ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 9

ივანე აბაშიძე: საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი

ივანე აბაშიძე: საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „2026 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„2026 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვა…

„2026 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ივანე აბაშიძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგი საჯარო და კერძო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობისა და საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდის ხარჯზე იქნა მიღწეული.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები და საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემის გამართული მუშაობა, რის ხარჯზეც გემების გაფორმების ბიუროკრატიული პროცედურები 24 საათიდან მინიმუმამდე - ერთ საათამდე შემცირდა.

აღნიშნული შედეგი მოწმობს, რომ საქართველოს ნავსადგურებში გემების მოცდენის მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს და რაც მთავარია, იზრდება გემების საერთო ტონაჟი და მოცულობა, რაც ავტომატურად აისახება ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელზეც“, - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 6 თვეში საქართველოს პორტებში მიღებული გემების ჯამური ტვირთამწეობა (გროს ტონაჟი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 10.7 მილიონ GT-ს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე პერიოდში ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ტონებში 4.4%-ით გაიზარდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს