ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 7

მარიამ ქვრივიშვილი: "ლენდლორდის" მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი

მარიამ ქვრივიშვილი: "ლენდლორდის" მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა "იმედის კვირაში". მარიამ ქვრივიშვილმა "ლენდლორდის" მოდე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა "იმედის კვირაში". მარიამ ქვრივიშვილმა "ლენდლორდის" მოდე…

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა "იმედის კვირაში".

მარიამ ქვრივიშვილმა "ლენდლორდის" მოდელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"აღნიშნული მოდელის ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ანაკლიაში მოხდეს ძალების გაერთიანება არაერთი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს ინტერესის გათვალისწინებით, როგორც ოპერატორების ამ შემთხვევაში. აღნიშნული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესის, საერთაშორისო კაპიტალისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, რომლის მფლობელიც იქნება სახელმწიფო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს