ინიციატივები უფრო უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებულ და მდგრად ენერგეტიკულ მომავალს უყრის საფუძველს. სუფთა ელექტროენერგიისთვის ახალი მარშრუტების შექმნით, ჩვენ ვაძლიერებთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს ვუწყობთ ბაზრის ინტეგრაციას. შესაბამისად, „მწვანე ენერგიის დერეფანი“ არის ინვესტიცია არა მხოლოდ დღევანდელ ენერგოსისტემებში, არამედ მომავალი თაობების მედეგობასა და კეთილდღეობაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ოთხ ქვეყანას შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებს კონსტრუქციული ჩართულობისთვის.

„საქართველოს ამბიციაა, წვლილი შეიტანოს ამ ინიციატივაში არა მხოლოდ თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსების მზარდი განვითარებით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე შეთანხმების მონაწილე ქვეყნების - აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის საკითხებს, ასევე პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალურ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

მინისტერიალში მონაწილეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე, ასევე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს